გველი პერანგში ფრაგმენტები კინოსცენარიდან
– რა ცხვარივით ხალხი ყოფილან ეს ქართველები, ბახორ. არა და გარნისთან კინაღამ მოგვერივნენ... – მოგვერივნენ არა, ჯალალი გვიმყოფა კარგად და მონღოლებსაც დედას ვუტირებთ... – გვერეოდნენ ბახორ, მართლა გვერეოდნენ, მეწინავეში ვიყავი მაგ დღეს, მაგრად დაგვიდგნენ, დროზე ვერ მიაშველეს ჯარი მეწინავეებს და მაგით იყო , რომ ვძლიეთ, ისე მგონი ვერ კი არა, არ მიაშველეს!!! ჯალალი მოისყიდდა ვინმეს, ბრძენი და მამაცია ჯალალ – რად უნდათ ამათ მოსყიდვა? აკი გითხარი –ცხვრები არიან, დედაკაცი და ბალღი დაუხატიათ და იმაზე ლოცულობენ, –ეგაო ღმერთიაო და ის კიდე დედა არისო იმისიო, სად გაგონილა ღმერთს დედა ჰყავდეს?.. თანაც სალოცავის მაღლა ორი ჯოხი გადაუბიათ ერთმანეთზე და ეს გადაბმული ჯოხებია მაგათი ძალა... – სადღაა ჯოხები? მოანგრევინა გუმბათი ჯალალმა, ტახტი შემოდგა ზედ და იმ ქალისა და ბალღის სურათზე უნდა დაადგან ფეხი ამ ურჯულოებმა, იმისთვის ვაგროვებთ ამ ხალხსაც, ვინც არ დაადგამს– თავები უნდა დავაყრევინოთ, ბალღი უშველის ამათ... – ბალღზედ რომ ამბობ,აგერ აიმ ბალღს მიაქციე ყურადრება ბათირ, მაგათ სახლში რო შეველ კინაღამ სული გამაფრთხობინა რაღაც კეტით, ჩამეკლა უნდა იქვე, მაგრამ შემაჩერა რაღაცამ ...მამამ შემომხედა ვედრებით და მაგასაც რაღაცა უთხრა, მეც ჯალალის ბრძანება გამახსენდა, რომ ხიდზე უნდა მივრეკოთ ყველა! ფრთხილად იყავ, ცქვიტი ბალღია და რამე შარს არ გაგვხვიოს...
მოედანზე მოგროვებული ხალხის სიჩუმე აოცებდა ბათირს, არანაირი კვნესა და დვრტვინვა,( თუმცა ბევრი ცემა–ტყეპით თავპირდასისხლიანებული მიიყვანეს იქამდე). დედაკაცებიც კი მდუმარედ იდგნენ, თითქო რაც სალაპარაკო ჰქონდათ ყველაფერი ულაპარაკნიათო,გაგონილა დედაკაცს სალაპარაკო გამოჰლეოდეს?(საკვირველია ფრიად...ასეთი დედაკაცი კაცს სახლსა ჰყავდეს და ომი წააგოს? თან დედაკაცი ჰმეფობდა ამათ, ახლაც დედაკაცი ჰმეფობს...ბათირ ბოღმიანად გადააფურთხა-დედაკაცების ქვეყანა! დედაკაცი მეფედ! დედაკაცი ღმრთის დედად!!! ძუძუთა ბალღებიც კი არა სტიროდნენ...(ყველა მაძღარი და სუფთა როგორღაა, აკი უთენია წამოჰყარეს საწოლებიდან?),,, მარტო ხორაზმელთა ცხენების ფლოქვების თქარათქური და ჭიხვინი, მარტო ასისთავების გადაძახილები, მათრახისა და ხმლების შხუილი...ქართველებისა ჩიტებიც აღარ ჭიკჭიკებდნენ, მდინარეც კი უჩვეულოდ ჩუმად მოდიოდა.აკიღა თავმოჭრილ გვამებსა ჰყრიდნენ შიგა,ალბათ სისხლსა რცხვენოდა შხეფებად ასვლა...
დაკვირვებული მეომარი იყო ბათირ... ჯალალთან ერთად ხორეზმიდან საქართველომდე ჩამოსულა, ალბათ ასამდე ომში მოხვედრილა, ბევრი მოუკლავს და დაუჭრია, სიკვდილსაც ბევრჯერ დასხლტომია თვითონ, მაგრამ დღეს რაღაც სხვა დღეა... არც ეს ხალხი უნდა იყოს ცხვარი... რაღაცა ეშლება ბახორს, რაღაცას ვერ ხვდება ბათირ... -ათ–ათად გამოუშვით აქეთ! – ვინც ამ სურათებს დაადგამს ფეხს– არა რას ვერჩით, ვინც არა თავებს ვაჭრით... მხოლოდ თარჯიმანი ყვიროდა ქართულად. ქართველები კი ისევ მდუმარედ იდგნენ და ყველა ათეულის გასვლაზე, თითქო ბრძანებას ასრულებენ თვლითაო, ხელით ყველა ერთსა და იმავე მოძრაობას აკეთებდა შუბლზე, მუცელსა და მხრებზე, ... მორჩებოდნენ თუ არა, ყველა თავს იდრეკდა და ჰოი საოცრებავ–– უკვე წელში გამართულნი –მშვიდად იღიმოდნენ!!! აგერ ის ბალღიც, ბახორმა რომ გააფრთხილა, თუმცა რაღა ბალღი ეთქმის–თექვსმეტისა იქნება... თექვსმეტი წლისა იყო ბათირ, ჯაჭვის პერანგი რომ ჩაიცვა, ეს ბალღიც იქნებ მეომარი გამოსულიყო, ახლა კი ალბათ არც ეს დაადგამს ფეხსა და თავს გააგდებინებენ ორიოდ წუთში... ბათირამ ბოღმიანად გადააფურთხა...ბალღის და დედაკაცის ქვეყანა! ბალღსღა უყურებდა ბათირ, მიიყვანეს სურათთან... ბალღმა ისევ ის მოძრაობა გააკეთა ხელით, მდუმარედ გაჰყვა მებადრაგეთ...მაგრამ ჰოი შაითან!!! ორივეს ხელი ჰკრა და სანამ გონზე ვინმე მოვიდოდა ხიდის მოაჯირს გადმოევლო... ქართველებიდან ისევ მტკვარმა ამოიღო მხოლოდღა ხმა, ბიჭის მკლავურს აყოლებდა ჩქაფუნს… დაკვირვებული კაცი იყო ბათირ,– ეტყობა წინასწარ მოილაპარაკეს, ბიჭს ყურადღება უნდა გაეფანტა და ქართველები ამბოხს დაიწყებდნენ... სწრაფად გამოერკვა , თავისიანებს შესძახა – ყველამ თავის საქმე აკეთოს! ამას მე მივხედავ და...
გაწვრთნილი იყო ჯალალის ჯარი, სიკვდილის მანქანა ისევ მწყობრად ამუშავდა... ქართველები ისევ მდუმარედ იდგნენ, მარტო ბიჭი და მტკვარი ერთად თუ არღვევდა იმათს სიჩუმეს. ბიჭმა ნაპირისკენ გაცურა... ბათირ(დაკვირვებული ბათირ) მშვიდად იდგა ხიდზე(ელოდა რომელი ნაპირისკენ წავიდოდა ურჩი ქართველი) და მხოლოდ მაშინღა ჰკრა დეზი ცხენს, როცა ბიჭმა ნაპირს გამოაღწია და მტკვრის აღმა გაიქცა ნაპირ–ნაპირ. სწრაფად გარბოდა ბიჭი, ხანდახან მტკვარსაც ჩაჰკრავდა ხოლმე ფეხს(აქაც არ ისროდა მტკვარი შხეფებს, თითქო ზედ წყალზე გარბოდა ბიჭი(ოინბაზობაა ალბათ რამ) ბათირ აცლის , აცლის სანამ სიქა არ გასძვრება... ამ ათასობით კაცში რაღა ეს გამოერია მოურჯულებელი...ირბინოს, ნეტა რამდენს ირბენს? ცხენი არ დაიღლება, ხორეზმიდან საქართველომდე არ დაღლილა...პატრონთან ერთად ომ და ომ მოვიდა თბილისამდე... გაქცეული ჯარის მეტი რა უნახავს და ბრალი მისი , ვისაც ბათირ დაეწია! წესად ჰქონდა, შუაზე უნდა გადაეჭრა ზურგის შემქცევი , მაგრამ დღეს არ შეიძლება, მერე რა რომ მარჯვენა უჭრის–––ჯალალის ბრძანებაა: თავი უნდა მოეკვეთოს ყველა ურჩს... ჯალალის ბრძანებას კი ბათირ მუდამ ასრულებდა. ბრძენი და მამაცია ჯალალ, ნაფიქრიც კი მისი-უნდა შესრულდეს! ჰო და ახლაც შორიახლო გაჰყვება, დაქანცავს და... ბიჭს დიდხანს არ ურბენია,– ეტყობა მიუხვდა მდევარს. რამდენჯერმე მოჰხედა უკან, და როგორც კი ხიდი თვალს მიეფარა... შედგა... ისევ მტკვარში შევიდა(ისევ არ გაიღო ჩქამი წყალმა) ეტყობა ამ ადგილას ფონი იყო, შვიდიოდ ნაბიჯი გადადგა და წყალი ისევ კოჭებამდე წვდებოდა.(თუ წყალზე დადიოდა? სადღაც სმენია ბათირს, რომ იმ სურათებზე დახატული ბალღი დიდობაში წყალზე დადიოდა) ბათირ ცხენიდან ჩამოხტა, ელვის სისწრაფით გააძრო ხმალი , ბიჭს შეხედა... ბიჭი მდევრისკენ მოტრიალდა და რაღაცის ბუტბუტი დაიწყო. წამით შეებრალა ბათირს,– უიარაღო ბალღის მოკვლა რა მეომრის წესია? თვალებით უთხრა–წამო, დაადგი ფეხი იმ არაფრისმომცემ სურათებს...გადარჩი... იცოცხლე...– თვალებითვე გაუგო ბიჭმა, არც ის ბუტბუტი შეუწყვეტია...მერე უცბათ დაიხარა(ეტყობა ქვას დასწვდა)... ბათირ გამოერკვა: სამ თვალისდახამხამებაში მისწვდა სახმლე მანძილზე სამ თვალისდახამხამებაში იგრძნო სამჯერ სახეზე მტკვრის ცივი წყალი... სამ თვალისდახამხამებაში გაიგონა სამი მარცვალი: – გაბ –რი –ელ!!! სამ თვალისდახამხამებაში სამჯერ თვალისმომჭრელად განათდა ბიჭი... გაოგნდა ბათირ,– სამ ასეულზე მეტი მოუკლავს... არ ანათებდნენ მოკლულები ზეცას ახედა... არ ელავს ასეთი ცის დროს... თავმოჭრილ ცხედარს დახედა...არასდროს შეშინებია მკვდრის...ეხლა??? ცხენისკენ მიაპყრო მზერა...მოეჩვენა თუ?– ტიროდა თეთრი ცხენი... დიდხანს იდგა ბათირ ცოცხალმკვდარი, სახეზე ხელი მოისვა...სველი რაღატომღა აქვს სახე?––ჰო, ბიჭმა ხომ წყალი შეასხა... უნდა შეშრობოდა აქამდე... ცრემლი? ეს რაღაა? დედაკაცი გახდა ჯალალის ასისთავი? ჯალალ?–– აქ რომ იყოს თავის ხელით მიაღრჩობდა ბათირ... ბათირ?–– ვინაა ბათირ? გამოერკვა. ერთი ხელით ცხედარი გამოიტანა ნაპირზე... მეორით თავი... ერთად დაასვენა... დაასვენა?,,-რაღასა ჰქვია? არა სწრაფად უნდა გაშორდეს აქაურობას, თორემ გაგიჟდა ბათირ... ცხენს უხმო... ცხენი დაიღალა ისეთი სისწრაფით მივიდა ხიდთან, არა და არ იყო შორი... სიკვდილის მანქანა ისევ გამართულად მუშაობდა... არავინ ადგამდა ხატზე ფეხს. ხატზე?... ხატი რაღაა? ქართველები ისევ იღიმოდნენ... მოეჩვენა ყველა მას უღიმოდა... ურჯულოები ისევ ვერ ძღებოდნენ სისხლით...ურჯულოები??? ... და თავის მოკვეთის წამს ყველა ქართველი ისეთივე შუქით ბრწყინავდა...როგორც ის ბალღი!!! აგერ ბახორ, –მიუახლოვდა... – რა შუქს გამოსცემენ ქართველები, ბახორ? – შუქს? რა შუქს? თრიაქს არ ეწეოდი, ბათირ!–(კარგად ხუმრობდა ხოლმე ბახორ, სიცილ–სიცილით უომიათ კიდევაც ერთად... ახსოვს ბათირს,– ჯერ კიდევ ხორეზმს არ გამოსცდენოდნენ, ნადირობისას მონღოლთა ოცეულს გადააწყდნენ(ალბათ მზვერავებს), ზურგ და ზურგ დადგნენ ერთმანეთთან, ათორმეტიოდეს გაავლეს მუსრი, დანარჩენები გაექცნენ,– შვიდნი ორს!... გაექცეოდნენ აბა რა,– თან კაფავდა და თან სასაცილო რაღაცებს ყვებოდა ბახორ... თან კაფავდა და თან იცინოდა ბათირ...–გამოერკვა – შუქს ვერ ხედავ, ბახორ? ვერ ხედავ როგორ ბრწყინდებიან სიკვდილისწამს მოწამენი? მოწამენი??? მოწამენი??? მოწამენი??? გაოგნდა ბახორ, გაკვირვებით შეხედა
ელვის სისწრაფით გაენთო მხედარი მტკვარაღმა... პასუხი ალბათ სადღაცა იყო,– პასუხი ყოველთვის სადღაც არის!!!-მაშ ეს ჩუმი მტკვარი ხომ არ წაიღებდა ცხედრებთან ერთად?... ერგასი ნაბიჯიღაა ცხედრამდე... გაბრიელ!!!–(რას უნდა ნიშნავდეს ნეტავ?) გაბრიელ!!!–(რამდენი კაცი მოუკლავს–ყველა რაღაცას იძახის ,– რაღა ეს აეკვიატა?) გაბრიელ!!! შედგა, აშკარად ყურთან გაიგო,ხმა იყო და არა გულისხმა– ხმამაღალ ჩურჩულსა ჰგავდა... თავისი სახელი დაგარქვა ბიჭმა, –როცა გნათლავდა მაშინ... უკვე ჩემთანაა! ასი ათასს მოჰკლავენ უბედურები,– ასი ათასივე ჩემთან იქნება საუკუნოდ! უნაგირქვეშა სამალავიდან ნაალაფარი ოქრო ამოიღე, იქედან ჯვარია მარტო შენი– ღირსებით ატარებ?–მიხილავ!!! უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი!– აღმოხდა გაბრიელს...(აღარ გაჰკვირვებია), მსწრაფლ ჩამოხტა ცხენიდან, ჯვარი ამოიღო, ემთხვია, მუხლებზე დაეცა... უფალო შემიწყალე, უფალო შემიწყალე, უფალო შემიწყალე...
შვიდნი მოწყალებათა საქმენი ხორციელნი 1.ჭმევა მშიერთა 2.სმევა მწყურვალთა 3.შემოსვა შიშველთა 4.შეწყნარება უცხოთა 5.მოკითხვა სნეულთა 6.მიხედვა პატიმართა 7.დაფვლა მიცვალებულთა რაღაცით ხომ უნდა დაიწყო ქრისტიანობა კაცმა...მეშვიდე შეხვდა პირველად გაბრიელს... მოკრძალებით მიუახლოვდა წმინდანის ცხედარს. ჯვარი რატომღაც გულზე დაადო. ნაპირთან ახლო მომაღლებული ადგილი შეარჩია,– მოდიდებული მტკვარიც ვერ მისწვდებოდა იქამდე. ხმალით დაიწყო საფლავის გაჭრა, ჯაჭვის პერანგიც გამოდგებოდა მიწის ამოსაყრელად, მუზარადიც სწორედ შესაფერისი იყო ამისთვის. პერანგს ზოლი შეამოარღვია, ჯვარს საკიდრად გაუკეთა,– მოირგო...ეამა...მაჯისსიმსხო სწორი ორი ტოტი მოჭრა, გათალა, პერანგის ნარღვევით ჯვრად შეკრა... გაეღიმა, –არ ყოფილა ურიგო მიწის მუშა, იქნებ კარგი დურგალიც გამოსულიყო , ბალღობიდან კაცის კვლა რომ არ ესწავლებინათ... საფლავს რომ მორჩა მტკვარში მოისროლა მუზარადი, პერანგი საფლავზე დადო... მოსაღამოვებულს დამარხა გაბრიელმა გაბრიელ.
ახლა კი... რადაც არ უნდა დაუჯდეს ჯალალს თავს წააგდებინებს! ასე მიწითა და სისხლით მოთხვრილს შიშველი ხმლით ხელში ვინ მიუშვებს, მაგრამ... მოიცა ერთი მოიფიქროს... ხიდისკე დაეშვა გაბრიელ... ბახორთან მივა, იტყვის რომ ზემოთ ქართველებს გადაეყარა, ბრძოლა გაუმართა, ცხენიც მოუკლეს ...სულ ხუთნი იყვნენ...შეპყრობილი ჰყავდათ მთელი დღე, მოსაღამოვებულსღა გამოექცათ...ხმალი? ხმალი მართლა ზედმეტია–მტკვარში მოისროლა გაბრიელმა... ჰო, იტყვის რომ იმ ქართველებს უთვალავი სიმდიდრე ჰქონდათ და რომ ჯალალის გარდა არავის ეტყვის სად დაბინავდნენ ღამის სათევად, ჰო იმიტომ არ მოკლეს, რომ სიმდიდრის ნაწილს ათრევინებდნენ...თვითონ წამოვა ჯალალ, ხუთზე მეტს არ იახლებს...იარაღსაც მისცემენ გაბრიელს...მშვენივრად ეჩვენა გეგმა ...
ერგასი ნაბიჯია ხიდამდე... სიკვდილის მანქანა გამალებით მუშაობს... არავინ ადგამს ხატებზე ფეხს... წითელი მტკვარი დუმილით იღებს წმინდანთა ნაწილებს წმინდანთა!!! წმინდანთა!!! წმინდანთა!!! მიუახლოვდა გაბრიელ, სახეებიც ჩანს უკვე...(დახატვა მაინც შეეძლოს)მოსაღამოვებულზე უფრო კარგად ხედავს გაბრიელ, – როგორ ბრწყინდებიან შუქით ქრისტიანები... აგერ ბახორის რაზმს ახალი წყება მოჰყავს ქალაქის ზემო ქუჩიდან...მირბენა ჯობია...(დამაჯერებლობისთვის)...აირბინა კიდეც ნაპირიდან... და როგორც ბადრაგი ზურგით დალანდა, თავი დახარა- არავის ეცნო , ჯვარი გამოსაჩენად შეისწორა...და... და ქართველებს შეუერთდა. ქრისტეს შობიდან 1226 წ.
ქრისტეს შობიდან 2007წ ჯაჭვის პერანგი მიწამ დაფარა, იმ ადგილზე ახლა პარკია, მიწის საკმაოდ სქელი ფენის ქვეშ მოექცა პერანგი... ამ რამდენიმე წლის წინ თბილისში საიდანღაც გველები გაჩნდნენ ...პერანგის ქვეშ ბუნებრივი საბუდარი დახვდა და თავს მშვენივრად გრძნობს ერთი მათგანი
რა ცხვარივით ხალხი ყოფილან ეს ქართველები, ღმერთო!!!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
42. გენიოსი ხარ ქმარო :) უკვე დაფასებულიც :* გენიოსი ხარ ქმარო :) უკვე დაფასებულიც :*
41. გენიოსი ხარ ქმარო :) უკვე დაფასებულიც :* გენიოსი ხარ ქმარო :) უკვე დაფასებულიც :*
40. ამ ქართველი მოწამეების თავდადებაზე ყოველთვის მეტირებოდა... თან ისე ემოციურად და მხატვრულადაა ყველაფერი აღწერილი რომ... :(((( ყოველთვის ჩვენი ქართველები რატომ იჩაგრებოდნენ მთელი ჩვენი ქვეყნის არსებობის განმავლობაში თან მართლმადიდებლური მრწამსის
გამო... ყველა ეწირებოდა,უდანაშაულო ბავშვები,ქალები,ქართველი ვაჟკაცები,მოხუცები... :((((( +5 ამ ქართველი მოწამეების თავდადებაზე ყოველთვის მეტირებოდა... თან ისე ემოციურად და მხატვრულადაა ყველაფერი აღწერილი რომ... :(((( ყოველთვის ჩვენი ქართველები რატომ იჩაგრებოდნენ მთელი ჩვენი ქვეყნის არსებობის განმავლობაში თან მართლმადიდებლური მრწამსის
გამო... ყველა ეწირებოდა,უდანაშაულო ბავშვები,ქალები,ქართველი ვაჟკაცები,მოხუცები... :((((( +5
38. დაგვიანებული და არაფრისმთქმელი ხუთი ქულა პორუჩიკო.
ერთადერთ სიტყვას დავწერ : შედევრი ! დაგვიანებული და არაფრისმთქმელი ხუთი ქულა პორუჩიკო.
ერთადერთ სიტყვას დავწერ : შედევრი !
37. "ქრისტეს შობიდან 2007წ ჯაჭვის პერანგი მიწამ დაფარა, იმ ადგილზე ახლა პარკია, მიწის საკმაოდ სქელი ფენის ქვეშ მოექცა პერანგი... ამ რამდენიმე წლის წინ თბილისში საიდანღაც გველები გაჩნდნენ ...პერანგის ქვეშ ბუნებრივი საბუდარი დახვდა და თავს მშვენივრად გრძნობს ერთი მათგანი
რა ცხვარივით ხალხი ყოფილან ეს ქართველები, ღმერთო!!! "
თავიდან ბოლომდე ძალიან მაგარია
პატივისცემით: ბლაგვი "ქრისტეს შობიდან 2007წ ჯაჭვის პერანგი მიწამ დაფარა, იმ ადგილზე ახლა პარკია, მიწის საკმაოდ სქელი ფენის ქვეშ მოექცა პერანგი... ამ რამდენიმე წლის წინ თბილისში საიდანღაც გველები გაჩნდნენ ...პერანგის ქვეშ ბუნებრივი საბუდარი დახვდა და თავს მშვენივრად გრძნობს ერთი მათგანი
რა ცხვარივით ხალხი ყოფილან ეს ქართველები, ღმერთო!!! "
თავიდან ბოლომდე ძალიან მაგარია
პატივისცემით: ბლაგვი
36. სათაურის გამო ვერ შემოვდიოდი , ახლა, ხასიათი შემეცვალა და წავიკითხე. აუ, ძალიან ,ძალიან მომეწონა, თუმცა რომ არ მომწონებოდა, ვიცი არც გეწყინებოდა. მოწყალებათა საქმენი-7) არ გამიკეთებია დანარჩენი კი სათაურის გამო ვერ შემოვდიოდი , ახლა, ხასიათი შემეცვალა და წავიკითხე. აუ, ძალიან ,ძალიან მომეწონა, თუმცა რომ არ მომწონებოდა, ვიცი არც გეწყინებოდა. მოწყალებათა საქმენი-7) არ გამიკეთებია დანარჩენი კი
35. ძალიან კარგია,ძალიან! ძალიან კარგია,ძალიან!
34. ორიგინალურად აზროვნებთ, კნიაზო! თხრობა სადა, სიუჟეტის განვითარება -ექსპრესიული, კომპოზიციურად კარგად შეკრული, მოულოდნელი კულმინაციით და ორიგინალურო ფინალით. ერთ ამოსუნთქვაზე წამაკითხეთ, გმადლობ, კნიაზ! ორიგინალურად აზროვნებთ, კნიაზო! თხრობა სადა, სიუჟეტის განვითარება -ექსპრესიული, კომპოზიციურად კარგად შეკრული, მოულოდნელი კულმინაციით და ორიგინალურო ფინალით. ერთ ამოსუნთქვაზე წამაკითხეთ, გმადლობ, კნიაზ!
33. იქაც და აქაც მაგარი ხარ!!!!! შემთხვევით გიპოვე!!!!!! იქაც და აქაც მაგარი ხარ!!!!! შემთხვევით გიპოვე!!!!!!
32. აქ სად მოსულხარ შე მადლიანო შენა!!!!
იქაც და აქაც მაგარი ხარ!!!! აქ სად მოსულხარ შე მადლიანო შენა!!!!
იქაც და აქაც მაგარი ხარ!!!!
31. აქ სად მოსულხარ შე მქადლიანო შენა!!!!
იქაც და აქაც მაგარი ხარ!!!! აქ სად მოსულხარ შე მქადლიანო შენა!!!!
იქაც და აქაც მაგარი ხარ!!!!
30. ძალიან კარგია.შესანიშნავი. მადლობა ავტორო. ძალიან კარგია.შესანიშნავი. მადლობა ავტორო.
29. ბოლო -ბოლო დაიჯერეს პორUჩიკ:))))) მეც ვუერთდები მათ რიგს:) ნეტავ ასეთი ქართველი იყოს ყველა გვარით ქარტველი:))))) ბოლო -ბოლო დაიჯერეს პორUჩიკ:))))) მეც ვუერთდები მათ რიგს:) ნეტავ ასეთი ქართველი იყოს ყველა გვარით ქარტველი:)))))
28. ეს მოთხრობა კი გამომრჩენია. ერთი რამის თქმა შემიძლია მხოლოდ: თავიდან ბოლომდე რომ სტილისტური შეცდომები, თუ გრამატიკული დროების არევით იყოს სავსე, მაინც ძალიან ძლიერი ნაწარმოებია. ერთი რამ ნათელია:( ლიტ. გე-ზე ნათქვამს გავიმეორებ) ეს მოთხრობა ძალიან კარგი ქართველის მიერაა დაწერლი.(ისეთის, ქართველობით ბევრ ეროვნებით ქართველს რომ სჯობნის,) ეს მოთხრობა კი გამომრჩენია. ერთი რამის თქმა შემიძლია მხოლოდ: თავიდან ბოლომდე რომ სტილისტური შეცდომები, თუ გრამატიკული დროების არევით იყოს სავსე, მაინც ძალიან ძლიერი ნაწარმოებია. ერთი რამ ნათელია:( ლიტ. გე-ზე ნათქვამს გავიმეორებ) ეს მოთხრობა ძალიან კარგი ქართველის მიერაა დაწერლი.(ისეთის, ქართველობით ბევრ ეროვნებით ქართველს რომ სჯობნის,)
27. ბრავო გოლოცინ, ჩესტ იმეიუ პორუჩიკ :))) ჰოო და, ღამურის მენტალობა ღამურასაც ეყოფა ჭირად... მენტალობით ქართველი კიდევ, ქართველიც და რუსიც ერთნაირად ძვირფასია ამ ქვეყნისთვის... ნუ, ქართული მენტალობის გამზიარებელი თუნდაც :))) ბრავო გოლოცინ, ჩესტ იმეიუ პორუჩიკ :))) ჰოო და, ღამურის მენტალობა ღამურასაც ეყოფა ჭირად... მენტალობით ქართველი კიდევ, ქართველიც და რუსიც ერთნაირად ძვირფასია ამ ქვეყნისთვის... ნუ, ქართული მენტალობის გამზიარებელი თუნდაც :)))
26. ტენდი
ქართველი რომ გავხდე, აკაკის ღამურა ვიქნები(მენტალობით)...ან კი რად გინდათ ეგეთი ქართველი? წოდება კი...პრისიაგა მაკ მიგებული...კლიალსია ოტეჩესტვუ სლუჟიტ ჩესტიუ! ჩესტ იმეიუ, სუდარინია! (პოტომუ ი ვსიუ ჟინზ პორუჩიკ, კტო სბერეგ სვოი ნერვი-ნე სბერეგ სვოიუ ჩესტ) ტენდი
ქართველი რომ გავხდე, აკაკის ღამურა ვიქნები(მენტალობით)...ან კი რად გინდათ ეგეთი ქართველი? წოდება კი...პრისიაგა მაკ მიგებული...კლიალსია ოტეჩესტვუ სლუჟიტ ჩესტიუ! ჩესტ იმეიუ, სუდარინია! (პოტომუ ი ვსიუ ჟინზ პორუჩიკ, კტო სბერეგ სვოი ნერვი-ნე სბერეგ სვოიუ ჩესტ)
25. "ალბათ სისხლსა რცხვენოდა შხეფებად ასვლა... "
" რა ცხვარივით ხალხი ყოფილან ეს ქართველები, ღმერთო!!! " ასუსი არ არის, რომ ამ მოთხრობის შემდეგ ისევ პორუჩიკი ხარ და ისიც გოლიცინი?!
პორუჩიკო, ჩემი თაყვანისცემა.
პატივისცემით: ტენდი 5 "ალბათ სისხლსა რცხვენოდა შხეფებად ასვლა... "
" რა ცხვარივით ხალხი ყოფილან ეს ქართველები, ღმერთო!!! " ასუსი არ არის, რომ ამ მოთხრობის შემდეგ ისევ პორუჩიკი ხარ და ისიც გოლიცინი?!
პორუჩიკო, ჩემი თაყვანისცემა.
პატივისცემით: ტენდი 5
23. ეს ჯერ კიდევ ლიტერატურა.გე-ზე წავიკითხე, 905-ში :))))
ძალიან სასწაულად მაგარი რამაა :) ეს ჯერ კიდევ ლიტერატურა.გე-ზე წავიკითხე, 905-ში :))))
ძალიან სასწაულად მაგარი რამაა :)
22. რა ვიცი აბა, მეც ამ ტექსტის წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა ასეთი განმარტება და... სჩანს იყო სადღაც იქვე...ახლო-მახლოში...ქვეტექსტში ანუ...:))
ისე, გაბრიელ ანგელოზად რომ გადაიქცა, ეგ სადაა ტექსტში?...რომელ ადგილას?... ავტორმა მაპატიოს რა, ამდენი გამოსვლები...:-* მართლა მაინტერესებს, რომელ ადგილას წერია, გაბრიელ ანგელოზად რომ გადაიქცა?... რა ვიცი აბა, მეც ამ ტექსტის წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა ასეთი განმარტება და... სჩანს იყო სადღაც იქვე...ახლო-მახლოში...ქვეტექსტში ანუ...:))
ისე, გაბრიელ ანგელოზად რომ გადაიქცა, ეგ სადაა ტექსტში?...რომელ ადგილას?... ავტორმა მაპატიოს რა, ამდენი გამოსვლები...:-* მართლა მაინტერესებს, რომელ ადგილას წერია, გაბრიელ ანგელოზად რომ გადაიქცა?...
21. ჭა, შენ კი მშვენიერი განმარტება დადე აქ, მაგრამ ეს ყველაფერი რომ ავტორისეულ ტექსტში არაა! ჭა, შენ კი მშვენიერი განმარტება დადე აქ, მაგრამ ეს ყველაფერი რომ ავტორისეულ ტექსტში არაა!
20. პორუჩიკ, ა ბატონო: სტილისტური: "ბალღსღა უყურებდა ბათირ, მიიყვანეს სურათთან... ბალღმა ისევ ის მოძრაობა გააკეთა ხელით". გაუგებარია ვინ მიიყვანეს სურათთან. გრამატიკული დროები:"სწრაფად გარბოდა ბიჭი, ხანდახან მტკვარსაც ჩაჰკრავდა ხოლმე ფეხს… ბათირ აცლის , აცლის სანამ სიქა არ გასძვრება". "გარბოდა", "ჩაჰკრავდა" - წარსული დროა, "აცლის" მომავალი.(ან აწმყო, გააჩნია) და ეს ფაქტიურად დროის ერთ მონაკვეთში მიმდინარე "ამბების" აღწერაა. სხვათაშორის, ჩემი აზრით, ეს წინადადება სტილისტურადაც მოუხეშავია, მაგრამ შენი საქმისა, რა თქმა უნდა, შენ უფრო იცი. პორუჩიკ, ა ბატონო: სტილისტური: "ბალღსღა უყურებდა ბათირ, მიიყვანეს სურათთან... ბალღმა ისევ ის მოძრაობა გააკეთა ხელით". გაუგებარია ვინ მიიყვანეს სურათთან. გრამატიკული დროები:"სწრაფად გარბოდა ბიჭი, ხანდახან მტკვარსაც ჩაჰკრავდა ხოლმე ფეხს… ბათირ აცლის , აცლის სანამ სიქა არ გასძვრება". "გარბოდა", "ჩაჰკრავდა" - წარსული დროა, "აცლის" მომავალი.(ან აწმყო, გააჩნია) და ეს ფაქტიურად დროის ერთ მონაკვეთში მიმდინარე "ამბების" აღწერაა. სხვათაშორის, ჩემი აზრით, ეს წინადადება სტილისტურადაც მოუხეშავია, მაგრამ შენი საქმისა, რა თქმა უნდა, შენ უფრო იცი.
19. 18. და ვინ გამამაგდო როო?:)) 18. და ვინ გამამაგდო როო?:))
18. ლიტ.გე-ზე იყავი ადრე? ლიტ.გე-ზე იყავი ადრე?
17. ირაკლი ბატონო, აბა მე მაგოტველა სად ვიცი?
ირაკლი ბატონო, აბა მე მაგოტველა სად ვიცი?
16. 10. პორუჩიკ, ე.წ. "ალტერნატიული ისტორიის" ჟანრისთივის არაა ეს ცუდი ტექსტი. სამწუხაროა მხოლოდ, რომ მთავარი გმირის, ბათირის, ანგელოზად(გაბრიელად) გადაქცევის "მოტივაცია" გაურკვეველი დარჩა, რისთვის გადაიქცა? უბრალოდ იმისთვის რომ თავი მოჭრათ? უცნაურია. სტილისტური შეცდომებიცაა, განსაკუთრებით გრამატიკულ დროთა შეუთანხმებლობა. და კიდევ, კინოსცენარი ითვალისწინებს მიზანსცენების გაცილებით უფრო დეტალურ აღწერას. პირდაპირ უნდა იყოს მითითებული კამერა რას "ხედავს"! აზგო. 2012-01-09 17:23:40
და ანგელოზად ქცევა რა შუაშია? და კიდევ რასკადროვკას და უმცირეს დეტალებს სცენარი ითვალისწინებს როცა მას რეჟისორი გადახედავს და ოპერატორიც ნახავს...ასე რომ მე უადგილოდ მეჩვენა თქვენი კომენტარი...:) 10. პორუჩიკ, ე.წ. "ალტერნატიული ისტორიის" ჟანრისთივის არაა ეს ცუდი ტექსტი. სამწუხაროა მხოლოდ, რომ მთავარი გმირის, ბათირის, ანგელოზად(გაბრიელად) გადაქცევის "მოტივაცია" გაურკვეველი დარჩა, რისთვის გადაიქცა? უბრალოდ იმისთვის რომ თავი მოჭრათ? უცნაურია. სტილისტური შეცდომებიცაა, განსაკუთრებით გრამატიკულ დროთა შეუთანხმებლობა. და კიდევ, კინოსცენარი ითვალისწინებს მიზანსცენების გაცილებით უფრო დეტალურ აღწერას. პირდაპირ უნდა იყოს მითითებული კამერა რას "ხედავს"! აზგო. 2012-01-09 17:23:40
და ანგელოზად ქცევა რა შუაშია? და კიდევ რასკადროვკას და უმცირეს დეტალებს სცენარი ითვალისწინებს როცა მას რეჟისორი გადახედავს და ოპერატორიც ნახავს...ასე რომ მე უადგილოდ მეჩვენა თქვენი კომენტარი...:)
15. ჭა....----------გმადლობთ
აზგო, ავტორი სიამოვნებით გაიზიარებს ყველა შენიშვნას და გთხოვთ "გრამატიკულ დროთა შეუთანხმებლობაზე" მითხრათ ორიოდ სიტყვა. რაც შეეხება კადრებსა და მიზანსცენებს(მგონი ასე ქვია) ნამდვილად არ ვარ ამ საქმის პროფესიონალი. თუ ვინმემ მოინდომა გადაღება,კარტ-ბლანში მას ქონდეს. არც სტილისტის შენიშვნებს დავტოვებდი უყურადღებოდ.
მჭკლწ.--კი ნამდვილად ძველია, რომელიღაც პენ-მარათონისთვის დაიწერა და ვერ მოხვდა 30 საუკეთესოს შორის... მე მაშინ გულწრფელად გამიხარდა, რომ იმ მომენტში საქართველოში იყო 30 ამაზე უკეთესი გამოუქვეყნებელი მოთხრობა:)))
ყველას უღრმესი მადლობა ჭა....----------გმადლობთ
აზგო, ავტორი სიამოვნებით გაიზიარებს ყველა შენიშვნას და გთხოვთ "გრამატიკულ დროთა შეუთანხმებლობაზე" მითხრათ ორიოდ სიტყვა. რაც შეეხება კადრებსა და მიზანსცენებს(მგონი ასე ქვია) ნამდვილად არ ვარ ამ საქმის პროფესიონალი. თუ ვინმემ მოინდომა გადაღება,კარტ-ბლანში მას ქონდეს. არც სტილისტის შენიშვნებს დავტოვებდი უყურადღებოდ.
მჭკლწ.--კი ნამდვილად ძველია, რომელიღაც პენ-მარათონისთვის დაიწერა და ვერ მოხვდა 30 საუკეთესოს შორის... მე მაშინ გულწრფელად გამიხარდა, რომ იმ მომენტში საქართველოში იყო 30 ამაზე უკეთესი გამოუქვეყნებელი მოთხრობა:)))
ყველას უღრმესი მადლობა
14. აქ რომ შემოვდივარ, პირველად პორუჩიკს ვეძებ...რა კარგია,დიდხანს რომ არ გვალოდინებს ხოლმე...ძალიან მომწონს, ძალიან! აქ რომ შემოვდივარ, პირველად პორუჩიკს ვეძებ...რა კარგია,დიდხანს რომ არ გვალოდინებს ხოლმე...ძალიან მომწონს, ძალიან!
13. როგორც მახსოვს ეს ძალიან ძველია ამ ავტორის დაახლოვებით სამი ოთხი წლის წინანდელი,მაშინ მომეწონა,მახსოვს ძალიან,და ვთქვი კიდეც : )) როგორც მახსოვს ეს ძალიან ძველია ამ ავტორის დაახლოვებით სამი ოთხი წლის წინანდელი,მაშინ მომეწონა,მახსოვს ძალიან,და ვთქვი კიდეც : ))
12. 10-ე კომენტარს მინდა ვუთხრა...:) ბათირი, ანგელოზად (გაბრიელად) არ გადაქცეულა... ბიჭმა უბრალოდ გააქრისტიანა და მეტი არაფერი...თავისი სახელი, გაბრიელი დარქვა...ანუ თვალი აუხილა იმ ყველაფერზე რაც იქ ხდებოდა...იმ საიდუმლეობის მონაწილე გახადა, ღმერთსა და ქრისტიანების ( ქართველების) გულებს შორის რომელიც სრულდებოდა...რომელშიც მტკვარიც კი მონაწილეობდა...და ბათირი, ბახორი და მთელი მათი ამალა კი, ისე დაბრმავებულიყო, ვერ მიმხვდარიყო, რა დიდი საიდუმლოება სრულდებოდააა...მხოლოდ გაქრისტიანების მერე აეხადა ფარდა მისთვის ამ ყველაფერს და ამის შემდეგ ის იწყებს ქრისტიანივით მოქმედებას და...ბოლოს როგორც სხვები ისაც ქრისტიანივით აღესრულება....მე ეს ყველაფერი ასე გავიგე...Dა რა შუაშია აქ მთავარანგელოზი გაბრიელი?... 10-ე კომენტარს მინდა ვუთხრა...:) ბათირი, ანგელოზად (გაბრიელად) არ გადაქცეულა... ბიჭმა უბრალოდ გააქრისტიანა და მეტი არაფერი...თავისი სახელი, გაბრიელი დარქვა...ანუ თვალი აუხილა იმ ყველაფერზე რაც იქ ხდებოდა...იმ საიდუმლეობის მონაწილე გახადა, ღმერთსა და ქრისტიანების ( ქართველების) გულებს შორის რომელიც სრულდებოდა...რომელშიც მტკვარიც კი მონაწილეობდა...და ბათირი, ბახორი და მთელი მათი ამალა კი, ისე დაბრმავებულიყო, ვერ მიმხვდარიყო, რა დიდი საიდუმლოება სრულდებოდააა...მხოლოდ გაქრისტიანების მერე აეხადა ფარდა მისთვის ამ ყველაფერს და ამის შემდეგ ის იწყებს ქრისტიანივით მოქმედებას და...ბოლოს როგორც სხვები ისაც ქრისტიანივით აღესრულება....მე ეს ყველაფერი ასე გავიგე...Dა რა შუაშია აქ მთავარანგელოზი გაბრიელი?...
11. პორუჩიკ, მაპატიებ ალბათ, ჩემს ლექსს დავდებ კომენტარად... თქვენს ტექსტს კი - 5555555
“დიდება მოთმინებასა შენსა...”
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო... დ. გურამიშვილი
თბილისის ქუჩებს ომის კვალი დღესაც ატყვია. დავეხეტები სიჩუმეში, და ვით თილისმას, (იმ ომის ნიშნად დაიტოვა ძველმა თბილისმა) თვალი პოულობს ტაძრის კედელს, კედელს ნატყვიარს.
“თბილისი მოკლეეს”! – ჩურჩულებდა მტკვართან თოლია... მოაგორებდა სისხლის ტალღებს მღვრიე მდინარე... ამ ტალღებს ფიქრით ავედევნე ცრემლდამდინარე და მანაც ძველი თბილისისკენ გამიყოლია.
საუკუნეთა სამანებსაც გასცდა გონება: იმ ხიდთან ვდგავარ, სად შეყრილა ხალხი მილეთის, – ასიათას კაცს დაურიგა თითო ბილეთი სიკვდილმა!.. ზედაც დაუმატა სულის ცხონება...
წამებულთ სისხლი გადარეცხა დროის დინებამ. აღარ ატყვია იმ ხიდს უკვე ხატების კვალიც... დრომ დამაბრუნა ჩ ე მ ს თბილისში ცრემლშეუმშრალი: დიდება, კვლავაც, შენს ტკივილებს, შენს მოთმინებას, –
მხოლოდ თბილისი ვერ იშუშებს სულის იარას...
უღრმესი პატივისცემით... პორუჩიკ, მაპატიებ ალბათ, ჩემს ლექსს დავდებ კომენტარად... თქვენს ტექსტს კი - 5555555
“დიდება მოთმინებასა შენსა...”
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო... დ. გურამიშვილი
თბილისის ქუჩებს ომის კვალი დღესაც ატყვია. დავეხეტები სიჩუმეში, და ვით თილისმას, (იმ ომის ნიშნად დაიტოვა ძველმა თბილისმა) თვალი პოულობს ტაძრის კედელს, კედელს ნატყვიარს.
“თბილისი მოკლეეს”! – ჩურჩულებდა მტკვართან თოლია... მოაგორებდა სისხლის ტალღებს მღვრიე მდინარე... ამ ტალღებს ფიქრით ავედევნე ცრემლდამდინარე და მანაც ძველი თბილისისკენ გამიყოლია.
საუკუნეთა სამანებსაც გასცდა გონება: იმ ხიდთან ვდგავარ, სად შეყრილა ხალხი მილეთის, – ასიათას კაცს დაურიგა თითო ბილეთი სიკვდილმა!.. ზედაც დაუმატა სულის ცხონება...
წამებულთ სისხლი გადარეცხა დროის დინებამ. აღარ ატყვია იმ ხიდს უკვე ხატების კვალიც... დრომ დამაბრუნა ჩ ე მ ს თბილისში ცრემლშეუმშრალი: დიდება, კვლავაც, შენს ტკივილებს, შენს მოთმინებას, –
მხოლოდ თბილისი ვერ იშუშებს სულის იარას...
უღრმესი პატივისცემით...
10. პორუჩიკ, ე.წ. "ალტერნატიული ისტორიის" ჟანრისთივის არაა ეს ცუდი ტექსტი. სამწუხაროა მხოლოდ, რომ მთავარი გმირის, ბათირის, ანგელოზად(გაბრიელად) გადაქცევის "მოტივაცია" გაურკვეველი დარჩა, რისთვის გადაიქცა? უბრალოდ იმისთვის რომ თავი მოჭრათ? უცნაურია. სტილისტური შეცდომებიცაა, განსაკუთრებით გრამატიკულ დროთა შეუთანხმებლობა. და კიდევ, კინოსცენარი ითვალისწინებს მიზანსცენების გაცილებით უფრო დეტალურ აღწერას. პირდაპირ უნდა იყოს მითითებული კამერა რას "ხედავს"! პორუჩიკ, ე.წ. "ალტერნატიული ისტორიის" ჟანრისთივის არაა ეს ცუდი ტექსტი. სამწუხაროა მხოლოდ, რომ მთავარი გმირის, ბათირის, ანგელოზად(გაბრიელად) გადაქცევის "მოტივაცია" გაურკვეველი დარჩა, რისთვის გადაიქცა? უბრალოდ იმისთვის რომ თავი მოჭრათ? უცნაურია. სტილისტური შეცდომებიცაა, განსაკუთრებით გრამატიკულ დროთა შეუთანხმებლობა. და კიდევ, კინოსცენარი ითვალისწინებს მიზანსცენების გაცილებით უფრო დეტალურ აღწერას. პირდაპირ უნდა იყოს მითითებული კამერა რას "ხედავს"!
9. პორუჩიკ, ნეტავ ეს კონოსცენარი ( და აუცილებლად "მფარველანგელოზთა ქალაქიც"), ფილმად ვნახო, თუმცა, ასეც შესანიშნავია, მაგრამ მაინც... ბედნიერ შობას, თქვენო აღმატებულებავ!:) პორუჩიკ, ნეტავ ეს კონოსცენარი ( და აუცილებლად "მფარველანგელოზთა ქალაქიც"), ფილმად ვნახო, თუმცა, ასეც შესანიშნავია, მაგრამ მაინც... ბედნიერ შობას, თქვენო აღმატებულებავ!:)
8. რა სამწუხაროა , რომ კინემატოგრაფს არ ცალია ასეთი სცენარებისთვის.
მდარე თემებითაა დაკავებული!
უფალი შეგეწიოთ! ამის დროც მოვა!!!! რა სამწუხაროა , რომ კინემატოგრაფს არ ცალია ასეთი სცენარებისთვის.
მდარე თემებითაა დაკავებული!
უფალი შეგეწიოთ! ამის დროც მოვა!!!!
7. ექვსივე კომენტარის დასტური..... ექვსივე კომენტარის დასტური.....
6. ძალიან მაგარი მოთხრობაა, ვწუხვარ, რომ აქამდე არ მქონდა წაკითხული! 5! ძალიან მაგარი მოთხრობაა, ვწუხვარ, რომ აქამდე არ მქონდა წაკითხული! 5!
5. განსხვავებული რაკურსით დანახული ჩვენი ტრაგიკული ისტორია – ტკივილით გასხივოსნებული!.. შესანიშნავია – ემოციურიც, ზომიერიც!.. განსხვავებული რაკურსით დანახული ჩვენი ტრაგიკული ისტორია – ტკივილით გასხივოსნებული!.. შესანიშნავია – ემოციურიც, ზომიერიც!..
4. საოცარია,,,555555555 ჯალალის სიკვდილის გეგმამდე რომ მივედი, ოღონდ ასე უბრალოდ არ დამთავრდეს მეთქი,ვინატრე... და ამისრულდა კიდეც..არაჩვეულებრივი ფინალი იყო.. .უძლიერესი პროზაა..ყველა ფრაზა დახვეწილი....მხურვალე აპლოდისმენტები ავტორს... ერთგულ მკითხველად მიგულედ...:)
არ ვიცი ადრეც წამიკითხავს თუ, იმდენად ახლოს მოვიდა ნაწერი, რომ უბრალოდ ასე მგონია?...:) საოცარია,,,555555555 ჯალალის სიკვდილის გეგმამდე რომ მივედი, ოღონდ ასე უბრალოდ არ დამთავრდეს მეთქი,ვინატრე... და ამისრულდა კიდეც..არაჩვეულებრივი ფინალი იყო.. .უძლიერესი პროზაა..ყველა ფრაზა დახვეწილი....მხურვალე აპლოდისმენტები ავტორს... ერთგულ მკითხველად მიგულედ...:)
არ ვიცი ადრეც წამიკითხავს თუ, იმდენად ახლოს მოვიდა ნაწერი, რომ უბრალოდ ასე მგონია?...:)
3. მა, არ იცოდიიიიიი??? ცხვარივით ხალხია ქართველები...
გულდამდუღრული მა, არ იცოდიიიიიი??? ცხვარივით ხალხია ქართველები...
გულდამდუღრული
2. ძალიან მაგარია ძმაო...
ფინალი ხო კლასია საერთოდ...
აი პროზა... ძალიან მაგარია ძმაო...
ფინალი ხო კლასია საერთოდ...
აი პროზა...
1. "რა ცხვარივით ხალხი ყოფილან ეს ქართველები, ღმერთო!!! " ჰო..ალბათ. "რა ცხვარივით ხალხი ყოფილან ეს ქართველები, ღმერთო!!! " ჰო..ალბათ.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|