მზემ მოქარგა არემარე, თუმც ჰაერი ცივია, "ზამთარია, ვიყინებით", ბეღურები ჩივიან. მზე ჩიტუნებს მოეფერა, გაუსწორა ბუმბული, გახალისდნენ, აჭიკჭიკდნენ ტკბილად, როგორც ბულბული. საიდანღაც გამობრძანდნენ ლეგა-ლეგა ღრუბლები, მზემ ჩიტები ანუგეშა: "მალე დაგიბრუნდებით". "როგორც ვხედავთ, ეს ზამთარი მართლაც ჩვენი მტერია, სამშობლოში ვრჩებით მაინც, აქ მოკეთეც ბევრია, სხვაგან ფარჩას გვირჩევნია აქ, თვით თოვლის საბანი. იქ ვიქნებით, სადაც ფრენდნენ ჩვენი მამა-პაპანი." აი, რაზე ჟივჟივებენ შემცივნული ჩიტები, მამულს ასე შეიყვარებთ? თქვენც კარგები იქნებით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ++ კარგია :) ++ კარგია :)
14. საყვარელი ლექსია,ღრმა შინაარსით....”ტკბილად,როგორც ბულბული”-მართლაც გამოსასწორებელია წარმატებებს გისურვებთ! საყვარელი ლექსია,ღრმა შინაარსით....”ტკბილად,როგორც ბულბული”-მართლაც გამოსასწორებელია წარმატებებს გისურვებთ!
13. რა ლამაზი ლექსები გაქვთ :) რა ლამაზი ლექსები გაქვთ :)
12. მზემ ჩიტები ანუგეშა: "მალე დაგიბრუნდებით". :)) ++ მზემ ჩიტები ანუგეშა: "მალე დაგიბრუნდებით". :)) ++
11. მრავალ შობა - ახალ წელს .... :) საყვარელია :* მრავალ შობა - ახალ წელს .... :) საყვარელია :*
10. საყვარელი ლექსი, საყვარელი ბეღურები:) გილოცავთ შობა-ახალ წელს! საყვარელი ლექსი, საყვარელი ბეღურები:) გილოცავთ შობა-ახალ წელს!
9. გმადლოთ:) ვიკუნა, მეც ძალიან მიყვარს დუმბაძე. მასთან ახლოსაც ვერ მივალ, მაგრამ მაინც გამიხარდა, რომ ჩემმა ლქსმა მისი შემოქმედება გაგახსენა:) გმადლოთ:) ვიკუნა, მეც ძალიან მიყვარს დუმბაძე. მასთან ახლოსაც ვერ მივალ, მაგრამ მაინც გამიხარდა, რომ ჩემმა ლქსმა მისი შემოქმედება გაგახსენა:)
8. ~მამულს ასე შეიყვარებთ? თქვენც კარგები იქნებით.~
კარგია, სადა და ნამდვილად საბავშვო.
~მამულს ასე შეიყვარებთ? თქვენც კარგები იქნებით.~
კარგია, სადა და ნამდვილად საბავშვო.
7. არაჩვეულებრივია, მანანა! გილოცავთ! საერთოდ, როგორც ცნობილია, საკმაოდ რთულია საბავშვო ლექსის დაწერა. დიდ ნოდარ დუმბაძეს ისე სადად და უბრალოდ, დიდი სიყვარულით აქვს შექმნილი თავისი შედევრები. ისე მიყვარს მთელი მისი შემოქმედება! :))) არაჩვეულებრივია, მანანა! გილოცავთ! საერთოდ, როგორც ცნობილია, საკმაოდ რთულია საბავშვო ლექსის დაწერა. დიდ ნოდარ დუმბაძეს ისე სადად და უბრალოდ, დიდი სიყვარულით აქვს შექმნილი თავისი შედევრები. ისე მიყვარს მთელი მისი შემოქმედება! :)))
6. ერთგული ბეღურები :) ერთგული ბეღურები :)
5. გახალისდნენ, აჭიკჭიკდნენ ტკბილად, როგორც ბულბული.
ეს შესაცვლელია. გახალისდნენ, აჭიკჭიკდნენ ტკბილად, როგორც ბულბული.
ეს შესაცვლელია.
4. კარგი თემაა, ფინალი განსაკუთრებით! კარგი თემაა, ფინალი განსაკუთრებით!
2. გმადლობთ. გავასწორებ. მეც მომწონს ეს მხატვარი. გმადლობთ. გავასწორებ. მეც მომწონს ეს მხატვარი.
1. ბერურა -ბეღურა ? მიყვარს ზამთრის ჩიტი და ეს ლექსიც ძალიან საყვარელია : )
რაფალ ოლბინსკის ნახატები მეც მიყვარს :"> ბერურა -ბეღურა ? მიყვარს ზამთრის ჩიტი და ეს ლექსიც ძალიან საყვარელია : )
რაფალ ოლბინსკის ნახატები მეც მიყვარს :">
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|