ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პოეზია
5 იანვარი, 2012


სამიდან ოთხში

მე მაფრთხობს ის, რომ ცხოვრება ცდილობს წამართვას წლები,
წამები, წვეთ-წვეთ,  წამებად, ცრემლად აქ, სადღაც  ჟონავს,
ის სიამაყეც_ მის გამო ვგონებ დავკარგე ბევრი,
კიდევ რა? კიდე, ეს, ხავსიანი ვნებების ხროვა.

...............................................................
განა ტკივილით ამისათვის მოვედი სამში?
ოთხში _მინდა რომ ფრთები მქონდეს, თუნდაც უჩინო,
განზომილებებს თითზე ვითვლი_ანი და ბანი
ვერ ვისწავლე... ვერ გამოვდექი ღირსი უფლისო!

- ამბობს ჩემი ხმა, შინაგანი, წივის და ყივის,
წრიალებს, ბორგავს, ცდილობს კედლებს უპოვოს ღრიჭო,
ცნობილია, რომ ძლიერსაც აქვს სუსტი წერტილი,
ზოგჯერ  ბრძენიც კი იტყვის, შეჰქმნის რამეს უნიჭოს.

მერე?
ჩვენ, ვისაც დედამიწის  გვქვია მდგმურები,
გვაფრთხობს ცხოვრება, უმისობა,  მაძღრებსაც გვშია,
ტკივილის?_არა, გვეშინია განსხეულების
დროის კადრები ტელეფირად გადმოგვიშლია.


პ.ს. ეძღვნება ყველას, ვინც ნაადრევად გადავიდა სამიდან ოთხში!
დავითს, ეკას, თემურის, ლიკას, ალეკოს, ზურას...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ფრესკაული ვულოცავთ დაბადების დღეს