ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პოეზია
16 თებერვალი, 2012


მე უფლისათვის მაქვს მინდობილი

მე უფლისათვის მაქვს მინდობილი
მე თავს არაფრით არ მოგაძალებ,
ნაბიჯს არ წავდგამ შენსკენ,
თავის  მართლებას არც კი დავიწყებ,
უბრალოდ თუ არ მენდე.
მოწმედ, მსაჯულად ორი რამეა:
ღმერთი-გამრიგე არსთა,
მეორე არის სინდისი ჩემი,
განმკარგავია არსთა.
აღარ გიყვარვარ, აღარ გიზიდავ...
ატანა არის ძნელი,
მე უფლისათვის მაქვს მინდობილი,
განსჯა შენი და ჩემი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები