ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პროზა
2 იანვარი, 2012


ერთი ღერი სიგარეტი

ერთი ღერი სიგარეტი...
ერთი ამოსუნთქვა...
ამოსუნთქვას ამოყოლილი სითბო და სევდა.
ბოლის გამჭვირვალება.
ბოლიც შეიძლება იყოს გამჭვირვალე.
ბოლიც შეიძლება იყოს ლამაზი .
სუფთა ჰაერიც შეიძლება იყოს მძიმე და მუქი.

ნახევარი სიგარეტი.
ორი თითი
და მათ შორის დანახული სამყარო.
რა დიდია სამყარო და რა ლამაზი!
მოჭუტული თვალები იღება...
რა პატარაა ეს სამყარო.

ბოლო ნაფაზი,
ნაფაზში გახსნილი ფიქრები და იდეები.
ნამწვი, რომელმაც შენი ტუჩების გემო გაიგო

თითებზე დარჩენილი ნიკოტინის სურნელი.
მოგეფერებიან და შენთვის ეს სუნი ყველა სურნელებას სჯობს.


თვითმკვლელობაც შეიძლება იყოს ლამაზი.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები