ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პორუჩიკ გოლიცინ
ჟანრი: პროზა
23 დეკემბერი, 2011


აბსტინენცია

      აბსტინენცია


    ჩვენ აიროპორტში ვიყავიიით...
(ი-ზე მახვილი გაგრძელდა)

  რა გვინდოდა და მამაჩემი ჩამოვიდა ნიდელანდებიდან.
  ჰონლანდია არა.. ნი- დე-ლა-ნდე-ბი!!!
  გლანდები, გლანდები, გლანდები...(იცინის და თვალებში ხუთასი ონავარი  ერთად ხტის)

  რა უნდა ჩამოეტანა?  მე ორიგინალი მაიკა და ჩემძმას(ერთი სიტყვაა)ქამელეონი ბუცები
    დეპოტი გაუკეთეს და ჩანთა არ გამოატანეს

    -ხო მართლა შენ თვითონ როგორ გაჩნდი?
  წერო არააა!!!
  ხო,შენ როგორ გაჩნდი, ჩვენ ბინა გავყიდეთ და აქ ვიგირავეთ მეხუთეზე, შენ როგორ გაჩნდი? რაა სასაცილო? მამაჩემს უნდა ვუმკურნალოთ,ბინაც მაგიტომ გავყიდეთ, ძვირია მორჩენა, როცა ზიხარ - ყველაფერი გტკივა. ზურა პაპამ აიროპორტშივე თქვა ზისო, აი შენც ხომ სულ ზიხარ? შენ არ მოგარჩენენ? მე მგონი პაპაჩემს შეეშალა, არ იჯდა მამაჩემი-იდგა და ხელი დამიქნია, ეგ შენ ზიხარ...
  ჰოო, დეეე, მოვდივარ...აბა კარგად(ორივე თვალს მიკრავს მორიგეობით და გარბის)
 

  მე ვინ გამოვალ და ექიმი, ე-ქი-მი!!!
  ან ფეხბურთელი, ან ფეხბურთის ექიმი... პატრული არ გამოვალ, ადრე უნდა გამოვსულიყავი, ეხლა აღარ გამოვალ... შენც მოგარჩენ... ხვალ დედამ საავანტყოფოში უნდა წამიყვანოს.
  მამაჩემი წევს საავანტყოფოში,მოვარჩენ მამაჩემს!!! სხვა ბავშვის მამასაც მოვარჩენ.
  კაია ექიმობა.დედას ვუთხარი ექიმი უნდა გავიზარდომეთქი და კარგად უნდა ისწავლოო...აბა როგორ ვისწავლო, გაის მივდივარ სკოლაში. წერა და კითხვა და დათვლა  ვიცი, ორმოცდაათამდე. შენ რამდენი წლისა ხარ?
  უჰ, მაგაზე მეტი ვიცი დათვლა
        რატომ და ორმოცდაათი ორმოცდაორზე ბევრია... იმიტომ რომ ათი ორზე ბევრია...აბა გავიქეცი, ჩემძმა ვარჯიშზე მიდის და კომპიუტერზე ვითამაშებ(ორივე თვალს მიკრავს,ვითომ ისევ მორიგეობით, -ეშლება, ერთდროულად გამოსდის...იმეორებს, ახლა უფრო უკეთ და გარბის)


      გუშინ დედამ საავანტყოფოში წამიყვანა.
  რით წავედით და მაშუტკით, ჩვენ ძველ სახლთან ახლოა, იცი სად არის?
  აი ჩემძმა რომ ფეხბურთზე დადიოდა ადრე.
  უჰ როგორ არ იცი, საავანტყოფოც იქვეა. ადრე ბიჭებმა... ვინ ბიჭებმა და ჩემძმისგუნდელკბმა თქვეს იქ საგიჟეთიაო. საგიჟეთი არა იხვის ტოლმა-საავანტყოფოა. მამაჩემს საგიჟეთში რა უნდა, გიჟი კი არ არის?! გიჟები თვითონ არიან, \\\"ავაზასთან\\\" ექვსით ორი წააგეს...
  მე არ მიშვებდნენ მამას სანახავად, დედამ უთხრა მერე იმას,აი იმას-კარებში რომ ექიმი დგას, აი ისა -ბებერი როა, ვერავის ვერ დავუტოვე-მალე წამოვალთო...დიდი ექიმი გამიბრაზდებაო არ გაგიშვებთო. დიდ ექიმს ვაფშე არ დავუნახივარ და როგორ გაბრაზდებოდა? სამაგიეროდ მამაგაბრაზდა,- ეს სადღა მოგყავდაო, დედას უყვირა
        მინდოდა ვა მამაჩემის ნახვა!
    მამაჩემსაც უნდოდა ჩემი ნახვა, მაგრამ ცუდადაა, ყველაფერი მტკივაო-ყვიროდა...ეტკიება აბა რა ,-აბსტინენცია აქვს... შენ იცი რა არის აბსტინენცია?
    -აბსტინენცია არის--როცა ყველაფერი გტკივა ! თან ძაან მაგრა ტკივა მამაჩემს, მსოფლიოში ყველაზე მაგრა!!!
    წამალი მინდაო, ტირ... არა არ უტირია!
    დედას ეუბნებოდა წამალი მომიტანე საიდანმეო, ეგ რა საავანტყოფოა- წამალი არა აქვთ? ან თუ აქვთ ავანტყოფს არ უკეთებენ, ეტყობა ძვირად ყიდიან.
    არა ექიმი არ გამოვალ, ცუდები არიან ექიმები... კაცი ავადაა, წამალი უნდა და არ უკეთებენ. ცოდო არ არის?


    იქედან ისევ მაშუტკით წამოვედით. დედას ცრემლები არ მოდიოდა, მაგრამ ტიროდა.მამაჩემი რომ ნიდელანდებში მიდიოდა მაშინაც ასე ტიროდა. იციან დედებმა ეგრე ტირილი...
        მახსოვს, პატარა რომ ვიყავი. მამა და მე მივხვდით მარტო, რომ ტიროდა.
    რა გატირებსო, ფულს ვიშოვი და ჩამოვალო დედას ამშვიდებდა.ვერ იშოვა ფული, აბსტინენცია იშოვა...ეს აბსტინენცია ალბათ გადაედო, მე  მგონი ყბაყურასავითაა, გადადება იცის, ოღონდ კი არ გისივდება რამე,-გამხდარი ხარ. სამაგიეროდ ლამაზი სიტყვაა, ამ ავანტყოფობებს სულ ლამაზი სახელები ქვიათ...მომწონს, ვაა!!!
    მთელი გზა გავიძახოდი:-აბსტინენცია! აბსტინენცია! დედა პირზე ხელს მაფარებდა. ორი გაჩერებით ადრე ჩამოვედით, არსად წასაყვანი არა ხარო...ქალებს რა ესმით, მამაჩემის ნახვა მინდა!


    ლიფტი არ მუშაობს იცი? სახლში როგორ ახვალ? აი მამაჩემი რომ იყოს აქ მაგ შენი  ინვალიდის საკატაოთი აგწევდა და აგიყვანდა ხელით. მაგარია მამაჩემი... ყველაზე მაგარი, მოურჩება აბსტინენცია და ნახავ, თუ არ გჯერა... მე მჯერა რო მოურჩება!
   
    ვნახავთ მამას,-აბა რა!
 
 

     
      აბსტინენცია--თბილისურ ენაზე \\\"ლომკა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები