ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ქებულაძე
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2012


,,გან–მარტება''

მარტივად  ამარტებულ  განწყობას  ვიმარტივებ,
ქარები  წრიალებენ  ჯიუტი  მანერებით.
ესაა  მეგობარო  ცხოვრების  ,,სიმარტივე’’ –
ერთმანეთს  ვითვისებთ  და  არასდროს  არ  ველევით.

მეგობარს  სიკეთისთვის  არ  ვუხდი  ჯამაგირებს,
ეშმაკებს  სულს  არ  ვჩუქნი,  ზნეობის  დარაჯი  ვარ.
მჯერა  ეს  სიყვარული  ასმაგად  ამახირებს,
მადლობა  ღმერთს შევწიროთ,  ქვეყნად  რომ  გაგვაჩინა.

თუ  ნაღდი  ერთგულების  უნარი  გაგაჩნია,
სიმბოლურ  მონატრებას  მუხლმოყრა  არ  ჭირდება.
ცხოვრებაც  აცელქებულ  ბავშვების  თამაშია,
ბავშვური  სიდინჯე  და  ბავშვური  დაჟინება.

ესაა  მეგობარო  ცხოვრების  სიმარტივე,
ერთმანეთს  ვითვისებთ  და  არასდროს  არ  ველევით.
ეს  მარტიც  ამარტებულ  განწყობას  იმარტივებს,
ქარივით  მოწრიალე  ჯიუტი  მანერებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები