ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: იუმორისტული
29 იანვარი, 2012


კალია და ბაყაყი (ქილდიმური ზღაპარი)

ერთხელ  ,ერთი  პატარა და სულელი კალია  ტყეში წაფრუტუნდა  ,ტყეში რა უნდოდა არავინ იცის მარა....... ტყე–ტყე არ შეიძლება ,თან პატარა და  თან  სულელების სეირნობები...მააშ!...

რადგანაცა  იქა , ერთი  დიიიიდი  ბაყაყა  იყო, მშიერი და ზარმაცი ,  როგორცა ბებერი ებრაელი ,ცარიელსა მაღაზიასა შინა,  რომელსაცა ვაჭრობა  დაუვარდა .

ხოო  და ......ბაყაყა  რასა ფიქრობს  ..... " მშიაო და  განძრევა  მეზარებაო !... " თუმცა კი საჭმელი თავად მოდისო , მოხტუნაობსო  ჩემსკენაო , და მეო ,მე სულელი, რა ზარმაცუნა ვარ რომა, სქელი უკანალის განძრევა მეზარებაო...

კალია კი ამ დროსა  საამურადა მღეროდა ".... რა კარგიაო  ცხოვრებაო,  როცა ვიღაცა სულელუკები და სქელტრა.... ( უიიი!....  )  სქელუკანალებიანები ზარმაცობენო , მეო დიდხანსო ვიცოცხლებო და დავსტკბებიო ... დავსტკბებიო....

მაგრამ ო გაუტანლობავ!....( ეს წუთისოფელი გაახარებს ვინმეს ან რამეს განა ?......( დ. გურამიშვილი)... ო მუხთალო  წუთისოფელო ,კალიურო  და ბაყაყურო !... ხანდახანა კი ადამიანუროცოო ... ტყეში მეტყევე გამოჩნდა,  დიდი ჩექმებით მობაკუნობდა , დიდი თოფი აეკიდა , თან გზადაგზა იფურთხებოდა .

ჯერ კალიას დაადგა ფეხი და" ჭყლიტ" გაუკეთა , მერე ბაყაყას  მიადგა და ისიც ააფართხალა,  გააბრტყელა  !...

მერე გზა გააგრძელა და ერთი უბედური , საშინელი არსება შემოეყარა!!!!...

ის არც ქალი იყო , არც ბავშვი,  არც მამაკაცი , არც დიდი , არც პატარა .... (ნუ ყოველ შემთხვევაში ქსელში ასე ჩანდა)

–––შესდექ!...  ვინ ხარ ?....შეყვირა მეტყევემ , თვალები მოჭუტა  და ყოველი შემთხვევისთვის თოფი გადატენა.

საშინელი არსება მოტრიალდა და უცებ ადამიანივით ამეტყველდა: ( ტექსტური შეტყობინების ენაზე)

––არაფერი დამიშავო..  ო ადამიანო !...  მე ერთი უბრალო  საიტის    მომხმარებელი ვარ !... ვირტუალური არსება  , უსქესო და მსოფლიო პოლიტიკასავით  ცვალებადი !..... ეს ნიღბებია , ნუ გეშინია ,  ნუ გეშინია არაფერს ვაკეთებ ცუდს , თუ ვაშავებ მხოლოდ  უსაქმურობითა და უპონტობითაა გამოწვეული,დაუკმაყოფილებელია ჩემი სურვილები , გახმა ვნების ყვავილები ! დამეძაბა  ექსგიბიციონისტური გადახრები.......  ოოოოოოოოოოო....

––და ვინაა, ვინაა რომ  ასეთი გაგხადა ?...ასეთი ცხოვრება შემოგტენა ?.... განა ალტერნატივა არ გაქვს?....არჩევანიიი?.....

–––ეეეეჰ.... ერთ დროს მეც ადამიანი ვიყავი , ახლა კი მხოლოდ  ლანდი ვარ , მხოლოდ სურათი, ავატარი ანუ ..... ფანტაზიის ნაყოფი,  სისულელეს  დაქვემდებარებული!..  საიტდამოკიდებულობის მწვავე  სინდრომით მძიმედ დაავადებული!...ვცდილობ  მოვინანიო , ძალიან ვცდილობ...
–––ისე რა სულიერი მამა მე ვარ და......მაინც  როგორ ცდილობ შე უბედურო ,ამ გაორებული ცხოვრებით წამოკიდებული ცოდვის ტომრის თრევას?....----ჰკითხა მეტყევემ და მისგან უჩუმრად ორი დიდი ცრემლიც  მოიწმინდა.
–––ნაწარმოებებსა ვდებ  ბატონო,  ნაწარმოებებს !,... სიყვარულზე  ,ერთგულებაზე , მეგობრობაზე , ქიმერად ქცეულ სამშობლოზე ,სარწმუნოებაზე  !.....სარწმუნოებაზეეეეეეე!.......

–––რაოოო  ?...ასე გინდა მოინანიო?.....და  ვის ატყუებ  შე ფარისეველო !...----გადაირია მეტყევე  -----..... შე ვირტუალურო არარაობავ!...ელექტრონულო მტვერო!....განვედ სატანავ !....  ადამიანი აღარ ხარ შენ!... შენში აღარაა  სულიწმინდა !... შენში აღარაა ღვთიური მუხტი !... ღვთიური ნაპერწკალი და საწყისი!.... განვეეეედ!.!!!!!!!!......წყეულიმც იყოს I.P. მისამართი შენი!!!!!!!!.....

და დაიქუხა თოფმა !.... თოფი ჰოლანდიური წარმოებისა იყო , ( მაპატიოს საიტის ცენზურამ  და ადმინისტრაციამ რომ იარაღი გამოვიყენე !.. ) იარაღი ხომ აკრძალულია , პაცეფისტური თვალსაზრისით ალბათ ... აბა იეღოვას გამო ხომ არა ?... არ გადამრიოთ!!!...

ხო და რას ვამბობდი ?...  აღარ მახსოვს .....  თოფმა დაიქუხა ?...  არააა !!!... მე რა?.... მკვლელი კი არ ვარ!...  ყველა თავად იკლავს თავს ... ხოლო თუ ვინმეს სურვილი აქვს , თავად (      არ !......    )  დაამთავროს ეს ამბავი....

P.S.  არც ერთი იყო  მისიონერი და არც მეორე განკითხვის ღირსი...ორივე ბედკრული საქართველოს შვილები იყვნენ...ხოლო ბაყაყი და კალია?...ეს ისე...უბრალოდ, რამეთი ხომ უნდა დამეწყო ეს ზღაპარი....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები