მიყვარს თაბახების ქება, დღეში ,,ზოგჯერადი’’ წერით. სული პოეზიით თვრება, სხეულს ჯერ არ ვუსვამთ წერტილს. ლარნაკს ყვავილები ართობს, ბუხარს ნაკვერჩხლების ჯარი. სახე ჩამოგიგავს მნათობს, თმები ნაწნავებად არი მხრებზე ჩამოშლილი მორცხვად, ნუთუ ერიდება მზეებს. მაშინ მახსენდები როცა, ვხედავ აზვირთებულ ღელეს. მართობს უცნაური თოვა, ქროლვა ათასგვარი ფიქრის, რადგან ოცნებების დროა, მთვარე მონოლოგებს ითვლის. ბეჭზე ჩამოგკიდეს ჩანთა, წელზე მოგახვიეს შარფი, ასე უკეთესი ჩანხარ, ძველად არც ნაკლები ჩანდი. ჟამის ისტერიის გამყოფს, ვნების სურნელება აგდის, ვიყოთ უფრო მეტად ახლოს, წმინდას ვეზიაროთ ადგილს. წიგნი გადავფურცლეთ თავთან, ფეხით გადავთელეთ დარდი. შენი ბავშვობა თუ მგავდა, მეც ხომ შენს ბავშვობას ვგავდი. შენი მომავალი მიხმობს, ვხვდები ჩემს მომავალს ელი. აწი რაც არ უნდა იყოს შენით არ მაკლდება წელი. ჩემი ავტოგრაფი შენ ხარ, მე კი უშენობის მახრა. შენი ხმა გავიგე წეღან და კვლავ შენს ხმას ვუცდი ახლაც. მახსოვს არ გელოდი როცა გულის სიღრმე მთხოვდა ლოდინს. შენი დალალების კოცნა, როდის მეღირსება, როდის?! როდის მომანათებ მზერას, როდის დაიღლები მზერით. ტალღის აზვირთება ღელავს როცა გადაუვლის გემი. მერე ჰორიზონტის ჩრდილში, ვნებას დავიოკებ ლექსით. ვნების ნუ გექნება შიში, ლექსებს ჰორიზონტსაც ვესვრით. შენი მადლიერი ვარ და ვიღაც უმადური შენი. მგონი ნეგატივის გარდა ყველა როლში შევიჭერი.
...... რა კარგია, რომ არ დაგიკარგავს ბავშვობა და სიყმაწვილის ელფერს ინარჩუნებ.
...... მიხარიხარ !
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. კარგია! პლუს 2 კარგია! პლუს 2
2. "მიყვარს თაბახების ქება, დღეში ,,ზოგჯერადი’’ წერით"
ერთი ამიხსენით, თუ შეიძლება, როგორ გავიგოთ "ზოგჯერად წერა"? თუ იმას გულისხმობთ, რომ ზოგჯერ წერთ, რატომაა ეს თაბახების ქება? მითუმეტეს, თუ ნაწერი სუსტია... ლექსის მთლიანი განხილვა არც ღირს... პუნქტუაცია, რა თქმა უნდა, არ გვჭირდება.
ნუ მიწყენთ! კრიტიკულ კომენტარს (ზოგადად) იმიტომ ვწერ, რომ ჩემი აზრით, სუსტია ნაწერი და ავტორი ეგებ შეეცადოს "გაზრდას", დახვეწას, თორემ მეტი არანარი ინტერესი არა მაქვს. "მიყვარს თაბახების ქება, დღეში ,,ზოგჯერადი’’ წერით"
ერთი ამიხსენით, თუ შეიძლება, როგორ გავიგოთ "ზოგჯერად წერა"? თუ იმას გულისხმობთ, რომ ზოგჯერ წერთ, რატომაა ეს თაბახების ქება? მითუმეტეს, თუ ნაწერი სუსტია... ლექსის მთლიანი განხილვა არც ღირს... პუნქტუაცია, რა თქმა უნდა, არ გვჭირდება.
ნუ მიწყენთ! კრიტიკულ კომენტარს (ზოგადად) იმიტომ ვწერ, რომ ჩემი აზრით, სუსტია ნაწერი და ავტორი ეგებ შეეცადოს "გაზრდას", დახვეწას, თორემ მეტი არანარი ინტერესი არა მაქვს.
1. ”მართობს უცნაური თოვა, ქროლვა ათასგვარი ფიქრის, რადგან ოცნებების დროა, მთვარე მონოლოგებს ითვლის”.
++
წარმატებები ავტორს პატივისცემით ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი) ”მართობს უცნაური თოვა, ქროლვა ათასგვარი ფიქრის, რადგან ოცნებების დროა, მთვარე მონოლოგებს ითვლის”.
++
წარმატებები ავტორს პატივისცემით ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|