ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პოეზია
12 იანვარი, 2012


წასვლა დარჩენით სამარადჟამოდ


ჩემში ოცნება დაბერებულა,
თუმც კვლავ მომავლის იმედით ვდგები,
დედამიწამ მე არ მიერთგულა,
ამიტომ წავალ, არ დავბრუნდები!

სურნელი მიწის ასდის ჩემს ტერფებს,
გულს-რძის და არის ყველასთვის ღია,
სული-მსუბუქი, ასტრალურ ხელებს
უწვდის მას, ვისაც გასჭირვებია!

დამქანცა მუდამ იმაზე ფიქრმა,
აბელი კაენს რით შევურიგო.
როგორ ვაყვავო ვარდები ზამთრით
როგორ წავიდე ისე, ურიგოდ!

ხშირად მსურს ვიყო თავად სიჩუმე
გადმოფენილი ცისარტყელებით,
მსურს გაქრეს ყველა ტკივლი წყენის,
რომ დავუკოცნო ჩემს მტერს ხელები!

კვლავ მომავალი ბადებს იმედებს
და ჩემში ახალ სიცოცხლეს ძერწავს,
მე არ მოვკვდები, არ დავბერდები
მარადჟამს ჩემში იცოცხლებს \"დედა\"!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ფრესკაული ვულოცავთ დაბადების დღეს