ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ქებულაძე
ჟანრი: პოეზია
4 თებერვალი, 2012


ნოსტალგია

მე  შენთან ერთად  გატარებულს 
ვნატრობ  ძველ  წუთებს,
ვზივარ  დღიურთან, 
გადაცვეთილ  ფურცლებს  ვიხსენებ...
ასეც  რომ  იყოს
და  ქვეყანა  დღესვე  შეწუხდეს, 
შენთვის  დილიდან  დავღამდები,
გწამდეს, 
ისევე.

მე  შენთან  ერთად  გატარებულს 
ვნატრობ  ძველ  წამებს,
როცა  მჯეროდა 
ოცნებების  თეთრი  აფრების...
და  კარგად  იცი,
მხოლოდ  შენთვის  რატომ  ვეწამე,
რატომ  გპირდები,
რომ  უშენოდ  ჯერ  არ  გავქრები.

მე  შენთან  ერთად  გატარებულს 
ვნატრობ  იმ  დღეებს,
როცა  ვფიქრობდი,
განთიადზე...
მზეზე...
ფიქრებზე...
მენდე  და  გული  შენს  დიდებას
ხვალაც  იმღერებს,
რადგან  ახლაც  კი  მონატრებულ
სიზმრებს  ვიქეზებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები