1898 წლის 26 ივნისს გამთენიისას შინიდან გავიდა და უგზო–უკვლოდ გაუჩინარდა. საუკუნეზე მეტი დრო გავიდა და კითხვაზე : ,, სად გაქრა ივანე მაჩაბელი?“-პასუხი გაუცემელია. იმთავითვე ყველა ვერსია დააკავშირეს მხოლოდ პირად მოტივებთან. 1.თვითმკვლელობისა.---ამას ხსნიდნენ ვანო მაჩაბელის მაშინდელი რთული პერიოდით, (ილია ჭავჭავაძესთან დაპირისპირება ბანკისა და ,,დროების“ გამო, ავადმყოფობა, ვალები ). 2.მკვლელობაში აკაკი წერეთელის დადანაშაულება.(ანასტასია ბაგრატიონ-მაჩაბელის სიყვარულის გამო.) 3.ვანოს გაუჩინარებიდან,რამდენიმე დღეში,სამი გემით ბათუმიდან გავიდნენ ,,დუხაბორები’’ რომელთაც მფარველობდა სერგეი ტოლსტოი (ლევ ტოლსტოის უფროსი შვილი),სავარაუდოდ, ღამის 4 საათზე მან წაიყვანა როგორც თარჯიმანი.(ერთი გემი ჩაიძირა). 4. ვანო მაჩაბელი შეიწირა მაკო საფაროვას სიყვარულმა, რომელსაც აგრეთვე ეტრფოდა ილია ზურაბიშვილი.(მაკო ახლოს ცხოვრობდა მაჩაბლებთან.) ჩემის აზრით,არის ვერსია,რომელზეც, არასდროს უსაუბრიათ და თითქოს, განგებ არიდებდნენ თავს. ამიტომ, სხვა გავრცელებული ვერსიების მთავარ წყაროდ,თავად, დამნაშავე გვევლინება.
ცხადია დამნაშავემ იმდენად ორგანიზებულად იმუშავა, რომ თავად ,,ის“, ჩამონათვალშიც არ მოიხსენიება . . ყველაფერი ასე დაიწყო: საღამოს მეუღლესთან ანასტასია ბაგრატიონ-დავითაშვილთან და აკაკი წერეთელთან ერთად ივახშმა,(აკაკი ხშირად სტუმრობდა მეგობარ ოჯხს) მამაკაცებმა ნარდიც ითამაშეს. განწყობა მხიარული იყო.10 საათისთვის დასაძინებლად დაიშალნენ. (ჩვენებაში კი, მოსამსახურე თავყრილობის დაშლის დროდ - 12 საათს უთითებს (???). დილით ანასტასიას საწოლ ოთახში ვანო აღარ დახვდა. ( ხელუხლებელი იყო ნივთები:საათი,ძეწკვი ,პერანგის ოქროს ღილები და ფული). საწოლი კი, აშლილი . ჩვენებების მიხედვით, ვანო ღამის 4 საათზე ვიღაცას ესაუბრა აივნიდან. „გოროდოვოიმ“ აღნიშნა,რომ თავადმა ჩქარი ნაბიჯით ჩაიარა 4 საათზე. უსიტყვოდ,მხოლოდ ქუდი მოიხადა და გოლოვინსკის პროსპექტისკენ გაუყვაო. გაქრა ... ეძებდნენ მტკვარში, ტყეში, მდინარის პირას..ამაოდ. დანაშაულის( ვფიქრობ, დანაშაული მოხდა) დროც, აკაკის მორიგი სტუმრობა, ისე მოხერხებულადაა შერჩეული,რომ კვალი ძალიან ადვილად აერეოდა სიმართლის დამდგენ მხარეს. ასეც მოხდა. ამით,პოეტს ეჭვმიტანილის როლი ერგო,თითქმის, მთელი საუკუნის განმავლობაში. აკაკი ტასოს სიყვარულს გულში ფარულად ატარებდა,რაც დასტურდება ,,სიკვდილის წინე აღსარებაში“. აქედანავე ვიგებთ,რომ მგოსნის გრძნობა ტასოსთვის გვიან გახდა ცნობილი,რის გამოც ქალმა ,მასთან მეგობრობაზეც კი, ხელი აიღო.იგი უერთგულესი და შეყვარებული მეუღლე .მთელი სიცოცხლის განმავლობაში ელოდა ქმარს.მარჯორი უორდტროპის არქივში ნაპოვნია ანასტასია მაჩაბელის წერილი,სადაც წერს ვანოს დაკარგვის ამბავს და დახმარებას სთხოვს. ასი წლის შემდეგ, აკაკი წერეთლის არქივის გახსნამ, საბოლოოდ, გაამართლა იგი ამ ცილისწამებისაგან.მაგრამ, მაშინ, ეტყობა,უკვე მოქმედებდა,ლოზუნგი: ,,დააბრალე, თავიც რომ გაიმართლოს,ნახევრად მაინც, დამნაშავე იქნება.“ თვითმკვლელობა ილიასთან ცუდ ურთიერთობას დაუკავშირეს უხილავმა ენებმა. ვანო მაჩაბელის უძლიერესი ხასიათიდან, ბრძოლისუნარიანობიდან და რელიგიურობიდან გამომდინარე,ვფიქრობ,გამოირიცხება.ილია ჭავჭავაძესთან ,უკვე ხშირად მიდიოდა და ისიც დახმარების ხელს უწვდიდა. გარდა ამისა, ჯანმრთელობაც და საქმიანობაც უკვე, უკეთ ჰქონდა, ,ბავშვები სოფლად გააგზავნა, ორ დღეში ტასოსთან ერთად,აბასთუმანში წასვლას ეპირებოდა. ივანე მაჩაბელი წარმატებულად წამოწყებულ სოფლის სინდიკატის საქმესთან დაკავშირებით, აკაკის თქმით, იმ საღამოს, ცალკე ოთახში შეხვდა მოსულ სტუმრებს.მათ მეორე დღეს შეხვედრაც დაუნიშნა, ამდენად,თვითმკვლელობაც არ უნდა იყოს მართებული ვერსია . ,,დუხაბორების“ საკითხიც,ისეთივე დაუდასტურებელი დარჩა,როგორც,ის რომ,თითქოს, ვანო მაჩაბელი,რუსეთის რომელიღაც ეკლესიაში ნახეს.მოგვიანებით. ასე „ნახეს“ გოლოვინის პროსპექტზე,ასე „ნახეს“ მცხეთაში,ასევე გემზე ასვლის წინ და ა,შ.მოკლედ ჭორი ეფექტურად მუშაობდა.დააბნია საზოგადოება,ამის წყარო, კი უხილავი ძალა იყო. (პარალელი:1984წელს ,,თვითმფრინავის ბიჭების“ დახვრეტის შემდეგ,უშიშროების მიერ დაყრილი ჭორების კვალდაკვალ, ჭირისუფლები ,ხან შუა აზიაში,ხან ციმბირში დაეძებდნენ ,,ვინმე ქართველ პატიმარ ბიჭებს.“ ) ბუნებრივია, დამნაშავეს ეყოლებოდა თანამზრახველები, მოსამსახურის და ,,გოროდოვოის’’ სახით. საეჭვოდ არ ემთხვევა ერთის მხრივ, ტასოს, აკაკის და მეორეს მხრივ, მოსამსახურის ჩვენება, ზოგიერთ საკითხში. (მაგ. თავყრილობის დაშლის დრო. მიზანი მოსამსახურისა,ალბათ, ტასოსა და აკაკისადმი ეჭვის გაჩენაა კვალის არევის მიზნით.) შეუსაბამობაა გოროდოვოის მონათხრობსა ( თითქოსდა, ვანოს თანმხლების გარეშე ჩაევლოს ქუჩაზე) და სერგეი ტოლსტოის გვერდით ყოფნასთან დაკავშირებით. რაც შეეხება,ვერსიას,რომ ვანო მაჩაბელი ილია ზურაბიშვილის მიერ იქნა მოკლული და შეეწირა მაკო საფაროვა-აბაშიძის სიყვარულს,აბსურდია. ამის დასაბუთება არ იყო ძნელი,რადგან დრამის მონაწილენი დიდხანს ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ შემდგომში.თან ასეთი აღსასრულის(დისკრედიტაციის) დამტკიცება,ხელს აძლევდა მტერს ,რომელიც აქტიურად მუშობდა ილიას, აკაკის, მაჩაბელის ,ეროვნულ მოღვაწეთა სახელის გატეხვაზე. ამრიგად, დანაშაულის სათავე ის არის, რომ მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან გამანთავისუფლებლური იდეების ქართულ საზოგადოებაში უფროდაუფრო მოძლავრებასთან ერთად, თანდათან მატულობს ბრძოლა ქართველი მოღვაწეების წინააღმდეგ. მზადდებოდა ნიადაგი ქართული სულის გასანადგურებლად. რამდენიმე წლის წინ საქართველოს მოუკლეს დიმიტრი ყიფიანი! რამდენიმე წლის შემდეგ, მოჰკლავენ ერის მამას, ილიას,(სხვათა შორის, ორივეს შემთვევაში, მონაწილეებად - წინასწარ შეგზავნილი მსახურები ფიგურირებენ). ახლა, კი მოსაშორებელია, ილია ჭავჭავაძის მემკვიდრედწოდებული...
ვანო მაჩაბელი (საქართველოს სინამდვილეში ერთერთი უდიდესი მოვლენა,მსგავსი დონის მოღვაწე არამარტო საქართველოს ,მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებსაც თითზე ჩამოსათვლელი ჰყავთ.) მან განათლება მიიღო, ჯერ პეტერბურგში, შემდეგ გერმანიასა და საფრანგეთში. ბრწინვალედ ფლობდა უცხო ენებს, შეისწავლა ბიოლოგია,მათემატიკა, ეკონომიკა,ფინანსები, სოფლის მეურნეობა, მევენახეობა, იურისპრუდენცია. ყველგან გადანაწილდა,ილიას გვერდით იდგა:ეროვნულ-განმათავისუფლებელ იდეასთან, 1888 წელს მისი რედაქტორობით გამოიცა „ვეფხისტყაოსანი“. დიდი დახმარება გაუწია პოემის ილუსტრატორს, უნგრელ მხატვარს მ. ზიჩის, აგრეთვე მარჯორი უორდროპსა და პოემის სხვა უცხოელ მთარგმნელებს. დაწერა ლიბრეტო ოპერა „ვეფხისტყაოსნისათვის“. 1879 წლიდან ჯერ იყო „ივერიის“ თანამშრომელი, შემდეგ - რედაქტორი. რედაქტორობდა გაზეთ „დროებას“. მნიშვნელოვანია მისი მთარგმნელობითი მოღვაწეობა, რითაც გაამდიდრა ქართული თეატრის რეპერტუარი. თარგმნა მოლიერის „ეჭვით ავადმყოფი“, გადმოაკეთა პიესები: „ადვოკატი მელაძე“, „ორ ცეცხლ შუა“ და სხვა. შექსპირის ტრაგედიების ბრწყინვალე თარგმანებმა დროს გაუსწრეს და დღემდე,ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა ქართულ სცენაზე. იგი ილია ჭავჭავაძესთან ერთად, იდგა რედაქციის,თეატრის,ბანკის,თარგმანების და ნებისმიერი დიდი საქმის წამოწყების სადაავებთან. ასეთი სიდიდის მოღვაწენი,კი, ყოველთვის ხელს უშლიან მავანთ... სხვათა შორის,როდესაც ,,ბანკის განხეთქილების“ დროს ძალიან დაიძაბა ურთიერთობა ილია ჭავჭავაძესა და ვანო მაჩაბელს შორის, რომელიც ილიას მემკვიდრედ მოიაზრებოდა, ირგვლივ მყოფი ადამიანები, მორიგების ნაცვალად, კიდევ უფრო აძლიერებდნენ დაპირისპირებას ორ დიდ მოღვაწეს შორის. "ახალ მოძრაობას ძველი კერპების მსხვრევის გარეშე დამკვიდრება არ უწერია. პირდაპირი მსხვრევა გამოიწვევდა საზოგადოების პროტესტს, ამიტომ საჭირო იყო, ჯერ მათი გასვრა, ავტორიტეტის შელახვა“- წერს ელისაბედ ზარდიაშვილი.რომელმაც თავისი გამოკვლევით, პირდაპირ მიანიშნა,იმ ტრაგედიის მიზეზზე, ასეთ ზუსტ ანალიზს,სწორი კვალისაკენ მივყავართ. ზოგიერთ მოღვაწეს კი, ფიზიკურად ანადგურებდნენ. ამ შემთვევაში კი, „დაინტერესებულმა“ მხარემ, ერთდროულად ორი კურდღელი მოკლა, ერთი ფიზიკურად გაანადგურა, სხვებს კი სახელი შუბღალა და ეჭვმიტანილად გამოაცხადა საზგადოების თვალში. ამრიგად, ივანე მაჩაბელის გაქრობის კვალი უდავოდ მიდის იმ ძალებისკენ, ვინც საქართველოს მოუკლა დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე და ბევრი მამულიშვილი. ხოლო, „ჩახმახს ვინ გამოჰკრა თითი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
48. შთამბეჭდავი და ბევრისმთქმელია. შთამბეჭდავი და ბევრისმთქმელია.
47. მართლაც რონმ კარგი ნამუშევარია:)) მართლაც რონმ კარგი ნამუშევარია:))
46. ძალიან დიდი მადლობა თქვენსავით ლამაზ სიტყვებისთვის! (შატილიონთან ლექსის კომენტარში) ძალიან დიდი მადლობა თქვენსავით ლამაზ სიტყვებისთვის! (შატილიონთან ლექსის კომენტარში)
45. გენაცვალე! ჩემო დიდო ქართველო!!!!! გენაცვალე! ჩემო დიდო ქართველო!!!!!
44. თქვენის ნებართვით (სააავტორო უფლების დაცვით) მე მიმაქვს ეს :)
ძალიან მაგარი პუბლიკაციაა... თქვენის ნებართვით (სააავტორო უფლების დაცვით) მე მიმაქვს ეს :)
ძალიან მაგარი პუბლიკაციაა...
43. დამსახურებული 5 ამ პუბლიკაციას. უშუალოდ ნაწერში და მერე კომენტარებშიც იმდენი ითქვა, რომ ჩემგან რამის დამატებას არ საჭიროებს. მხოლოდ იმას დავამატებდი, რომ ასეთი დიდი ადამიანები და მათი ხსოვნის საკითხი არასოდეს უნდა კარგავდნენ აქტუალობას. დამსახურებული 5 ამ პუბლიკაციას. უშუალოდ ნაწერში და მერე კომენტარებშიც იმდენი ითქვა, რომ ჩემგან რამის დამატებას არ საჭიროებს. მხოლოდ იმას დავამატებდი, რომ ასეთი დიდი ადამიანები და მათი ხსოვნის საკითხი არასოდეს უნდა კარგავდნენ აქტუალობას.
42. თონეში დაწვეს-ო... თონეში დაწვეს-ო...
41. სულია აქ და მე ამ სულს პატივს ვცემ მე16 საუკუნიდან. 2(მეტი არ მაქვს) სულია აქ და მე ამ სულს პატივს ვცემ მე16 საუკუნიდან. 2(მეტი არ მაქვს)
40. იცის, მაგრამ მაინც არავინ იცის ქალბატონო )) +2 იცის, მაგრამ მაინც არავინ იცის ქალბატონო )) +2
39. იმდენი მოვუკალით საქართველოს ქართველებმა, ღმერთი ვეღარ გვითმენს... იმდენი მოვუკალით საქართველოს ქართველებმა, ღმერთი ვეღარ გვითმენს...
38. არ მეგულება ამ საიტზე და თუნდაც სხვაგან, ისეთი გულბრიყვილო ახალგაზრდა მოაზროვნე, რომელსაც სჯერა, რომ მერაბ კოსტავას მანქანას შემთხვევით გადაურბინა რაღაცამ. ილი ჭავჭავაძე გაძარცვის მიზნით მოკლეს, ჩვენი ერის ღირსეულ შვილთა მკვლელობა: ვიღაცის " ვალის" , "ვის ვინ უყვარდა" იმის ბრალი იყო და არა ის რომ მკვლელობის ფუნდამენტი, ეროვნული სულისკვეთების ჩახშობა იყო და იქნება ყოველთვის, , ეს აზრი არ ახალია და უამრავი პუბლიკაციაც იწერებოდა , რა თქმა უნდა არც თქვენი პუბლიკაცია გამონაკლისი, რაზედაც მადლობა გადაგიხადეთ, "ხოლო, " ჩახმახს ვინ გამოჰკრა თითი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს"ო ბრძანეთ. 29-ს დავეთანხმები "მაინტერესებს, ჩახმახზე თითის გამოკვრელიც. პ.ს. თქვენი პოეზია უფრო შტამბეჭდავია ჩემთვის, ვიდრე პუბლიკაციები! მაპატიეთ! არ მეგულება ამ საიტზე და თუნდაც სხვაგან, ისეთი გულბრიყვილო ახალგაზრდა მოაზროვნე, რომელსაც სჯერა, რომ მერაბ კოსტავას მანქანას შემთხვევით გადაურბინა რაღაცამ. ილი ჭავჭავაძე გაძარცვის მიზნით მოკლეს, ჩვენი ერის ღირსეულ შვილთა მკვლელობა: ვიღაცის " ვალის" , "ვის ვინ უყვარდა" იმის ბრალი იყო და არა ის რომ მკვლელობის ფუნდამენტი, ეროვნული სულისკვეთების ჩახშობა იყო და იქნება ყოველთვის, , ეს აზრი არ ახალია და უამრავი პუბლიკაციაც იწერებოდა , რა თქმა უნდა არც თქვენი პუბლიკაცია გამონაკლისი, რაზედაც მადლობა გადაგიხადეთ, "ხოლო, " ჩახმახს ვინ გამოჰკრა თითი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს"ო ბრძანეთ. 29-ს დავეთანხმები "მაინტერესებს, ჩახმახზე თითის გამოკვრელიც. პ.ს. თქვენი პოეზია უფრო შტამბეჭდავია ჩემთვის, ვიდრე პუბლიკაციები! მაპატიეთ!
37. ,,არც მტერი შეცვლილა და მტრობა მოუშლია ჩვენი და არც მათი ბრძოლის მეთოდები შეცვლილა, რომლებსაც საუკუნეებია მიმართავენ ჩვენს წინააღმდეგ. რამდენჯერ მოგვიკლეს ერის ღირსეული შვილები და რამდენჯერ ჩაახშვეს სისხლში ეროვნული სულისკვეთება ქართველებისა, ვინ მოთვლის. . თუნდაც უახლესი ისტორიის გახსენება კმარა ამის საილუსტრაციოდ. მაკა კოლხი. 2011-12-20 11:37:3"
.'' ჩვენ ძალიან ბევრი ვინმე მოვკალით და ვკლავთ..პორუჩიკ გოლიცინ. 2011-12-20 11:49:05''
"არამარტო ვანო მაჩაბელი.... ბევრი მოგვიკლეს....ანდრია თორელი. 2011-12-20 22:34:4.''
როცა ასე ვიფიქრებთ, უკლებლივ ყველანი,, ასეთი ტკივილი აღარ იქნება!!! ,,არც მტერი შეცვლილა და მტრობა მოუშლია ჩვენი და არც მათი ბრძოლის მეთოდები შეცვლილა, რომლებსაც საუკუნეებია მიმართავენ ჩვენს წინააღმდეგ. რამდენჯერ მოგვიკლეს ერის ღირსეული შვილები და რამდენჯერ ჩაახშვეს სისხლში ეროვნული სულისკვეთება ქართველებისა, ვინ მოთვლის. . თუნდაც უახლესი ისტორიის გახსენება კმარა ამის საილუსტრაციოდ. მაკა კოლხი. 2011-12-20 11:37:3"
.`` ჩვენ ძალიან ბევრი ვინმე მოვკალით და ვკლავთ..პორუჩიკ გოლიცინ. 2011-12-20 11:49:05``
"არამარტო ვანო მაჩაბელი.... ბევრი მოგვიკლეს....ანდრია თორელი. 2011-12-20 22:34:4.``
როცა ასე ვიფიქრებთ, უკლებლივ ყველანი,, ასეთი ტკივილი აღარ იქნება!!!
36. ჩემი გულწრფელი მოწონება ამ გვერდს.... არამარტო ვანო მაჩაბელი.... ბევრი მოგვიკლეს..... ჩემი გულწრფელი მოწონება ამ გვერდს.... არამარტო ვანო მაჩაბელი.... ბევრი მოგვიკლეს.....
35. ჩვენ ძალიან ბევრი ვინმე მოვკალით და ვკლავთ...
კვო ვადის? ჩვენ ძალიან ბევრი ვინმე მოვკალით და ვკლავთ...
კვო ვადის?
34. საინტერესო ქალბატონის საინტერესო ნააზრევია ეს პუბლიკაცია! ბევრი დაწერილა და ბევრიც თქმულა ამ მართლაც უდიდეს პიროვნებაზე, მაგრამ ასე პირდაპირ მინიშნება, რომ მისი გაუჩინარება სწორედ იმათ შეეძლო, რომლებსაც არანაირად აწყობდათ საქართველოში ეროვნული მუხტის გაძლიერება, ეს კი ვგონებ რაღაც ახალი უნდა იყოს და თუ ახალი არ არის, ყურადსაღები მაინც, ბევრისთვის. :)
აბსოლუტურად გეთანხმებით ავტორო! არც მტერი შეცვლილა და მტრობა მოუშლია ჩვენი და არც მათი ბრძოლის მეთოდები შეცვლილა, რომლებსაც საუკუნეებია მიმართავენ ჩვენს წინააღმდეგ. რამდენჯერ მოგვიკლეს ერის ღირსეული შვილები და რამდენჯერ ჩაახშვეს სისხლში ეროვნული სულისკვეთება ქართველებისა, ვინ მოთვლის. . თუნდაც უახლესი ისტორიის გახსენება კმარა ამის საილუსტრაციოდ. :(
შესანიშნავი წერილია! აუცილებლად, აუცილებლად წაიკითხეთ ყველამ! ეს მოწოდება არ არის, სურვილია უბრალოდ ჩემი! :) საინტერესო ქალბატონის საინტერესო ნააზრევია ეს პუბლიკაცია! ბევრი დაწერილა და ბევრიც თქმულა ამ მართლაც უდიდეს პიროვნებაზე, მაგრამ ასე პირდაპირ მინიშნება, რომ მისი გაუჩინარება სწორედ იმათ შეეძლო, რომლებსაც არანაირად აწყობდათ საქართველოში ეროვნული მუხტის გაძლიერება, ეს კი ვგონებ რაღაც ახალი უნდა იყოს და თუ ახალი არ არის, ყურადსაღები მაინც, ბევრისთვის. :)
აბსოლუტურად გეთანხმებით ავტორო! არც მტერი შეცვლილა და მტრობა მოუშლია ჩვენი და არც მათი ბრძოლის მეთოდები შეცვლილა, რომლებსაც საუკუნეებია მიმართავენ ჩვენს წინააღმდეგ. რამდენჯერ მოგვიკლეს ერის ღირსეული შვილები და რამდენჯერ ჩაახშვეს სისხლში ეროვნული სულისკვეთება ქართველებისა, ვინ მოთვლის. . თუნდაც უახლესი ისტორიის გახსენება კმარა ამის საილუსტრაციოდ. :(
შესანიშნავი წერილია! აუცილებლად, აუცილებლად წაიკითხეთ ყველამ! ეს მოწოდება არ არის, სურვილია უბრალოდ ჩემი! :)
33. "არც ეს პუბლიკაცია გვაძლევს ახალს არაფერს, აქ ჩამოთვლილი ვერსიებიც დიდი ხანია ცნობილია და არსებობს სხვა ვერსიებიც,,
არავინ და არაფერია დავიწყებული, დრო იტყვის თავის სათქმელს ." მუხა. 2011-12-20 02:5 არცერთ ვერსიაში არის დადანაშაულებული ის ძალა, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას ებრძოდა, ასე იყო იყო ილიას მკვლელობის შემთხვევაშიც, ამიტომაც, ფილიპე მახარაძეს საუკუნის განმავლობაში მთაწმინდაზე მივუჩინეთ განსასვენებელი.ორჯონიკიძის ძეგლებს ყვავილებით ვამკობდით. როცა ცრუ იდეალები ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ლიდერობით დაიმსხვრა,იგივე განმეორდა: ერთი მოკლეს მეორეს მკვლელის სახელს უვრცელებდნენ.ზვიადიც მოჰკლეს, გურამ შრაძეც.... ამ პუბლიკაციას ( თუნდაც ზერელეს), ჩემის მოკრძალებული აზრით, ის მიზანი აქვს, რომ ,როცა უფალი ხსნისთვის მოგივლენს ერს რჩეულს, ზერელე ,გულგრილი დამოკიდებულებით მტრის წისქვილზე არ უნდა დაასხა წყალი, მის გავრცელებულ ცილისმწამებლური ვერსიების თანამონაწილე კიარ უნდა გახდე, უნდა დაუპირისპირო საღი აზრი და ... "არც ეს პუბლიკაცია გვაძლევს ახალს არაფერს, აქ ჩამოთვლილი ვერსიებიც დიდი ხანია ცნობილია და არსებობს სხვა ვერსიებიც,,
არავინ და არაფერია დავიწყებული, დრო იტყვის თავის სათქმელს ." მუხა. 2011-12-20 02:5 არცერთ ვერსიაში არის დადანაშაულებული ის ძალა, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას ებრძოდა, ასე იყო იყო ილიას მკვლელობის შემთხვევაშიც, ამიტომაც, ფილიპე მახარაძეს საუკუნის განმავლობაში მთაწმინდაზე მივუჩინეთ განსასვენებელი.ორჯონიკიძის ძეგლებს ყვავილებით ვამკობდით. როცა ცრუ იდეალები ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ლიდერობით დაიმსხვრა,იგივე განმეორდა: ერთი მოკლეს მეორეს მკვლელის სახელს უვრცელებდნენ.ზვიადიც მოჰკლეს, გურამ შრაძეც.... ამ პუბლიკაციას ( თუნდაც ზერელეს), ჩემის მოკრძალებული აზრით, ის მიზანი აქვს, რომ ,როცა უფალი ხსნისთვის მოგივლენს ერს რჩეულს, ზერელე ,გულგრილი დამოკიდებულებით მტრის წისქვილზე არ უნდა დაასხა წყალი, მის გავრცელებულ ცილისმწამებლური ვერსიების თანამონაწილე კიარ უნდა გახდე, უნდა დაუპირისპირო საღი აზრი და ...
32. სად გაქრა ივანე მაჩაბელი? საინტერესო კითხვა და ყველა დროში აქტუალურია ,თუმცა ვინ არის პასუხის გამცემი? არც არავინ! არც ეს პუბლიკაცია გვაძლევს ახალს არაფერს, აქ ჩამოთვლილი ვერსიებიც დიდი ხანია ცნობილია და არსებობს სხვა ვერსიებიც,, ამაწინათ ინტერნეტში, ( არ მახსოვს, რომელ საიტზე) ვრცელი პუბლიკაცია იდო ივანე მაჩაბელის ცხოვრება-მოღვაწეობაზე და გაუჩინარების ვერსიებზე, სად გაქრა ივანე მაჩაბელი? -ეს რთული თემაა , შთაბეჭდილება მრჩება ავტორი (მაპატიოს ქალბატონმა კრავაიმ ) ზერელედ , მოკლედ შეეხო ამ თემას , არავინ და არაფერია დავიწყებული, დრო იტყვის თავის სათქმელს ავტორს მადლობა ამ მცირე პუბლიკაციისთვის!
სად გაქრა ივანე მაჩაბელი? საინტერესო კითხვა და ყველა დროში აქტუალურია ,თუმცა ვინ არის პასუხის გამცემი? არც არავინ! არც ეს პუბლიკაცია გვაძლევს ახალს არაფერს, აქ ჩამოთვლილი ვერსიებიც დიდი ხანია ცნობილია და არსებობს სხვა ვერსიებიც,, ამაწინათ ინტერნეტში, ( არ მახსოვს, რომელ საიტზე) ვრცელი პუბლიკაცია იდო ივანე მაჩაბელის ცხოვრება-მოღვაწეობაზე და გაუჩინარების ვერსიებზე, სად გაქრა ივანე მაჩაბელი? -ეს რთული თემაა , შთაბეჭდილება მრჩება ავტორი (მაპატიოს ქალბატონმა კრავაიმ ) ზერელედ , მოკლედ შეეხო ამ თემას , არავინ და არაფერია დავიწყებული, დრო იტყვის თავის სათქმელს ავტორს მადლობა ამ მცირე პუბლიკაციისთვის!
31. მე თუ მკითხავთ ძალიან საინტერესო და დროული თემაა ეს! და ასეთი დიდი ხალხის გახსენება ღირს და დროულია თუნდაც 500 ან ( რა მნიშვნელობა აქვს) წლის შემდეგ....
გაიხარეთ, ავტორო! მე თუ მკითხავთ ძალიან საინტერესო და დროული თემაა ეს! და ასეთი დიდი ხალხის გახსენება ღირს და დროულია თუნდაც 500 ან ( რა მნიშვნელობა აქვს) წლის შემდეგ....
გაიხარეთ, ავტორო!
30. ,,საქმე ის არის, რომ წერილში ახსნილი არგუმენტები ჩემთვისაც ცნობილია, მაგრამ ამ წერილში სიახლე "ის" არის, რომელიც პრინციპში არ კონკრეტდება...და თუ "ის" თან ახლდა სახლიდან შუაღამისას გასულ მაჩაბელს, ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ "კირის ქვაბი" რომელსაც აკაკი წერეთელის სახელს მიაწერდენენ, რეალური მკვლელობის ადგილია? ამ წერილში ეს დეტალი არ არის ნახსენები ...
დაისი. 2011-12-19 21:47:09
ძალიან გამახარეთ, ,,კირის ქვაბის"თემა რომ წამოწიეთ, აქ წერილის შემოკლებული ვარიანტი დავდე. და ვერ შევძელი ყველაფერი ჩამეტია, რასაც ვფიქრობ.
მკვლელობის ადგილად საკირეს მოვიაზრებ. ჩამონათვალში სხვა ვერსიებიც არის...
ვანო მაჩაბელის ბედი მე-20-ე საუკუნეშიც გაიზიარეს ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებმა, 21-შიც...ასე
იქნება,მანამ.....სანამ. ,,საქმე ის არის, რომ წერილში ახსნილი არგუმენტები ჩემთვისაც ცნობილია, მაგრამ ამ წერილში სიახლე "ის" არის, რომელიც პრინციპში არ კონკრეტდება...და თუ "ის" თან ახლდა სახლიდან შუაღამისას გასულ მაჩაბელს, ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ "კირის ქვაბი" რომელსაც აკაკი წერეთელის სახელს მიაწერდენენ, რეალური მკვლელობის ადგილია? ამ წერილში ეს დეტალი არ არის ნახსენები ...
დაისი. 2011-12-19 21:47:09
ძალიან გამახარეთ, ,,კირის ქვაბის"თემა რომ წამოწიეთ, აქ წერილის შემოკლებული ვარიანტი დავდე. და ვერ შევძელი ყველაფერი ჩამეტია, რასაც ვფიქრობ.
მკვლელობის ადგილად საკირეს მოვიაზრებ. ჩამონათვალში სხვა ვერსიებიც არის...
ვანო მაჩაბელის ბედი მე-20-ე საუკუნეშიც გაიზიარეს ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებმა, 21-შიც...ასე
იქნება,მანამ.....სანამ.
29. ამ წერილის გამო შემოვედი აქ და უნდა ვთქვა, რომ ჟანრის შინაარს არა თუ შეეფერება, ამაზე ნაკლები არც უნდა იყოს. რაც ეხება, მის შინაარსს, ჩემთვის პირდად ივანე მაჩაბლის "გაქრობის" თემა ყოველთვის აქტუალურია და მუდამ ასე იქნება, ვიდრე ზუსტად არ გავიგებ, ვინ გააქრო იგი...დამკვეთიც მაინტერესებს და "ჩახმახზე თითის გამომკვრელიც". მაჩაბლებლის სიდიდის ადამიანების ბედი ყოველთვის ახდენდა ამ ქვეყნის ტრაგიკულობაზე გავლენას და ეს საკმარისია, რომ მსგავსი საკითხები პიროვნულად მაინტერესებდეს. საქმე ის არის, რომ წერილში ახსნილი არგუმენტები ჩემთვისაც ცნობილია, მაგრამ ამ წერილში სიახლე "ის" არის, რომელიც პრინციპში არ კონკრეტდება...და თუ "ის" თან ახლდა სახლიდან შუაღამისას გასულ მაჩაბელს, ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ "კირის ქვაბი" რომელსაც აკაკი წერეთელის სახელს მიაწერდენენ, რეალური მკვლელობის ადგილია? ამ წერილში ეს დეტალი არ არის ნახსენები ... ამ წერილის გამო შემოვედი აქ და უნდა ვთქვა, რომ ჟანრის შინაარს არა თუ შეეფერება, ამაზე ნაკლები არც უნდა იყოს. რაც ეხება, მის შინაარსს, ჩემთვის პირდად ივანე მაჩაბლის "გაქრობის" თემა ყოველთვის აქტუალურია და მუდამ ასე იქნება, ვიდრე ზუსტად არ გავიგებ, ვინ გააქრო იგი...დამკვეთიც მაინტერესებს და "ჩახმახზე თითის გამომკვრელიც". მაჩაბლებლის სიდიდის ადამიანების ბედი ყოველთვის ახდენდა ამ ქვეყნის ტრაგიკულობაზე გავლენას და ეს საკმარისია, რომ მსგავსი საკითხები პიროვნულად მაინტერესებდეს. საქმე ის არის, რომ წერილში ახსნილი არგუმენტები ჩემთვისაც ცნობილია, მაგრამ ამ წერილში სიახლე "ის" არის, რომელიც პრინციპში არ კონკრეტდება...და თუ "ის" თან ახლდა სახლიდან შუაღამისას გასულ მაჩაბელს, ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ "კირის ქვაბი" რომელსაც აკაკი წერეთელის სახელს მიაწერდენენ, რეალური მკვლელობის ადგილია? ამ წერილში ეს დეტალი არ არის ნახსენები ...
28. ძალიან საინტერესო და დამაჯერებელი ვერსიაა.
ძალიან საინტერესო და დამაჯერებელი ვერსიაა.
27. საინტერესო ნაწერია საინტერესო ნაწერია
26. საინტერესოც არის და აქტუალურიც!.. შესაძლოა, ზოგიერთისთვის არცთუ უცხო იყოს აქ მოყვანილი ფაქტები. ხედვა და პარალელებიც ყურადსაღები!
"...ერის პირქვე დამხობა გათახსირება, გაწყალება იქიდამ დაიწყება, როცა იგი თავისს ისტორიას ივიწყებს, როცა მას ხსოვნა ეკარგება თავისის წარსულისა, თავისის ყოფილის ცხოვრებისა, დავიწყება ისტორიისა, თავისის წარსულისა და ყოფილის ცხოვრების აღმოფხვრა ხსოვნისაგან – მომასწავებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა, დარღვევისა და მთლად წარწყმედისაცა. წარსული – მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო – მომავლისა. ეს სამი სხვადასხვა ხანა, სხვადასხვა ჟამი ერის ცხოვრებისა ისეა ერთმანეთზედ გადაბმული, რომ ერთი უმეოროდ წარმოუდგენელი, გაუგებარი და გამოუცნობია. ამიტომაც არის ნათქვამი ერთის ბრძნისაგან, რომ აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მერმისისაო. ეს სამთა ჟამთა ერთმანეთზედ დამოკიდებულება კანონია ისეთივე შეურყეველი და გარდაუვალი, როგორც ყოველივე ბუნებრივი კანონი" (ილია ჭავჭავაძე) საინტერესოც არის და აქტუალურიც!.. შესაძლოა, ზოგიერთისთვის არცთუ უცხო იყოს აქ მოყვანილი ფაქტები. ხედვა და პარალელებიც ყურადსაღები!
"...ერის პირქვე დამხობა გათახსირება, გაწყალება იქიდამ დაიწყება, როცა იგი თავისს ისტორიას ივიწყებს, როცა მას ხსოვნა ეკარგება თავისის წარსულისა, თავისის ყოფილის ცხოვრებისა, დავიწყება ისტორიისა, თავისის წარსულისა და ყოფილის ცხოვრების აღმოფხვრა ხსოვნისაგან – მომასწავებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა, დარღვევისა და მთლად წარწყმედისაცა. წარსული – მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო – მომავლისა. ეს სამი სხვადასხვა ხანა, სხვადასხვა ჟამი ერის ცხოვრებისა ისეა ერთმანეთზედ გადაბმული, რომ ერთი უმეოროდ წარმოუდგენელი, გაუგებარი და გამოუცნობია. ამიტომაც არის ნათქვამი ერთის ბრძნისაგან, რომ აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მერმისისაო. ეს სამთა ჟამთა ერთმანეთზედ დამოკიდებულება კანონია ისეთივე შეურყეველი და გარდაუვალი, როგორც ყოველივე ბუნებრივი კანონი" (ილია ჭავჭავაძე)
25. საინტერესო პუბლიკაციაა და მომეწონა........
გაიხარე ავტორო........
საქართველოს წარსული უნდა იცოდე აწმყოს, რომ შეხედო და მომავალი განსაზღვრო.........
საინტერესო პუბლიკაციაა და მომეწონა........
გაიხარე ავტორო........
საქართველოს წარსული უნდა იცოდე აწმყოს, რომ შეხედო და მომავალი განსაზღვრო.........
24. ბექა ძმაო...ასე თუ არ ვქექეთ ჩვენი სახელოვანი ხალხი და არ გავიგეთ ვინ ვინ იყო...შენ რა გგონია შენ მოგიძიებს მერე ვინმე? ბექა ძმაო...ასე თუ არ ვქექეთ ჩვენი სახელოვანი ხალხი და არ გავიგეთ ვინ ვინ იყო...შენ რა გგონია შენ მოგიძიებს მერე ვინმე?
23. არ ვიცი რა სჭირს ამ კომპიუტერს, არც კორექტურა კეთდება, არც იშლება. ასოებს და სიტყვებს ყლაპავს. მაპატიე, კრავაი. :)
არ ვიცი რა სჭირს ამ კომპიუტერს, არც კორექტურა კეთდება, არც იშლება. ასოებს და სიტყვებს ყლაპავს. მაპატიე, კრავაი. :)
22. ბა. ასევე სიამოვნებით დავიჯერებდი რუსეთის იმპერაკრავაი, ძალიან მომეწონა პუბლიკაცია. აქვე იმასაც ვიტყოდი,ისტორია ერის ბიოგრაფიაა და ტყუილ-მართლის გარჩევა, რაღაცნაირად, მონანიებასაც ჰგავს. დიდი პარტიოტობაზე თავს არ დავდებ, ჩემზე დიდი პატრიოტები იყვნენ და არიან, მაგრამ,პათეტიკაშიც ნუ ჩამომართმევთ და ტვირთი იყო ჩემთვის, როგორც ქართველისთვის აკაკი წერეთლის დანაშაულის დაჯერება . ისტორია,იგივეა როგორც სახლისათვის ფუნდამენტი, რაც უფრო ცუდი ფუნდამენტია, სახლის დანგრევის გაცილებით მეტი შანსი გვაქვს.
დიდი მადლობა ამ პუბლიკაციისათვის. :)
პატივისცემით: ტენდი ბა. ასევე სიამოვნებით დავიჯერებდი რუსეთის იმპერაკრავაი, ძალიან მომეწონა პუბლიკაცია. აქვე იმასაც ვიტყოდი,ისტორია ერის ბიოგრაფიაა და ტყუილ-მართლის გარჩევა, რაღაცნაირად, მონანიებასაც ჰგავს. დიდი პარტიოტობაზე თავს არ დავდებ, ჩემზე დიდი პატრიოტები იყვნენ და არიან, მაგრამ,პათეტიკაშიც ნუ ჩამომართმევთ და ტვირთი იყო ჩემთვის, როგორც ქართველისთვის აკაკი წერეთლის დანაშაულის დაჯერება . ისტორია,იგივეა როგორც სახლისათვის ფუნდამენტი, რაც უფრო ცუდი ფუნდამენტია, სახლის დანგრევის გაცილებით მეტი შანსი გვაქვს.
დიდი მადლობა ამ პუბლიკაციისათვის. :)
პატივისცემით: ტენდი
21. გარკვეული გაგებით, ბექაც მართალია, განა თავად ილიამ არ ბრძანა? -,, მოვიკლათ წარსულს დროებზე დარდი. ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს, ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადიო''. ესეც გავიხსენოთ ,,აწმყო შობილი წარსულისაგან ,არის მშობელი მომავალისა.'' საბოლოოდ ალბათ ოპტიმალური გზა ესაა: გვახსოვდეს წარსულის გაკვეთილები, გავაკეთოთ მართებული დასკვნები, რათა აწმყოში მზად ვიყოთ ახალი ამოცანებისათვის, აღარ გავიმეოროთ ძველი შეცდომები და უკეთ მოვემზადოთ მომავლისათვის.
გარკვეული გაგებით, ბექაც მართალია, განა თავად ილიამ არ ბრძანა? -,, მოვიკლათ წარსულს დროებზე დარდი. ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს, ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადიო``. ესეც გავიხსენოთ ,,აწმყო შობილი წარსულისაგან ,არის მშობელი მომავალისა.`` საბოლოოდ ალბათ ოპტიმალური გზა ესაა: გვახსოვდეს წარსულის გაკვეთილები, გავაკეთოთ მართებული დასკვნები, რათა აწმყოში მზად ვიყოთ ახალი ამოცანებისათვის, აღარ გავიმეოროთ ძველი შეცდომები და უკეთ მოვემზადოთ მომავლისათვის.
20. პირადად ჩემთვის ძალიან საინტერესო სტატია იყო...5 ჩემი აზრით, სიმართლის კვლევა, ყოველ დროს გამართლებულია...:) პირადად ჩემთვის ძალიან საინტერესო სტატია იყო...5 ჩემი აზრით, სიმართლის კვლევა, ყოველ დროს გამართლებულია...:)
19. ვახ, ხომ ვიცოდი არადა რომ ანტირეკლამა ყველაზე კარგი რეკლამაა :D რა მინდოდა, არადა არც ვაპირებდი რამეს რომ არ გამომკიდებოდნენ. უბრალოდ ვითხოვე ზედმეტად ადამიანურად როგორც ჩანს, პასუხი მიმეღო, იმ კომპეტენტური პირისგან ვისაც ესმის ვინ იყო მაჩაბელი, რა საქმე უკეთებია და ა.შ. მაგრამ ვიღაც ადგა და ირონიულად გამომეხმაურა. ნამდვილად არ ვუჩივი არც განათლებას და არც ქვეყნის სიყვარულს, მაგრამ წარსულში ამდენი ქექვა ჩემთვის მოსაბეზრებელია, არ დაივიწყო ერთია და გამოიკვლიო მეორე. ამიტომ არის რა, მართალია ის ადამიანი, რომ მეუბნება ისტორია მეცნიერების გარდა ყველაფერიაო. მე ვთქვი და ახლაც ვამბობ, მირჩევნია დღევანდელ მოვლენებზე, ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის ბევრად მნიშვნელოვან საუკუნეში რომ მიმდინარეობს იმაზე კითხვით ვხარჯო დრო. ამ წარსულში ქექვის გამოა, ვერაფრით რომ ვერ მივდივართ წინ, კუს ნაბიჯებითაც კი, ერთგვარი მარაზმი ხდება ეს უკვე, ან მცდელობაა ავტორისგან იმისა, რომ საზოგადოებაზე შთაბეჭდილება მოახდინოს, მე მახსოვს, ჰოი და რაღაც ასეთი. მე არაფერი არ მითქვამს დაუფიქრებლად და უსაფუძვლოდ, ვინმეს ჩემზე რამე აზრი თუ შეექმნა, შეარგოს ღმერთმა, ნამდვილად არ მადარდებს. ახლა რაც შეეხება საცთურ შოუებს და პროპაგანდებს, მე ცოტა არ იყოს მეცინება როდესაც ასე ეძახიან, რადგანაც ეს ყველაფერი იმდენად მდარე დონისაა, რომ თავისივე დონის მსმენელ-მაყურებელზე თუ იმოქმედებს, ასე რომ მეტი დაკვირვება გვმართებს აღნიშნულ საკითხთან ან სრული იგნორი. არ მინდა ზედმეტი ლაპარაკი, თუმცა ასე გამოდის, მე თემის გარშემო ვკამათობ და მსგავსი შეპარული დარიგებებით გაკეთებული კომენტარები არ არის საჭირო, ანუ ნუ ტრიალებთ ჩემს ირგვლივ, მიხედეთ თქვენს წაკითხულს და გააზრებულს, დანარჩენს მე და ავტორი მოვადგამთ თავს როგორმე :) თან თავში მივარდება უკვე ამხელა ყურადღებისგან, ოჰოჰოი :)
ვახ, ხომ ვიცოდი არადა რომ ანტირეკლამა ყველაზე კარგი რეკლამაა :D რა მინდოდა, არადა არც ვაპირებდი რამეს რომ არ გამომკიდებოდნენ. უბრალოდ ვითხოვე ზედმეტად ადამიანურად როგორც ჩანს, პასუხი მიმეღო, იმ კომპეტენტური პირისგან ვისაც ესმის ვინ იყო მაჩაბელი, რა საქმე უკეთებია და ა.შ. მაგრამ ვიღაც ადგა და ირონიულად გამომეხმაურა. ნამდვილად არ ვუჩივი არც განათლებას და არც ქვეყნის სიყვარულს, მაგრამ წარსულში ამდენი ქექვა ჩემთვის მოსაბეზრებელია, არ დაივიწყო ერთია და გამოიკვლიო მეორე. ამიტომ არის რა, მართალია ის ადამიანი, რომ მეუბნება ისტორია მეცნიერების გარდა ყველაფერიაო. მე ვთქვი და ახლაც ვამბობ, მირჩევნია დღევანდელ მოვლენებზე, ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის ბევრად მნიშვნელოვან საუკუნეში რომ მიმდინარეობს იმაზე კითხვით ვხარჯო დრო. ამ წარსულში ქექვის გამოა, ვერაფრით რომ ვერ მივდივართ წინ, კუს ნაბიჯებითაც კი, ერთგვარი მარაზმი ხდება ეს უკვე, ან მცდელობაა ავტორისგან იმისა, რომ საზოგადოებაზე შთაბეჭდილება მოახდინოს, მე მახსოვს, ჰოი და რაღაც ასეთი. მე არაფერი არ მითქვამს დაუფიქრებლად და უსაფუძვლოდ, ვინმეს ჩემზე რამე აზრი თუ შეექმნა, შეარგოს ღმერთმა, ნამდვილად არ მადარდებს. ახლა რაც შეეხება საცთურ შოუებს და პროპაგანდებს, მე ცოტა არ იყოს მეცინება როდესაც ასე ეძახიან, რადგანაც ეს ყველაფერი იმდენად მდარე დონისაა, რომ თავისივე დონის მსმენელ-მაყურებელზე თუ იმოქმედებს, ასე რომ მეტი დაკვირვება გვმართებს აღნიშნულ საკითხთან ან სრული იგნორი. არ მინდა ზედმეტი ლაპარაკი, თუმცა ასე გამოდის, მე თემის გარშემო ვკამათობ და მსგავსი შეპარული დარიგებებით გაკეთებული კომენტარები არ არის საჭირო, ანუ ნუ ტრიალებთ ჩემს ირგვლივ, მიხედეთ თქვენს წაკითხულს და გააზრებულს, დანარჩენს მე და ავტორი მოვადგამთ თავს როგორმე :) თან თავში მივარდება უკვე ამხელა ყურადღებისგან, ოჰოჰოი :)
18. მადლობა, კრავაი ძვირფასო!
ჩვენ ქართველებად დავრჩებით, ვიდრე კვლავ მტკივნეულად გვაინტერესებს მაჩაბლის, ჭავჭავაძის, ყიფიანის, მაიკო ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, გურამიშვილის, დემნა უფლისწულის, სხვათა და სხვათა, ჩვენი ერის ღირსეულ შვილთა, თვით შეცდომილთა ამბავიც კი . და თუ წარსულის ხსოვნა არ უწერიათ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს, ვის რად უნდა ასეთი სახელმწიფო, სიმბოლური სახელით ,,საქართველო''. მადლობა, კრავაი ძვირფასო!
ჩვენ ქართველებად დავრჩებით, ვიდრე კვლავ მტკივნეულად გვაინტერესებს მაჩაბლის, ჭავჭავაძის, ყიფიანის, მაიკო ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, გურამიშვილის, დემნა უფლისწულის, სხვათა და სხვათა, ჩვენი ერის ღირსეულ შვილთა, თვით შეცდომილთა ამბავიც კი . და თუ წარსულის ხსოვნა არ უწერიათ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს, ვის რად უნდა ასეთი სახელმწიფო, სიმბოლური სახელით ,,საქართველო``.
17. ფრიად საინტერესო ინფორმაცია იყო, უფრო ღრმად თუ განიხილება ეს საკითხები, სიამოვნებით დავუბრუნდებოდი კიდევ ერთხელ ამ ნაწერს. ავტორს დიდი მადლობა ნაწერისთვის... თუმცა ოდნავ მეზერელა. ავტორის არგუმენტებმოკლებული, სუბიექტური აზრი დასასაბუთებლად საკმარისი ნამდვილად არ არის... ფრიად საინტერესო ინფორმაცია იყო, უფრო ღრმად თუ განიხილება ეს საკითხები, სიამოვნებით დავუბრუნდებოდი კიდევ ერთხელ ამ ნაწერს. ავტორს დიდი მადლობა ნაწერისთვის... თუმცა ოდნავ მეზერელა. ავტორის არგუმენტებმოკლებული, სუბიექტური აზრი დასასაბუთებლად საკმარისი ნამდვილად არ არის...
16. 13.,, საინტერესო მასალაა, მითუფრო, რომ ბევრმა ანი-ბანი არ იცის მაჩაბელის ბიოგრაფიის... ის, რაც დღეს შეიძლება სულაც არ ჩანდეს აქტუალურად, კეთდება მომავლისთვის და წარსულის დასალაგებლად...'' თორნიკე ჭელიძე. 2011-12-19 13:39:44
აკი,სულ ვამბობ, ათასი საცდური შოუ და უალტერნატივო პროპაგანდა ვერადავერ წაშლის ქართველ მოაზროვნე ახალგაზრდებში იმას ,რომ ,,აწყმო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა'.
მიხარია, თორნიკე, სხვაგავარი არც წარმომედგინე!!!
,,უხილავი ძალა" ახერხებს, რომ ბექასნაირი კარგი თაობა წაგვგვაროს,
მაგრამ,ვიმედოვნებ, ეს დროებითია. 13.,, საინტერესო მასალაა, მითუფრო, რომ ბევრმა ანი-ბანი არ იცის მაჩაბელის ბიოგრაფიის... ის, რაც დღეს შეიძლება სულაც არ ჩანდეს აქტუალურად, კეთდება მომავლისთვის და წარსულის დასალაგებლად...`` თორნიკე ჭელიძე. 2011-12-19 13:39:44
აკი,სულ ვამბობ, ათასი საცდური შოუ და უალტერნატივო პროპაგანდა ვერადავერ წაშლის ქართველ მოაზროვნე ახალგაზრდებში იმას ,რომ ,,აწყმო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა`.
მიხარია, თორნიკე, სხვაგავარი არც წარმომედგინე!!!
,,უხილავი ძალა" ახერხებს, რომ ბექასნაირი კარგი თაობა წაგვგვაროს,
მაგრამ,ვიმედოვნებ, ეს დროებითია.
15. 2. მოდი დავსვათ შეკითხვა:
რამდენად არის მნიშვნელოვანი ეს ამბავი საქართველოსთვის, დღევანდელ რეალობაში. ამ კითხვაზე თუ პასუხს გამცემთ, მზად ვარ გადავხედო ამ ნაწერს.
ნუ კარგი იქნება თუ ავტორი ზერელედ და აგდებით არ მიუდგება ამ ჩემს კომენტარს, ძალიან სერიოზული ვარ და ამიტომ. ბექა ეშელონი. 2011-12-19 02:06:26
ჩავთვალე, რომ ბექა ხუმრობდა... 2. მოდი დავსვათ შეკითხვა:
რამდენად არის მნიშვნელოვანი ეს ამბავი საქართველოსთვის, დღევანდელ რეალობაში. ამ კითხვაზე თუ პასუხს გამცემთ, მზად ვარ გადავხედო ამ ნაწერს.
ნუ კარგი იქნება თუ ავტორი ზერელედ და აგდებით არ მიუდგება ამ ჩემს კომენტარს, ძალიან სერიოზული ვარ და ამიტომ. ბექა ეშელონი. 2011-12-19 02:06:26
ჩავთვალე, რომ ბექა ხუმრობდა...
14. 1. ნუ მეც ზედაპირულად ვიცი ეს საკითხი და ღრმად არ ვარ ჩახედული. ლიტერატურულად უფრო გამართულადაც შეიძლებოდა ამის დაწერა . პს კარგი თემაა პუბლიცისტიკისატვის.უფრო ღრმად და ``მასალების``ნახვით და კარგი ლიტერატურული ჯურნალი სიამოვნებით დაბეჭდავს ლალი. 2011-12-19 01:49:03
ლალის მადლობა. მართლაც ზედაპირულად მოვხაზე,აქ, რადგან გავითვალისწინე ფორმატის სიმცირე, ჟურნალისთვის ვეპირები, უფრო ღრმად და შედარებით გამართულად. 1. ნუ მეც ზედაპირულად ვიცი ეს საკითხი და ღრმად არ ვარ ჩახედული. ლიტერატურულად უფრო გამართულადაც შეიძლებოდა ამის დაწერა . პს კარგი თემაა პუბლიცისტიკისატვის.უფრო ღრმად და ``მასალების``ნახვით და კარგი ლიტერატურული ჯურნალი სიამოვნებით დაბეჭდავს ლალი. 2011-12-19 01:49:03
ლალის მადლობა. მართლაც ზედაპირულად მოვხაზე,აქ, რადგან გავითვალისწინე ფორმატის სიმცირე, ჟურნალისთვის ვეპირები, უფრო ღრმად და შედარებით გამართულად.
13. საინტერესო მასალაა, მითუფრო, რომ ბევრმა ანი-ბანი არ იცის მაჩაბელის ბიოგრაფიის...
ბექა ეშელონი, ძალიან ცუდად მიუდექი საკითხს პირველი შენი კომენტარით... ”თანამედროვე საქართველოსთვის” საინტერესო საკითხი.... ზოგადად არცერთი ერისთვის არ არის თანამედროვეობაში საინტერესო ის, რაც მართლა უნდა იწვევდეს ინტერესს... და თუ კი რაიმე ძველი თემა წინ წამოიწევა, ეს ხშირად ხდებოდა და ხდება პოლიტიკურ-იდეოლოგიური მოტივით... მაგალითად, საბჭოთა კავშირის დროს ის თემები იყო წამოწეული, რაც მაშინ იყო საჭირო, 90 იან წლებში - ის, რაც მაშინ სჭირდებოდათ... აქ საკითხი კრებითად კი არ უნდა განავრცო, მთავარია, რა აინტერესებს თანამედროვე საქართველოს მოაზროვნე, ინტერესიან მოქალაქეს... თორემ ახლა ამ ჩვენს დროებაში, თუ თანადროებაში, დამერწმუნე, შეიძლება ყველაზე აქტუალური იყოს სად გაიმართელა საახალწლო კონცერტი და ხუან იგლესისასს, თავისი შვილის მსგავსად აკოცებს თუ არა ვინმე ქართველი კეკელა...
ის, რაც დღეს შეიძლება სულაც არ ჩანდეს აქტუალურად, კეთდება მომავლისთვის და წარსულის დასალაგებლად...
ახლა, მაჩაბელს რაც შეეხება, ჩემი მოკრძალებული და უსაფუძვლო აზრით, არც ის ისე ნახეს მცხეთაში, თუ გემზე, როგორც გოგოლის ”შინელის” გმირს ხედავდნენ სიკვდილის მერე ქუჩებში, ღამით... ასეთი ადამიანი ერთი ხელაღებით, რომც მოესურვებინა, ვერ ჩამოშორდებოდა საზოგადო ცხოვრებას, მაშინდელ სამოქალაქო საზოგადოებას. არც ის იქნება სწორი, ალბათ, რომ სადმე ტაძარში წასულიყო, ბერად შემდგარიყო (ამ შემთხვევაში საეკლესიო საბუთები იქნებოდა ამის)... ეგ ალბათ იყო მკვლელობა, ათასჯერ გაზომილი და ერთხელ კარგად მოჭრილი... კარგადაც არის აქ დიმიტრი ყიფიანი ნახსები... და ალბათ ყველამ იცის, როგორ მოკლეს ყიფიანი... მერე ილიას დროც დადგა... აკაკისაც მოკლავდნენ, მაგრამ აღარ იყო ხელის გასვრა საჭირო, იმიტომ, რომ აკაკის, იმის მაგივრად, რომ ასთი დიდი მკვლელობების სიბნელე შუქზე გამოეტანა მაშინ, როგორც დასმული საკითხი, წერეთელი რედაქტორობდა (თუ არ ვცდები) ”ეშმაკის ჩანგალს” თუ ”ეშმაკის მახვილს” და იქ კიდევ იმის მეტს, რომ პაოლო იაშვილის კარიკატურები ეხატათ, ბევრს არც რამეს აკეთებდნენ...
ასევე უტოპიური სისულელეა 1898 წელს, უკვე მოხუც აკაკი წერეთელს ყმაწვილბიჭური სიყვარულის გამო მაჩაბლის მკვლელობა შეეკვეთა... თავი რომ გავანებოთ აკაკის კეთილ პიროვნებას...
დანარჩენი კი - საკვირველ არიან გზანი შენნიო, ეგრეა აქ...
საინტერესო მასალაა, მითუფრო, რომ ბევრმა ანი-ბანი არ იცის მაჩაბელის ბიოგრაფიის...
ბექა ეშელონი, ძალიან ცუდად მიუდექი საკითხს პირველი შენი კომენტარით... ”თანამედროვე საქართველოსთვის” საინტერესო საკითხი.... ზოგადად არცერთი ერისთვის არ არის თანამედროვეობაში საინტერესო ის, რაც მართლა უნდა იწვევდეს ინტერესს... და თუ კი რაიმე ძველი თემა წინ წამოიწევა, ეს ხშირად ხდებოდა და ხდება პოლიტიკურ-იდეოლოგიური მოტივით... მაგალითად, საბჭოთა კავშირის დროს ის თემები იყო წამოწეული, რაც მაშინ იყო საჭირო, 90 იან წლებში - ის, რაც მაშინ სჭირდებოდათ... აქ საკითხი კრებითად კი არ უნდა განავრცო, მთავარია, რა აინტერესებს თანამედროვე საქართველოს მოაზროვნე, ინტერესიან მოქალაქეს... თორემ ახლა ამ ჩვენს დროებაში, თუ თანადროებაში, დამერწმუნე, შეიძლება ყველაზე აქტუალური იყოს სად გაიმართელა საახალწლო კონცერტი და ხუან იგლესისასს, თავისი შვილის მსგავსად აკოცებს თუ არა ვინმე ქართველი კეკელა...
ის, რაც დღეს შეიძლება სულაც არ ჩანდეს აქტუალურად, კეთდება მომავლისთვის და წარსულის დასალაგებლად...
ახლა, მაჩაბელს რაც შეეხება, ჩემი მოკრძალებული და უსაფუძვლო აზრით, არც ის ისე ნახეს მცხეთაში, თუ გემზე, როგორც გოგოლის ”შინელის” გმირს ხედავდნენ სიკვდილის მერე ქუჩებში, ღამით... ასეთი ადამიანი ერთი ხელაღებით, რომც მოესურვებინა, ვერ ჩამოშორდებოდა საზოგადო ცხოვრებას, მაშინდელ სამოქალაქო საზოგადოებას. არც ის იქნება სწორი, ალბათ, რომ სადმე ტაძარში წასულიყო, ბერად შემდგარიყო (ამ შემთხვევაში საეკლესიო საბუთები იქნებოდა ამის)... ეგ ალბათ იყო მკვლელობა, ათასჯერ გაზომილი და ერთხელ კარგად მოჭრილი... კარგადაც არის აქ დიმიტრი ყიფიანი ნახსები... და ალბათ ყველამ იცის, როგორ მოკლეს ყიფიანი... მერე ილიას დროც დადგა... აკაკისაც მოკლავდნენ, მაგრამ აღარ იყო ხელის გასვრა საჭირო, იმიტომ, რომ აკაკის, იმის მაგივრად, რომ ასთი დიდი მკვლელობების სიბნელე შუქზე გამოეტანა მაშინ, როგორც დასმული საკითხი, წერეთელი რედაქტორობდა (თუ არ ვცდები) ”ეშმაკის ჩანგალს” თუ ”ეშმაკის მახვილს” და იქ კიდევ იმის მეტს, რომ პაოლო იაშვილის კარიკატურები ეხატათ, ბევრს არც რამეს აკეთებდნენ...
ასევე უტოპიური სისულელეა 1898 წელს, უკვე მოხუც აკაკი წერეთელს ყმაწვილბიჭური სიყვარულის გამო მაჩაბლის მკვლელობა შეეკვეთა... თავი რომ გავანებოთ აკაკის კეთილ პიროვნებას...
დანარჩენი კი - საკვირველ არიან გზანი შენნიო, ეგრეა აქ...
12. ივანე მაჩაბელი
იქნებ მტვართან დასცდა ფეხი, ვინ იცის, როცა მთვარე ქართლის მთა-ველს ქარგავდა, რა ჯანდაბამ დააძინა თბილისი, არ იცოდა, რა დიდებას ჰკარგავდა. თუ მთაწმინდამ დაიშურა ნიავი, ვერ უკოცნა შუბლი დასადაფნავი, რა ყოფილა ბედი ოხერტიალი - არ აღირსა სამშობლოში საფლავი! იქნებ ღამით ქართლის მთებიც კვნესოდენ, როცა თვალი გასაქცევად ეჭირა, რად უყვარდა საქართველო ესოდენ - გოჯ მიწაშიც ქართველს არ შეეცილა... ... და მამულის შეკრთა მიწა - მტკივანი, მისი ხვედრი მწარე სევდად დარჩა ერს, საქართველო და მთაწმინდის ნიავი - დღესაც ეძებს კვალდაკარგულ მაჩაბელს...
თემურ ჩალაბაშვილი
ივანე მაჩაბელი
იქნებ მტვართან დასცდა ფეხი, ვინ იცის, როცა მთვარე ქართლის მთა-ველს ქარგავდა, რა ჯანდაბამ დააძინა თბილისი, არ იცოდა, რა დიდებას ჰკარგავდა. თუ მთაწმინდამ დაიშურა ნიავი, ვერ უკოცნა შუბლი დასადაფნავი, რა ყოფილა ბედი ოხერტიალი - არ აღირსა სამშობლოში საფლავი! იქნებ ღამით ქართლის მთებიც კვნესოდენ, როცა თვალი გასაქცევად ეჭირა, რად უყვარდა საქართველო ესოდენ - გოჯ მიწაშიც ქართველს არ შეეცილა... ... და მამულის შეკრთა მიწა - მტკივანი, მისი ხვედრი მწარე სევდად დარჩა ერს, საქართველო და მთაწმინდის ნიავი - დღესაც ეძებს კვალდაკარგულ მაჩაბელს...
თემურ ჩალაბაშვილი
11. საინტერესოა...
მე სულ მანტერესებდა ამ პიროვნების ამბავი...ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში და ისედაც 19 საუკუნეში... საინტერესოა...
მე სულ მანტერესებდა ამ პიროვნების ამბავი...ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში და ისედაც 19 საუკუნეში...
10. 2. (სამწუხაროდ მეტის უფლება ჯერ არ მაქვს). საინტერესო ვერსიაა. რაც შეეხება მე-19 საუკუნის მნიშვნელობას, ეს საუკუნე იმდენად არის აქტუალური რამდენადაც, საერთოდ ისტორიაა აქტუალური ერისთვის. 2. (სამწუხაროდ მეტის უფლება ჯერ არ მაქვს). საინტერესო ვერსიაა. რაც შეეხება მე-19 საუკუნის მნიშვნელობას, ეს საუკუნე იმდენად არის აქტუალური რამდენადაც, საერთოდ ისტორიაა აქტუალური ერისთვის.
9. :D ნათია და ბექა უნდა გავაშველოთ, ნაწერს ხვალ ჩავუჯდები:D :D ნათია და ბექა უნდა გავაშველოთ, ნაწერს ხვალ ჩავუჯდები:D
8. ყველაფერთან ერთად, ძუნწიც ყოფილხართთთთ თქვენ,ბექა. 5 ქულა დაენანა, პუბლიკაციის წაკითხვა დაეზარა. ანუ,თქვენი ამპლუა "დონეების" განაწილება ყოფილა.
ისე, ერთი სული მქონდა, როდის გადაგეკიდებოდითთთთთთ.
ის თუ ხარ, ვინც მე მგონია _ თვალით არ დამენახვები. :))
ნანებში სწრაფად!
ყველაფერთან ერთად, ძუნწიც ყოფილხართთთთ თქვენ,ბექა. 5 ქულა დაენანა, პუბლიკაციის წაკითხვა დაეზარა. ანუ,თქვენი ამპლუა "დონეების" განაწილება ყოფილა.
ისე, ერთი სული მქონდა, როდის გადაგეკიდებოდითთთთთთ.
ის თუ ხარ, ვინც მე მგონია _ თვალით არ დამენახვები. :))
ნანებში სწრაფად!
7. :დ ალალად გეუბნები, მაგრად არ მაინტერესებს ვინ ხარ(თ), საიდან ხარ(თ), ავტორისთვის ვინმე ხარ(თ) თუ არა :)) ჩემსა და მის ურთიერთობაში ნუ ერევი(თ) გიცნობ(თ)? მიცნობ(თ)? თუ გადამეკიდე(თ)? :დ ბიჭოლასაც და მთელ მის უინტერესო საზოგადოებას ენაცვალოს შალვას ინგლისური, მე პირადად მაგრად არ მადარდებენ, თუ თქვენთვის გინდათ კი ბატონო. მშვიდობაში მოგახმაროთ მაჩაბელი ქბ. ნათიავ. აქ მე 5 ქულის დახრჯვა აწი დამეზარება, ჰოდა ავტორმაც და თქვენც, აბა თქვენ იცით, ვის დააკლდება მე თუ არ წავიკითხავ, ღმერთმანი, რა დაბალ დონეს არ წააწყდება ხოლმე კაცი, ლიტ საიტზე მოღვაწეობის ჟამს :დ მოღვაწეობის ეს ისე რომ იხუმროს მეტად ანცმა ჩემს კომენტარზე გამომხმაურებელმა :დ აბა ჰე. პლიუს ორიც დავწერე ისე :)) :დ ალალად გეუბნები, მაგრად არ მაინტერესებს ვინ ხარ(თ), საიდან ხარ(თ), ავტორისთვის ვინმე ხარ(თ) თუ არა :)) ჩემსა და მის ურთიერთობაში ნუ ერევი(თ) გიცნობ(თ)? მიცნობ(თ)? თუ გადამეკიდე(თ)? :დ ბიჭოლასაც და მთელ მის უინტერესო საზოგადოებას ენაცვალოს შალვას ინგლისური, მე პირადად მაგრად არ მადარდებენ, თუ თქვენთვის გინდათ კი ბატონო. მშვიდობაში მოგახმაროთ მაჩაბელი ქბ. ნათიავ. აქ მე 5 ქულის დახრჯვა აწი დამეზარება, ჰოდა ავტორმაც და თქვენც, აბა თქვენ იცით, ვის დააკლდება მე თუ არ წავიკითხავ, ღმერთმანი, რა დაბალ დონეს არ წააწყდება ხოლმე კაცი, ლიტ საიტზე მოღვაწეობის ჟამს :დ მოღვაწეობის ეს ისე რომ იხუმროს მეტად ანცმა ჩემს კომენტარზე გამომხმაურებელმა :დ აბა ჰე. პლიუს ორიც დავწერე ისე :))
6. ამდენი "დიდაქტიკური" ხასიათის სიტყვათა ფრქვევას, წაგეკითხათთთთთთთ ნაწერი, ნამდვილად ჯობდა. :)
ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთთთთთთ "კარუსელები".
რამდენად არამკითხე ვარ კიდევ, დამსწრე საზოგადოებას მოეხსენება აქ. :)
არ აღმზარდა აქ უცებ?! :)
კრავაი, შეცდით XXI ში ბიჭოლაზე უნდა წეროთ :)) :დ
"მაჩაბელზე, წასულ, ძალიან არააქტუალურ საუკუნეში მოღვაწე პირზე. რომლის შესახებ ინფორმაციის ცოდნა არაფრით აღემატება მნიშვნელობით, ამ ინფორმაციის არ ცოდნას," _ აი, თუ არა :)) :დ
ამდენი "დიდაქტიკური" ხასიათის სიტყვათა ფრქვევას, წაგეკითხათთთთთთთ ნაწერი, ნამდვილად ჯობდა. :)
ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთთთთთთ "კარუსელები".
რამდენად არამკითხე ვარ კიდევ, დამსწრე საზოგადოებას მოეხსენება აქ. :)
არ აღმზარდა აქ უცებ?! :)
კრავაი, შეცდით XXI ში ბიჭოლაზე უნდა წეროთ :)) :დ
"მაჩაბელზე, წასულ, ძალიან არააქტუალურ საუკუნეში მოღვაწე პირზე. რომლის შესახებ ინფორმაციის ცოდნა არაფრით აღემატება მნიშვნელობით, ამ ინფორმაციის არ ცოდნას," _ აი, თუ არა :)) :დ
5. :))))) მე ვთვლი რომ შესანიშნავი ნამუშევარია, პირადად ბევრი რამ გავიგე ამ ნაწერიდან. ავტორის შრომას დავაფასებ +2-ით :))))) მე ვთვლი რომ შესანიშნავი ნამუშევარია, პირადად ბევრი რამ გავიგე ამ ნაწერიდან. ავტორის შრომას დავაფასებ +2-ით
4. საოცრად არაადეკვატური და დაუმსახურებელი კომენტარი წავიკითხე ახლა მე დაბლა. უსაფუძვლო ნამეტნავად.
მე უბრალოდ ვიკითხე რამდენად არის ეს საჭირო ჩემთვის XXI საუკუნეში, რა შეიძლება მე ამან მომცეს, რა შეუძლია ამას საზოგადოებას მისცეს, რას მისცემს მკითხველს? ზოგად განათლებას?
მართალი ხარ, მირჩევნია ვიკითხო დღევანდელ კარუსელებზე, საქმის ყურში მაინც ვიქნები, რა ხდება ჩემს ქვეყანაში, თუნდაც უმნიშვნელო, მაგრამ ჩემმს დღევანდელობაში ვიდრე მაჩაბელზე, წასულ, ძალიან არააქტუალურ საუკუნეში მოღვაწე პირზე. რომლის შესახებ ინფორმაციის ცოდნა არაფრით აღემატება მნიშვნელობით, ამ ინფორმაციის არ ცოდნას, თუ ასე არ არის და მე ვცდები, ავტორმა გამცეს პასუხი და ვირაც არამკითხე მოამბე ნუ ჩაერევა ჩვენს დიალოგში.
რას წავიკითხავ მე და რას არა, მხოლოდ ჩემი საქმეა, ეჭვი მეპარება იმაში, რომ მრჩეველობისთვის - კომპეტენტურ პირად მიმაჩნდეთ.
და კიდევ, ელემენტარული ზრდილობაა, ზმნას, როცა მომმართავთ -თ მიუწეროთ ბოლოში.
ავტორი თუ არ იდარდებს, ეს მისი პლიუსი ნამდვილად არ იქნება.
საოცრად არაადეკვატური და დაუმსახურებელი კომენტარი წავიკითხე ახლა მე დაბლა. უსაფუძვლო ნამეტნავად.
მე უბრალოდ ვიკითხე რამდენად არის ეს საჭირო ჩემთვის XXI საუკუნეში, რა შეიძლება მე ამან მომცეს, რა შეუძლია ამას საზოგადოებას მისცეს, რას მისცემს მკითხველს? ზოგად განათლებას?
მართალი ხარ, მირჩევნია ვიკითხო დღევანდელ კარუსელებზე, საქმის ყურში მაინც ვიქნები, რა ხდება ჩემს ქვეყანაში, თუნდაც უმნიშვნელო, მაგრამ ჩემმს დღევანდელობაში ვიდრე მაჩაბელზე, წასულ, ძალიან არააქტუალურ საუკუნეში მოღვაწე პირზე. რომლის შესახებ ინფორმაციის ცოდნა არაფრით აღემატება მნიშვნელობით, ამ ინფორმაციის არ ცოდნას, თუ ასე არ არის და მე ვცდები, ავტორმა გამცეს პასუხი და ვირაც არამკითხე მოამბე ნუ ჩაერევა ჩვენს დიალოგში.
რას წავიკითხავ მე და რას არა, მხოლოდ ჩემი საქმეა, ეჭვი მეპარება იმაში, რომ მრჩეველობისთვის - კომპეტენტურ პირად მიმაჩნდეთ.
და კიდევ, ელემენტარული ზრდილობაა, ზმნას, როცა მომმართავთ -თ მიუწეროთ ბოლოში.
ავტორი თუ არ იდარდებს, ეს მისი პლიუსი ნამდვილად არ იქნება.
3. სულ ნუ გადახედავ, ბექა. არ მგონია ავტორმა იდარდოს :) პუბლიცისტიკა, როგორც ასეთი ,საერთოდ ხომ არ "გავანდგუროთ" ?! :) მნიშვნელოვანი კარუსელების გახსნა ხდება ეგერ და იმაზე თქვენ დაწერეთ.
სანამ გებრძვიან,სხვადასხვა ხერხით - მანამდეა მნიშვნელოვანი. :)
ჩემთვის საინტერესო და უცნობი ფაქტი აღმოვაჩინე ბევრი.
სულ ნუ გადახედავ, ბექა. არ მგონია ავტორმა იდარდოს :) პუბლიცისტიკა, როგორც ასეთი ,საერთოდ ხომ არ "გავანდგუროთ" ?! :) მნიშვნელოვანი კარუსელების გახსნა ხდება ეგერ და იმაზე თქვენ დაწერეთ.
სანამ გებრძვიან,სხვადასხვა ხერხით - მანამდეა მნიშვნელოვანი. :)
ჩემთვის საინტერესო და უცნობი ფაქტი აღმოვაჩინე ბევრი.
2. მოდი დავსვათ შეკითხვა:
რამდენად არის მნიშვნელოვანი ეს ამბავი საქართველოსთვის, დღევანდელ რეალობაში. ამ კითხვაზე თუ პასუხს გამცემთ, მზად ვარ გადავხედო ამ ნაწერს.
ნუ კარგი იქნება თუ ავტორი ზერელედ და აგდებით არ მიუდგება ამ ჩემს კომენტარს, ძალიან სერიოზული ვარ და ამიტომ. მოდი დავსვათ შეკითხვა:
რამდენად არის მნიშვნელოვანი ეს ამბავი საქართველოსთვის, დღევანდელ რეალობაში. ამ კითხვაზე თუ პასუხს გამცემთ, მზად ვარ გადავხედო ამ ნაწერს.
ნუ კარგი იქნება თუ ავტორი ზერელედ და აგდებით არ მიუდგება ამ ჩემს კომენტარს, ძალიან სერიოზული ვარ და ამიტომ.
1. ნუ მეც ზედაპირულად ვიცი ეს საკითხი და ღრმად არ ვარ ჩახედული. ლიტერატურულად უფრო გამართულადაც შეიძლებოდა ამის დაწერა . პს კარგი თემაა პუბლიცისტიკისატვის.უფრო ღრმად და ''მასალების''ნახვით და კარგი ლიტერატურული ჯურნალი სიამოვნებით დაბეჭდავს ნუ მეც ზედაპირულად ვიცი ეს საკითხი და ღრმად არ ვარ ჩახედული. ლიტერატურულად უფრო გამართულადაც შეიძლებოდა ამის დაწერა . პს კარგი თემაა პუბლიცისტიკისატვის.უფრო ღრმად და ``მასალების``ნახვით და კარგი ლიტერატურული ჯურნალი სიამოვნებით დაბეჭდავს
|
|
მონაცემები არ არის |
|
|