ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პორუჩიკ გოლიცინ
ჟანრი: პროზა
26 დეკემბერი, 2011


რომაული არდადეგები

რომაული  არდადეგები (ტრეტიი ლიშნიის" თანხლებით)
                                                      (პაროდია)
          დედოფალი ანნა სულაც არაა შეუძლოდ, ახლახანს შენობა დატოვა და თუ სენსაციას გაარტყამმოაცხობ, 20 პროცენტს  ვიმსახურებო,–კონჩეტინამ
          რა გოგოა ეს კონჩეტინა!
          ეგრევე ეტყობა ბრაჩანოდან რომაა, ხმოვნებს რაღაც უაზროდ აგრძელებს  და თითქოს ყოველი ხმოვნის მერე უ–ს ამატებს, ჰო, ნაღდად ეგრე თქვა–დეუდოუფუალიო. სამაგიეროდ  ოსტიის, არა რას ვამბობ, ალბათ ვიარეჯოს პლაჟზეც ცოტა თუ გაუწევს კონკურენციას,განსაკუთრებით მაშინ, როცა მოახლის კაბაში არაა... (არა , როცა საერთოდ კაბაში არაა...სტოპ ავტორო!)
          ჩეზარეს ახლა კონჩეტინას ძუძუებისთვის ნამდვილად არ სცხელა. სიგნალი მიღებულია და „ნიკონი“ გასამართი. სენიორა ჯულია დეუდოუფუალ(ისევ კონჩეტინას მივბაძოთ) ანნას  არაოფიციალურ ფოტოებში ასი ათას ლირასაც დაყაჭავს...(სენიორა ჯულიას გაცნობა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია.ავტ)
          ჩეზარე ნამდვილი რომაელია, ძირძველი რომაელი! თუმცა ბოროტი ენები ამბობენ, თითქო პაპამისის მამას  ზეთისხილის ფარდული მოუწყია წმინდა პეტრეს მოედნის ახლო, კასტელბრუჩატოდან ზეთისხილი ჩამოჰქონდა- ვაჭრობდა, მერე ფარდული სახლად აქცია და ამით გარომაელდაო, მაგრამ ჩვენ ბოროტ ენებს ყური არ ვუგდოთ და  ჩეზარეს გავყვეთ.
  ჩეზარე კასტელოცი, ოფიციალურად „რომა ნიუ მედია“ს ფოტოკორესპოდენტია(როგორ შემოვიდა ეს ინგლისური სახელები, სად იყვნენ ინგლისელები, როცა ჩვენ რომაელები...(თუმცა ამაზე სხვა დროს).არაოფიციალურად და სინამდვილეში კი ჩვეულებრივი „პაპარაცცო“ გახლავთ.                                                                                                                                                                                                                                  რას იზამ,  არ გაუმართლა ჩეზარეს, ოცდაათს გადააბიჯა და ხეირიანი სამუშაო დღესაც ვერ უშოვია... რთულია რომში ჩვენ დროში სამუშაოს შოვნა. გაივსო რომი ამ პროვინციელებით, ჩამოიტანენ ყველს , ღვინოს, ზეთისხილს, ძეხვებს,– ფულს გააკეთებენ, შვილებს ამერიკულ კოლეჯებში მიამაგრებენ და აქაოდა განათლება ამერიკული გვაქვს...(თუმცა ამაზეც სხვა დროს)
            ჩეზარემ „ნიკონი“ გამართა, რა კარგია ეს ამერიკული ფოტოფირები, კასეტებიც მოჰყვება და ფირი თითქმის გამორიცხულია გაგიშუქდეს, არა მთლად კრეტინი უნდა იყო რომ გააშუქო... აი ირვინის სანთებელა–ფოტოაპარატი რომ ჰქონდეს, მაშინ გენახათ რა ფოტოებს გადაიღებდა ჩეზარე, ეეჰ ალბათ ნახევარი მილიონი ლირა მაინც ღირს, ეს კი ჩეზარეს ორი წლის ჯამაგირზე მეტია
            ყველგან ამ ამერიკელებმა როგორ უნდა გვაჯობონ. როგორც ძველი რომაელები იტყოდნენ-"ვფიცავ იუპიტერს , ამერიკელები რომ მოგერევიან  ბაბაია არ დაუძახოო"
            კონჩეტინას თუ ვენდობით ( არა და სხვას ვის ვენდოთ?) , დედოფალმა ანნამ ნახევარი საათია  სანნიკოლოს მოედნისკენ გადადგა თავისი მშვენიერი ნაბიჯები, ამასთან ერთად ძილის წამალიც  გაუკეთებიათ და ახლა ალბათ ვილლა პიაჯორეს პარკში მერხზე ძინავს, თუ რასაკვირველია დაცვამ  ან კარაბინერებმა არ მიაგნეს და...
          ჩეზარეს ალღო იშვიათად ღალატობდა, ახალჩაძინებული პეპინო გააღვიძა, ვილაბორგეზეს პარკის ორ ულუფა ნაყინს შეპირდა(ნახევარი მარწყვით-ნახევარი შოკოლადით)და  ველოსიპედი გამოართვა.- მართალი ხარ ჩეზარე- ველოსიპედით უფრო სწრაფად მიხვალ, თანაც როგორც ძველი რომაელები ამბობდნენ , (ჯერ კიდევ 2000 წლის წინათ)--"ვფიცავ იუპიტერს, ველოსიპედი უფრო სწრაფად მიგიყვანს კაპიტოლიუმამდე ვიდრე ტრამვაიო". ჰო და ჩეზარემაც უსწრაფესად დაატრიალა პედლები, "ფორო იტალიკოს" სტადიონს სწრაფად ჩაუქროლა, (ხვალ რომა ფიორენტინას იღებს, უეჭველი ერთიანიაო-გაიფიქრა), ვია დელ პლაცასაც სწრაფად გაივლის და სანნიკოლოც ხომ იქვეა..
ვია დელ პლაცა გადათხრილი დახვდა, რა ამბავია ამდენი ქუჩის გადათხრა-მერე რა რომ მუნიციპალიტეტის არჩევნებია? ხელით ათრია ველოსიპედი, გუნებაში ხმამაღლა აგინებდა პეპინოსაც, მუნიციპალიტეტსაც და კონჩეტინასაც(ამ უკანასკნელს -პირადად... ყოველგვარი ნათესავების ჩარევის გარეშე)
      გინებ-გინებაში სანნიკოლოც გამოჩნდა,საერთოდ გინებ-გინებაში ყველაფერი ჩანს! როცა ვინმეს აგინებ, შენც ჩანხარ და ისიც!ძალიან შთამაგონებელი რამაა გინება(ზომიერად ,რასაკვირველია)...თუმცა რა დროს გინებაა?
      არ გინდა რომში ერთი გოგო იპოვო? მერე რა , რომ დედოფალია...
    აგერ ისიც,( ჩეზარე ლამის ველოსიპედიდან გადმოვარდა...)ჰო ნამდვილად ისაა, მაგრამ...
სინიორიტას თეთრი ბლუზის გვერდით- შავი პიჯაკი იჯდა!!! სანტა მადონა, ო მამმა მია--ჯო ბრედლია "ამერიკის ახალი ამბების სააგენტოდან", ჯო,შენი...( და აქ არ მოვყვებით    რომაული ფოლკლორის  რა ეპითეტებით შეამკო ჩეზარემ ყველა ამერიკელი, განსაკუთრებით ჟურნალისტები და რამდენად დაუახლოვდა ბრედლების სანათესაოს, ადრესატი იმდენად გამაღიზიანებელი იყო-კონჩეტინა საერთოდ არ გახსენებია)
    ჩეზარემ სიბნელეში ყველაზე ბნელი ადგილი მოძებნა და ...ჯანდაბას იყოს ბრედლიც, ბოლოს და ბოლოს დედოფლებზე ნადირობა  ხომ ყველასთვის ნებადართულია?
  ვნახოთ ვისი აჯობებს!
    ამასობაში ჯომ ტაქსის მოუხმო და ჩეზარემ მკაფიოდ გაიგონა მისამართი, ვია -ამაგუსტას 51.(ამ ამერიკელებს ყველა არაამერიკელი ყრუები გონიათ-ვფიცავ იუპიტერსაო
აბა , ახლა კი თქვენ იცით ჩეზარეს ფეხებო! მართალია ,ძველი რომაელები ამბობდნენ-"ვფიცავ იუპიტერს, ტაქსი უფრო სწრაფად მიგიყვანს ვია ამაგუსტამდე, ვიდრე ველოსიპედიო", მაგრამ ხომ მიგიყვანს!
    ასეც მოხდა, ჩეზარემ მაშინღა მიაღწია 51 ნომერს, როცა მეორე სართულის ფანჯარაში სინათლე ჩააქრეს, დილიდან აქ დაერჭობა ჩეზარე, პასკუალიტო,(ბიძაშვილია დედის მხრიდან) ხომ აქვე ცხოვრობს, ახლავე შეუვლის, ერთ აპერიტივსაც გადაჰკრავს და  როგორც რუსი ემიგრანტი, დონნა ბარბარა იტყვის ხოლმე, -დილა საღამოზე ბრძენიაო...
    რადგან დონნა ბარბარა ვახსენეთ ერთი რამ ვთხოვოთ, უფლება მოგვცეს ანნას პრინცესა დავუძახოთ, აკიღა გუშინ თავად გაიძახოდა-"ბოჯე მოი, ბოჯე მოი, ნასტოიაშჩაია პრინცესაო"
    მაშასადამე ,პრინცესა (მოკლედ, შევთანხმდით და ვინც სხვა რამ დაუძახოს იმის...)
    "ო დიმენტიკანტო კარიკარე ლა ოროლოჯო"-პასკუალიტოს ყვირილმა გააღვიძა ჩეზარე(ისაო, მაღვიძარას მომართვა დამავიწყდაო...და დანარჩენი იტალიური ფოლკლორის გადაუთარგმნელი მარგალიტები, თითქმის იგივე რაც ჯო ბრედლის მივუძღვენით წეღან)რომლებსაც ჩეზარემ ბოლომდე ყური არ უგდო და როგორც ძველი რომაელები იტყოდნენ-"ვფიცავ იუპიტერს , იმან იჩქაროს ,- ვისაც მაღვიძარის მომართვა დაავიწყდაო.."
მოაჯდა ველოსიპედს და ვია ამაგუსტასკენ გააქროლა.
    პრინცესა(ხომ შევთანხმდით)მარტო გამოვიდა სახლიდან(ეს ჯო სადღა ჯანდაბაში გდია?)და  ფორო იტალიკოს მიმართულებით გასწია(ჰო დღეს იქსზეა დასადები, გუშინ კი ერთიანს იქრობდა). „ვფიცავ იუპიტერს ადინ იქსს არ გაექცევა“
–    აბა შენ იცი ჩეზარე.
–      დანარჩენი როგორც უაილერი მოყვა– ძირითადად ეგრეა(ერთი ნორმალური ამერიკელია და არც იმას დავუჯეროთ?)
  ჩეზარე დილიდანვე იღებდა პრინცესას, მერე ჯოც გამოჩნდა(იმ აბეზარ ირვინთან ერთად) კადრს აფუჭებდნენ ხშირად ეს ნაბიჭვრები... თუმცა ჩეზარეს ნაკლებად აინტერესებდა ეს ორი ახვარი. საღამოს ტიბრისპირა დანსინგზე(უხ ეს ოხერი–ამერიკული სიტყვა ჩეზარესაც წამოსცდა)წავლენ ის და კონჩეტინა.
    წავლენ კი არა წავიდნენ(პრინცესა და ჯო რას აკეთებდნენ ტიბრისპირა დანსინგამდე უაილერმაც არ იცის და ჩეზარეს კი ფოტოები ჰქონდა გამოსამჟღავნებელი, თორემ ხომ მოგიყვებოდათ?
    ჩეზარემ ფოტოაპარატიც წაიღო, –„ვფიცავ იუპიტერს, ტიბრისპირა დანსინგზე ყოველდღე არ ცეკვავენ პრინცესებიო“– ჩვენში დარჩეს და საერთოდ არ ცეკვავენ პრინცესები პარიკმახერებთან, ფოტოგრაფებთან და  საერთოდ  არასერიოზულ კაცებთან(ხანდახან ეშლებათ ხოლმე და პაპარაცი რის პაპარაცია ეს თუ არ  გამოიყენა).
    გამოიყენა?
    გამოიყენა კი არა, ისეთი კადრები აქვს ჩეზარეს აღბეჭდილი(და არა გადაღებული) არც უაილერი არც ჯო ბრედლი და არც მსოფლიოს სერიოზული ფოტოგრაფების გუნდის კაპიტანი ახლოსაც ვერ მოვა. აბა თუნდაც ის გაიხსენეთ ირვინმა რომ გადაიღო "პრინცესა ინსტრუმენტთან".
რა ირვინი, რის ირვინი და ეს ჩემის თვრამეტიანი  ჯო ბრედლი კიდევ... ჩეზარე  ხომ იქვე იყო.... ხელის გაწვდენაზე... ბლუზა აეწია პრინცესას და ხალებიც კი გამოჩნდა მუცელზე(აბა იმასაც ხომ არ გადაიღებდა, მერე რა რომ პაპარაცია–რომაელი კაცია ბოლო–ბოლო)
    ვფიცავ იუპიტერს,-პრინცესებსაც ჰქონიათ ხალები მუცელზე. და თუ სერიოზული გამოცემების ჟურნალისტებს აქვთ პრინცესების სიყვარულის უფლება, რომაელმა პაპარაცებმა რაღა დააშავეს?
    დაგერხა ჩეზარე–„ვფიცავ იუპიტერს–რომაელებმაც არ ვიცით რატომ ერხევა კაცს, როცა უყვარს“
    ერთი ამას დამიხედეთ, -ამასაცა სდომებია პრინცესა
      ვფიცავ იუპიტერს , გოგო ყოველდღე მინისტრსა ხედავს, აკადემიკოსს ხედავს, სერიოზულ ხელოვანსა ხედავს... თუ უნდა ხელზეც აკოცნინებს... (სტოპ სხვა კინოში გადახვედი!)

 
პრესკონფერენციაზე ჩეზარეც იყო, მესამე რიგში იდგა...(ან კი საკვირველი არაა იქამდე რომ მიუშვეს?)
გულისფანცქალით ელოდა: ეს იანკები რამეს დააპირებენ თუ არა. დაცვასაც არად დაგიდევდა-ისე დაამტვრევდა ცხვირ-პირს,ოღონდ რამე პაპარაცული გაებედათ...მაგრამ:როგორც ძველი რომაელები იტყოდნენ:- "ვფიცავ იუპიტერს სიყვარულმა არამარტო ჯო ბრედლის ცხვირ-პირი გადაარჩინაო"
ამასაცა ჰყვარებია პრინცესა
თვითონ როცა გიყვარს-სხვის სიყვარულსაცა ჰხედავო!!!
ამას იუპიტერის დაფიცებები  არ ჭირდება და ძველ ბერძენ-რომაელებს არ უთქვამთ, ისე გაიფიქრა ჩეზარემ
ჰო და იფიქროს თუ კაცია, ანდერსენისა არ იყოს, პრინცები და პრინცესები კი არა კვახი არაა სამყოფი...კარეტებად!!!
მართალია დონნა ბარბარა-ნასტოიაშჩაია პრინცესა,და ნუ ი ჩტო? და საერთოდ არც პრინცესების სიყვარული აუკრძალია ვინმეს

ანნამ ხელიც კი მხოლოდ სერიოზულ პრესას ჩამოართვა. გაცნობითაც მარტო პირველ რიგს გაეცნო(ბრედლი ხომ იქ იყო) ვის რაში აინტერესებდა უბრალო რომაელი პაპარაცი. „ვფიცავ იუპიტერს,– პრინცესებისთვის სულ ერთია შეყვარებული და ჩვეულებრივი პაპარაცი.“
მერე რა რომ „პრინცესა ინსტრუმენტთან“ უფრო ახლოდან  გადაიღო... ჰქონდეს ეს ფირი და უყუროს რამდენიც უნდა, პრინცესები პრინცებსა და სერიოზულ ხალხსაც არ ჰყოფნით–არამც თუ პაპარაცის.
ჯო ბრედლი კიდევ არაუშავს ეგჩემისა, წერს მაინც ამერიკელებისთვის.(მაგის ნაწერი არავის უნახავს, რედაქტორიც კი სამსახურიდან აგდებს,) მაგრამ რეჟისორს ასე უნდა რომ გვაჩვენოს და რა მეტი გზაა?  თან ვფიცავ იუპიტერს,- ამრიკელი პატრონები რომ არა, ვნახავდით რა ფეხებიცაა...
მაგრამ სცენარით ასეა და...
    სცენარები კი ცაში იწერება და თუ პაპარაცობა გერგო- იყავი შენთვის მესამე რიგში... თუ ბედმა გაგიღიმა და პრინცესა ახლოდან გადაიღე, იცოდე შენ მაინც არარაობა ხარ-როგორც ძველი რომაელები იტყოდნენ:- "ვფიცავ იუპიტერს, ფილმში მარტო ის მოხვდება რაც მონტაჟის მერე რჩებაო"
  პაპარაცცო, ხვალ დილით ხარ ასადგომი...



  სკუზი მი, სკუზი, ო დიმენტიკანტო კარიკარე ლა ოროლოჯო...(მაღვიძარის მომართვა დამავიწყდა), თუმცა რად მინდა? -"ვფიცავ იუპიტერს, მაღვიძარის გარეშეც იღვიძებენ პრინცესები"





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები