ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათა_გულიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
22 დეკემბერი, 2011


შეშლილი მგზავრი..

ისევ ძველებური რითმებით ავმღერდი,
ისევ მომეძალა სევდა გადამდები..
ჰო,შორს გაფრენილი უეცრად გავჩერდი,
ახლა როგორც კარტი-ისე ავლაგდები...

ჩემში მაინც ჭარბობს შავ-თეთრი ფერები,
დღეს ყველა ოცნებას მარტო მოვერევი,
ხმა კი არ დავკარგე-მკარგავენ ბგერები,
უბრალოდ არ მინდა მე...განა ვერ ვდგები...

ან განა მე ვჩივი?ან განა გაწუხებთ?
მე მხოლოდ ვცდილობ,რომ დავძლიო მარწუხებს..
შეშლილი ცხოვრების შეშლილი მგზავრი ვარ,
და.. წინ და უკან სვლით,ბარბაცით დავდივარ....

ხედავთ?ძველებური რითმებით ავმღერდი
წინსვლა მომბეზრდა და....უბრალოდ გავჩერდი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები