ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ქებულაძე
ჟანრი: პოეზია
19 თებერვალი, 2012


ამ ბოლო ლექსამდე...

ქალისთვის  შექმნილი  ათასი  ლექსიდან
თითოში  ჩაქსოვილ  მძივებად  მოსჩანხარ.
იმ  ღამით  ქვეყანას  მშვიდად  რომ  ეძინა,
სიფხიზლის  ეტლიდან  გიცქერდი  ყოჩაღად.

ვისხედით  შორი–შორს,  თუმცაღა  ახლოდან
ფაქიზად  მოსული  რითმები  გვესმოდა;
ერთ  დღესაც  ავხედეთ  ჩვენ  მაღალთაღოვან
ცათამბრჯენ  მონასტერს  წმინდანთა  ეზოდან.

იცი  რომ  მიყვარხარ,  შენი  ვარ  მოყვასი
და  ისიც  იცი,  რომ  შენიდან  ვიწყები.
თუ  გახსოვს,  ერთმანეთს  მირონი  მოვასხით,
შეგვეხენ  მეფეთა  ქვები  და  მიწები.

ყოველგვარ  ფიცის  და  მტკიცების  გადაღმა
პირობას  გაძლევ,  რომ  დავრჩები  შენს  სულთან!
ახალი  ხე  დავრგოთ,  ძველი  თუ  გადახმა,
სანამდე  საათი  ბოლოჯერ  შესრულდა  –

ქალისთვის  შექმნილი  ათასი  ლექსიდან
ქალისთვის  ,,არშექმნილ’’  ამ  ბოლო  ლექსამდე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები