ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მე-მო
ჟანრი: პოეზია
24 იანვარი, 2012


ბროლის სამყარო..

დღეს გამორჩეულად თბილა..
რა საოცარია ეს დილა..
მზის სხივმა გამინათა სულში დარჩენილი წყვდიადი..
გულის სიღრმეში მე ვიგრძენი რაღაც დიადი..
და მივხვდი ოცნებები ჯერ კიდევ ცოცხალია,
ჯერ კიდევ მაქვს ძალა ბრძოლის..
მზით განათებული ჩემი ოთახია,
ჩემი სამყარო ბროლის..
საწოლს მოვწყდი და ფანჯარა გავაღე..
უსიტყვოდ გადავხედე გზას..
აჰ, მგონი წუხელ მაგრად უწვიმია
და უქროლია ქარს..
ნაწვიმზე მიწის სურნელი საამო
შემომეხვია გარს..
ტკბილმა სურნელმა ოთახიც გაათბო
და მეც ავყევი გზას..
გზამ ოცნებათა სამეფოს მიმიყვანა
და რომ მივადექი კარს
უმალ ჟრუანტელმა ტანში დამიარა,
ვგრძნობდი ვკარგავდი თავს..
უცებ, გამოვფხიზლდი.. ტკივილი ვიგრძენი,
მაგრამ ნაზი გრძნობა ჯერ კიდევ თან მახლდა..
მივხვდი, პატარა, მეოცნებე ბავშვი
დიდი  ვერაფრით ვერ გახდა..
თუ გინდათ გეტყვით პატარა საიდუმლოს :
მე კი ამაზე გული არ დამწყდა..! :):):)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები