ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მია დადიანი
ჟანრი: პოეზია
22 იანვარი, 2012


ქოფაკი



რა მარტივი არი დაბადება, სიცოცხლეს გაუძლო მთავარია.
კვირა, ქარის კაბით შემოსილი, მინდვრად ყირაზეც კი გადავიდა.
ტუჩზე ღიმილი რომ არ მშორდება, რძეა დედის თბილი მათარიდან,
მე ვგრძნობ, მედავება რახანია, ბედი ჩემი თავის სადავეებს .

ფრჩხილებდაკვნეტილი სიჩუმეა, შუბლზე ოფლის დამდის ნიაღვარი,
დავდგი საახალწლო ნაძვისხესთან, ჩემი გამოთლილი ჩიჩილაკი,
მთებმა, უთენია (ამაყებმა), თეთრი მწვერვალები მოიღერეს,
კვდება იანვარი სიბერისგან, ხოდა, თებერვალი გამოჩეკა...

მე კი დავაბიჯებ უხმაუროდ, თავში ნაცემ აგურს სისხლი ეწვის,
თოვამ გადაიღო. სიჩუმეა, ეს დღეც სპექტაკლივით იწურება
(მე რომ დავიბადე, მარტის თვეში, შუბლზე, ღმერთმა იცის, რა მეწერა)...
ვივლი მაწანწალა ქოფაკივით, როცა ღამე მოვა გარეწარი !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები