დღეს მოთოვს, მოთოვს, როგორც მე მინდა, ისეთი პირი უჩანთ ამ ფიფქებს. ხელს სანაპიროს ვუქნევთ გემიდან და მომავალი ურჩად გვაფიქრებს...
ითოვებს ხვალაც, მსგავსად განწყობის, ალბათ ზეგამდე ასე გაატანს. მერე ფანტელებს მიწა აწონის და მზე ვერ ჩახსნის დახშულ დარაბას. მელანი ციდან თეთრად მაწვეთებს, ყველას თავისი წილი დრო დასჯის, რადგან უღმერთო თვალებს აცეცებს და მლიქვნელობა არის მოდაში. ემოციების მეტი რა დაგვრჩა, ასე ნუ წირავ ყმაო შენს და–ძმებს. ჩამოაშორე მაჯას დამბაჩა, სანამ სისხლიან მკვლელად შეგრაცხეს…
ხელს სანაპიროს ვუქნევთ გემიდან და მომავალი ისევ გვაფიქრებს... დღეს მოთოვს, მოთოვს, როგორც მე მინდა, ისეთი პირი უჩანთ ამ ფიფქებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. დღეს მოთოვს, მოთოვს, როგორც მე მინდა, ისეთი პირი უჩანთ ამ ფიფქებს. ლამაზია:) დღეს მოთოვს, მოთოვს, როგორც მე მინდა, ისეთი პირი უჩანთ ამ ფიფქებს. ლამაზია:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|