ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ქებულაძე
ჟანრი: პოეზია
14 იანვარი, 2012


დღიური

სულ  ვიღაცა  გვიჩიჩინებს,  გვაშინებს,
აპოკალიფსს აბრალებენ  ამ  წამებს.
ბუხარს  ხურდად  უბრუნებენ  ნახშირებს,
საკვამურს  კი  ცეცხლის  კვამლი  აწვალებს.

ფოთლებს  ქარი აფარფატებს  წაბლნარში,
ფესვებს  მახრა  გამოუთხრის  საძირკველს.
ია–ვარდებს  სარეცელზეც  გადავშლით,
უძილობის  პირობით  რომ  გვაძინებს.

არ  გვანებებს  მოუცლელი  დროება,
მბრძანებლობენ  გადამწვარი  ლერწმები.
ანგელოზებს  ვინაწილებთ  როლებად,
მერე  ისევ  ცოდვილ  სახლებს  ვეწვევით.

თუ  ვიღაცა  გიჩიჩინებს,  გაშინებს,
დაიკავე  სახარება  მოტივად!
მადლობა  თქვი,  თუკი  გადაგარჩინეს
და  ბოდიში  –  თუ  შეცდომა  მოგივა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები