ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
14 თებერვალი, 2012


მერი შიხაშვილს

ისევ ჩადგა კალაპოტში ქარი,
ცისარტყელა კვლავ გამოჩნდა ცაზე,
დღემ ღამეზე დაიწერა ჯვარი,
სიხარულის ცრემლი მადგას თვალზე.
მკერდში ცეცხლის მიგიზგიზებს ალი,
თვით წარსული მისვენია მკლავზე,
მერი-როგორც თავმომწონე ქალი
ყელს იღერებს სალამურის ხმაზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები