ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
7 იანვარი, 2012


კნუტმა შეგაშინათ?

ზამთარია. ცივა,ცივა.
მაღლა ციდან ფიფქი ცვივა,
ხეებიც კი მობუზულან,
ბეღურებო, თქვენ არ გცივათ?

მართლაც შეუპოვრად დაფრენთ,
ყინვა, სუსხი არ გაშინებთ,
ჩემს ფისოს რომ დაინახავთ,
რად ჩუმდებით თქვით, მაშინვე?

ფისუნია არას გავნებთ,
ჯერ კნუტია, პაწაწინა.
ზამთარი ვერ მოგერიათ,
ციცქნა კნუტმა შეგაშინათ?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები