ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ირაკლი-კირკიტაძე
ჟანრი: პოეზია
29 დეკემბერი, 2011


ვერ ვუპასუხე

შუადღით, როცა დეიდას ვატყუებდით, რომ გვეძინა,
ყველანი უხილავი ფანჯრით მივძვრებოდით,
ჩვენ არ ვეძებდით ხვრელებს,
გვაინტერესებდა მხოლოდ წასვლა,
წასვლა არსაით, რადგანაც გვაბავშვებდნენ
და ჩვენც სანამ სამოცს გადავცდებოდით
თავს ვიტყუებდით, რომ შეგვეძლო
ყველა უშნო ხვრელი გაგვევლო
და გვეპოვა უსათუოდ ერთმანეთი.
მერე ვცდილობდით დაგვევიწყებინა,
არსად გაგვემხილა, რომ ვკითხულობდით
ბალაშოვის უშნო პოეზიას, რომელიც
მოგვწონდა და გვახალისებდა კიდეც:
“მხოლოდ მაშინ როცა მოხდება ასე
ცივი ზაფხული, ზაფხული წვიმიანი,
როცა გაიზრდება ყვავილები
გაფითრებული ბოზების მსგავსი,
როგორც უღმერთო ცა,
ავადმყოფი ყვავილები -
ეს ყვავილები შენთვისაა".
და ჩვენც ერთმანეთს ვყიდდით,
ჩვენ გვეყიდებოდა, გვეყინებოდა
უსასრულო საკვერცხეები და გვვტკიოდა,
გული, რომელიც მამამ გვაჩუქა,
როცა დედა დააორსულა და მიგვატოვა,
თავი ცრემლებით გაიმართლა,
ჩვენ ვერ გვიყვარდა მამა, არც ის გიჟდებოდა
ობლად დატოვებულ მშიერ შვილებზე.
დიდხანს ვიდექი და ტელეფონს გავყურებდი,
ალბათ ოდესმე ის დარეკავდა,
ან დარეკა კიდეც და მე ვერ ვუპასუხე.


10.10.2011

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები