ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
25 დეკემბერი, 2011


რა ბედენაა! (პასუხის პასუხი გვანცა ბახუტაშვილს)

რა ბედენაა ბედისწერის ჩარხი, როდესაც
საგულდაგულოდ ვუნაწილებთ ერთმანეთს სითბოს,
აზვავებულებს მოვესწარით შემოდგომებსაც,
გაყინულ ხელებს ყოველ დილით (მიწყივ) მზე გვითბობს.
რა ბედენაა სიცივე და სიცივის ჭინკა,
როცა ერთმანეთს გულებს ვუთბობთ მთელი არსებით,
გვანც, შენი სახით მე ერთგული მეგობარი მყავს,
გწამდეს: ეს ჩემთვის საკმარისი არის სავსებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები