ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პროზა
12 თებერვალი, 2012


მოპოვებული თავისუფლება

გაეღვიძა. თვალები დაჭყიტა, მაგრამ ირგვლივ სიბნელე გამეფებულიყო. გაზმორება დააპირა, ისე ჩაჭედილიყო... ვერც კი გაინძრა. მიაყურადა, არსაიდან ხმა.
“ერიჰა, ასე უნდა ვიყო? რამე უნდა ვიღონო, რომ თავისუფლება მოვიპოვო”. გაიფიქრა .დახუჭა და ისევ გაახილა თვალები. არაფერი შეიცვალა, ისევ სიბნელე და სიჩუმე.
დააკაკუნა.
- კაკ-კუკ!- მიაყურადა. არანაირი პასუხი, თუმც საიდანღაც ყრუ ხმაური მოესმა.
-კაკ-კუკ! კაკ-კუკ!- დააკაკუნა უფრო ენერგიულად.
-კაკ,კუკ!- უპასუხეს გარედან.
-კაკ-კუკ! კაკ-კუკ!- უფრო მონდომებით გააგრძელა კაკუნი.
-კაკ-კუკ! კაკ-კუკ!- უფრო ხანგრძლივად უპასუხეს გარედანაც.
-კაკ-კუკ! კაკ-კუკ! ჭახ!- გაისმა და გაჩენილი ბზარიდან სინათლის სხივი და სუფთა ჰაერი შემოიჭრა.
-კაკ-კუკ!ჭახ! – ბზარი გაფართოვდა.- ჭახ! ჭახ! ... და ნაჭუჭი ორად გაიპო.
-წია, წია!- ამაყად წაიწივწივა წიწილამ და მოპოვებული თავისუფლებით  კმაყოფილმა კრუხის თბილ ფრთას შეაფარა თავი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები