ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მე-მო
ჟანრი: პოეზია
21 იანვარი, 2012


ჩაუმქრალი ლამპიონი!

ღვთისმშობლის ხატის წინ დავანთებ სანთელს,
ზეცა დამათოვს ალბათ კვლავ ფანტელს..
მხურვალედ ვილოცებ იქნებ გათენდეს?!
იქნებ ეს გულიც ოდესმე გამთელდეს..?!
ლოცვაში ვაქსოვ მთელ ჩემს დარდს წყეულს..
მაინც ვერ ვშველი მე შენს სულს ეულს..
და თუ ჩვენ გამო შენ იტანჯები,
გთხოვ, გვაპატიე.. ნუ გვიბრაზდები..
სანთელი ნელ-ნელა იწვის და დნება..
თითქოს მასთან ერთად ჩვენი გზებიც წყდება..
ჩრდილში ილანდება წლები წასული..
მხოლოდ მოგონება.. მხოლოდ წარსული..
ლანდები დაძრწიან ჩემს ირგვლივ ახლა
და კიდევ ერთი ოცნება წახდა..
წმინდა მარიამს ვთხოვ დაგიფაროს
და განსასჯელად ჩვენ დაგვიბაროს..
რა იქნებოდა არ გამქრალიყო
ის პაწაწინა ოცნება, ნაზი..
მის გარეშე ხომ მარტო ვარ.. მარტო..
და ცხოვრებამაც დაკარგა აზრი..
ამ სტრიქონებით გთხოვ პატიებას..
მე მათში ვაქსოვ მონანიებას..
მჯერა სიყვარულს და გულწრფელ სურვილს
დრო ვერ გააქრობს.. ვერ ჩაკლავს წყურვილს..
და ამ სიტყვებსაც ფურცელზე დაშლილს
შენთან გამოვატან მე დროის აჩრდილს..
თუმცა არ იყო შენი დღეები ქვეყნად მრავალი..
და დაგრჩა ასე უხმოდ, უმიზნოდ გზები სავალი..
მაინც იცოცხლებ სამუდამოდ ამ სტრიქონებით..
გზა გიბრწყინდება ჩაუმქრალი ლამპიონებით..!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები