ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არმენ არუთინოვი
ჟანრი: პოეზია
7 თებერვალი, 2012


პოეტს

,,შენ ადრე სხვა პოეტში როგორღაც ამერიე,“-
გითხარი და სახეზე ტკივილი აგაკარი
(მის მოკვლას ნუ ეცდები, პოეტი ქიმერაა,
თუ მკვლელიც პოეტია, რაღაა გასაკვირი).

მივხვდი, რომ მოგექეცი მე არამართებულად,
კანკალმა აიტანა შენ ხელში სიგარეტი,
სხვას სთხოვე მოკიდება. ჩემს მიერ  ანთებული
ასანთი ჩაიწვა და უმთავრესს მივადექით.-

ხელ-კავი გამომდე და კეთილად ჩაგეღიმა,
ხომ არის გაღიმება მალამო უებარი?!
შენ ალბათ მაპატიე, რადგან იმ საღამოდან
ჩვენ ჩვევად გადაგვექცა ლექსებზე საუბარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები