ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პროზა
21 იანვარი, 2012


სისულელე ანუ ქილდიმი

ყველაფერი ამ ქვეყნად პირობითია....აი მაგალითად ...თუმცა არა, არავითარი მაგალითად!...მაგალითებს ისტორია გვაძლევს ხოლმე, უფრო ადრე კი სკოლაში გვაძლევდნენ მაგალითებს....ესეც ხომ მაგალითია?...მერე ქუჩამ მოგვაჩეჩა ბევრი და სულელური მაგალითები...საზოგადოებამ ხომ საერთოდ ჩაგვძირა მაგალითების ზღვაში...თითქოს ტაილანდიაო და ანდა იაპონია....ფუჰ...ფუჰ... არ გვინდა ასეთი მაგალითები.

მეორად ქვეყნებში როგორ ხდება ხოლმე?....დაიწყებენ რაღაც უაზრო, ტუტუცურ რევოლუციას და მერე ხალხი ეწირება....ბრმა ტყვია კლავს ყრუ პოეტს...რადგან ვერ გაიგო სროლის ხმა და ბედის ირონიით თუ რაღაც მისტიური მიზიდულობის ძალით ზუსტად იმ ქუჩაზე შეუხვია სადაც პოზიცია ებრძოდა ოპოზიციას!....ანდა ის როგორ მოგწონთ რომ ამ მთავრობამ ამინდი კი არა ჩვენც გაგვყიდა!... მალე მოვალე მოგვაკითხავს და აბა თქვენ იცით!... რაც მეტ შვილს გავაჩენთ ვალები გადანაწილდება და იქნებ მოგებაზეც წავიდეთ.?...

....ჰმ....მეცინება ახლა.....რადგან ვგრძნობ ,როგორ ცდილობთ ჩასწვდეთ რა იდეები ამოძრავებს ახლა ავტორს?...არავითარი!....რა დროს იდეებია როცა დღეს 17 00 საათზე, თბილისურ მყრალ სადარბაზოში, ვერაზე ,გააუპატიურეს თავისუფლება და ნაზი ფრთებიც მიამტვრიეს ბინძურ კედელზე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!.... საზოგადოებას კიდია ეს.... ხოდა დაიკიდოს ბატონო....

ხანდახან გვგონია რომ გვგონია და სინამდვილეში არ ხდება ასე...... ერთს უბრალოდ სჯეროდა, მეორე კი ვერ მიხვდა....აბა როგორ მიხვდებოდა, როცა იმის ნიჭიც არ ქონდა რამე გონებოდა..!....

კაი, ჯანდაბას რევოლუცია, ვალები, იდეური ფრენები და გაფრენები...მთავარი აზრი კი ახლა ჩამოყალიბდება....ზოგიერთის სურათივით, სოციალურ ქსელებში , ნისლში რომაა თითქოს  გახვეული......სიმკვეთრე მატულობს....მატულობს და .....

.P.S..........მის სურათს თვალებით აუპატიურებდნენ და მას  ეს ძალიან მოსწონდა, მერე უფრო შიშველი სურათი დადო და მეტსაც მიაღწია!... უკვე კომენტარით გააუპატიურეს, ბოლოს კიდევ რაღაც უნდოდა მაგრამ, მაუსით , კლავიატურით და ვინდოუსის პროგრამულ ჩარჩოებში მოქცეულმა, სხვა ვერაფერი შესძლო......



სერგეი ნეველი  21.01.2012 17:48:16

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები