ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პოეზია
30 დეკემბერი, 2011


მრავალ ახალ წელს

მრავალ ახალ წელს, ჩემო მამულო,
ახალი გზნებით,
დაგბედებოდეს სულ წინ სავალი
ახლი გზები.

მრავალ ახალ წელს კვლავ მენახე
ფუძე ძლიერი.
ბარში ბარელი განმტკიცებდეს,
მთაში-მთიელი.

მრავალ ახალ წელს დე, გებრწყინოს
იმერ-ამიერს.
მრავალ ახალს წელს გიმღეროდნენ
მრავალჟამიერს!

                საახალწლო ნატვრა

გვიახლოვდება წელი ახალი,
ჰა, შემოაღებს სულ მალე კარებს,
დე, მოჰყოლოდეს სრული მშვიდობა,
გრძნობათ სიმშვიდე და სიანკარე.
მოდის, მოჰყვება ახალ იმედთა
და ოცნებათა კორიანტელი,
გვინდა იმდენი ახალი მოყმე,
რომ დასცვივდება ციდან ფანტელი.
იმდენი გოგო თვალებციმციმა,
რამდენ ვარსკვლავსაც ზეცა გამოფენს,
ატიტინდება მაშინ სამყარო,
გავძლიერდებით მაშინ რაოდენ.
წვიმას რამდენი წვეთიც მოჰყვება,
ახალი კერა იმდენი ენთოს,
სულ წარმატება და სიხარული
დე, ყველა ქართველს წელს დაებედოს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები