ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
27 იანვარი, 2012


ისევ...

ისევ ბობოქრობს შმაგი არღუნი,
თითქოს გვიმზადებს ახალ განსაცდელს,
ვართ მარადისი უფლის მსახურნი,
ცხოვრება გვაცმევს შავ-შავ ტანსაცმელს.
თუმც ისევ რეკენ მუცოს ზარები,
არ განელდება მაინც ტკივილი,
ააჭრიალა ქარმა კარები
და შემომესმა მამლის ყივილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები