ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პროზა
20 თებერვალი, 2012


ბიო

საოცარი არსებანი ვართ ეს ადამიანები და ქართველი ადამიანები ხომ გამაოგნებლად საოცარნი და დასაჯერებლად და გასაგებად რთულნი. რატომ? რატომ და მაგალითს მოგიყვანთ.
მაგალითი 1. სიგარეტის კოლოფის თითქმის ნახევარი დაფარულია წარწერით: მოწევა კლავს, მოწევა იწვევს სიმსივნურ დაავადებებს.... და მაინც ვეწევით.
მაგალითი 2. მხოლოდ საქართველოში, პროდუქტი, რომელიც უნდა ჭამოს ადამიანმა, რომელიც უნდა იყოს ჯანმრთელი_არის საზიანო. თუ კარგად დავაკვირდებით რძის პროდუქტების 90%-ს, მის შემცველობაში არის სახამებელი და მცენარეული ცხიმი, კერძოდ ყველაზე იაფი , სოიას და პალმის ცხიმი, რომელიც მავნებელია ორგანიზმისთვის. ხაჭოს შენახვის ვადა იმაზე მეტია, ვიდრე უნდა იყოს ან კიდე რძეში და მაწონში რა უნდა სახამებელს და მცენარეულ ცხიმს? ხო, ეს მხოლოდ საქართველოში ხდება.
3. მხოხლოდ საქართველოში ხდება ასეთი რამ რომ ამდენი ნოყიერი მიწები გვაქვს და მაინც თურქულ ნიორს, ხახვს, კარტოფილს მივირთმევთ, სომხურ კომბოსტოს და სტაფილოს გეახლებით, ბერძნულ _ფორთოხალს და ისრაელიდან საგულდაგულოდ ჩამობრძანებულ ვაშლს.
4. საქართველოში ყველამ ვიცით კაზინოების მიჩვევადობის ამბავი, მატი დამღუპველი და ადამიანების გამატუტუცებელი თვისება და ყველა ფეხისნაბიჯზე კაზინო (სამორინო, როგორც დიდი ილია ამბობდა) გვაქვს გახსნილი. თითქოსდა ამ საწყალი ხალხის ნებას ვცდიდეთ, თითქოსდა არ ეყოფათ მათ გასაძლები და დასაძლევი ამ ცოდვებით გაჯერებულ ქვეყანაში.
5. მხოლოდ საქართველოში იზრდება ნაგვის რაოდენობა, ელექტრო ენერგიის დახარჯული კილოვატების რაოდენობის პირდაპირპროპორციულად (თითქოს გაზით ვინც თბება, ის თავისუფალი იყოს ნაგვისგან_ალბათ გაზთან ერთად წვავენ ნაგავსაც )
6. მხოლოდ აქ, ჩვენთან , ჩვენს სამშობლოში, გვერდითა დაწესებულებაში რომ გააგზავნო წერილი, ფოსტას უნდა დაუკავშირდე, გადაუხადო იმაზე მეტი, ვიდრე ამანათის ამერიკაში გაგზავნა ღირს და მერე ეს წერილი ჯერ ფოსტაში გააგზავნო და მერე დანიშნულების ადგილას (მე კიდე მეგონა რომ მხოლოდ სვანები უჩვენებდნენ მარჯვენა ხელით მარცხენა ყურს.)
7.ყველამ ვიცით რა მავნებელია გაზიანი სასმელები, სხვადასხვა ემულგატორებით გაჯერებული საკვები და მაინც მივირთმევთ.
8. მხოლოდ აქ, საქართველოში იხსნება ამდენი საავადმყოფო, ცარიელი საავადმყოფო. ცარიელი რატომ? აბა მიმიხვდით. ამდენი სამედიცინო დამთავრებულია და მათგან ნამდვილი ექიმი_10%-იც არაა. ამდენი ავადმყოფია და გამოჯანმრთელების მცდელობის შემძლებელი კი მხოლოდ 10%.
უჰ, კიდე რამდენი მაგალითი მაქვს ჩვენი , ადამიანების და კერძოდ ქართველი ადამიანების პარადოქსული ბუნების მაჩვენებელი, ნეტა იცოდეთ. ან კი რად გინდათ ამის ცოდნა, არ ცოდნა ხომ უფრო ადვილია_სინდისი და გონება დასვენებულია: არ იცი ესეიგი არ აშავებ. არ იცი ესეიგი_წყნარად ხარ.
თუმცა...
თუმცა, ცხოვრებაში, სამწუხაროდ დგება ისეთი მომენტები, როცა ცხოვრება ისე მაგარ ალიყურს გაჩუქებს, ისე მაგრად შეგაჯანჯღარებს , სურვილიც კი გიქრება მიქარვის და დედი....-ის ჭამის დიდი ხნით, დროებით მაინც.
ხანდახან ადამიანები მაღალსართულიდან გადმოკიდებულ არსებებს ვგავართ: არასწორად იკვებები, წონაში მოიმატებ და ჩამოვარდები. სიგარეტს მოუკიდებ_დაიწვება თოკი და ცამოვარდები. ამერიკული ფილმი „ხერხი“ გამახსენდა. მასში ადამიანები დაუდევრად ეპყრობიან საკუტარ სიცოცხლეს, სანამ ცხოვრების ბოროტი ირონია არ აგრზნობინებს სიცოცხლის სურვილს, წყურვილს და ფასს.
ბავშვობიდან ვცდილობდი ნიშნების ამოცნობა მესწავლა, ყველაფერ ცუდში ნიშანი დამენახა და მორალი გამოპმეტანა.
ასეთი მორალის გამოტანა მომიხდა მაშინ, როცა თოდუას კლინიკაში ენცეფალოგრამის სპეციალისტმა კარი ფართოდ გამიღო და ლამის წიხლისკვრით გამომისტუმრა კაბინეტიდან, მის ოთახში რომ არ ავცინგლებულიყავი მამაჩემის სურათის პასუხების მოსმენის შემდგომ.
მეც სხვა რა გზა მქონდა, წამოვბარბაცდი და მანქანაში ვიჯერე გული. გავქანდი ონკოლოგიურში, იმის იმედად, რომ ქართველი ექიმები ხშირად ცდებიან, თუმცაღა, ონკოლოგმა ენცეფალოგრამის სპეციალისტის სპეციალისტობა დაადასტურა დასტურით ყველაზე უარეს შემთხვევაზე და დააყოლა_საწყალი, რამდენიმე თვე_აქეთ წახვალთ გველეშაპი შეგჭამთ, იქით_ბაყბაყდევიო. ოჰ, როგორი მადლიერი ვარ იმ ონკოლოგის, მან, წინარესგან განსხვავებით, მაცალა იქ გულის ჯერება და ჩვეული გულგრილობით უყურებდა სურათს. არანაირი შანსი_მიდი იტირე შვილო ჩემო!
მამას ამის შესახებ არაფერი იცოდა. საბჭო და სხდომები მის გარეშე იმართებოდა ფარულად და მალულად. თუმცა... თუმცა, ამხელა კაცი სულელი არაა და დედაჩემის გადამეტებულმა ყურადღებამ და მოფერებამ დააფიქრა და დააეჭვა. სიგარეტის დამხრცოლავი ბოლი შეცვალა გლიცერინის ორთქლმა და სიგარეტის კოლოფი, ძვირიანი ელექტრო სიგარეტის ფისტონების ყუთმა. ახლა ამ ელექტრო მაქინასაც იშვიათად ეწევა და გაოცებულია რა მოსახერხებელია, არც საფერფლე უნდა და არც სანთებელაო, არც აივანზე გაყინვა და არც შარვალ-კოსტუმის ამოწვის საშიშროება არისო. არადა ბავშვობიდან ეწევა და ცალსახად გვითხრეს_მისი დიაგნოზი მოწევითაა პროვოცირებულიო. და მამას სიტყვებუ: თუ მაინც უნდა მოვკვდე, მითხარით, ნორმალურ სიგარეტს მაინც მოვწევო.
აი მწარე მორალი! თუ უიმისობა?
ბოლოს საბჭომ გადავწყივიტეთ წაგვეყვანა თურქეთში, აბა საქარტველოს ონკოლოგები ხომ მკვლელები არიან! ამას თამამად ვამბობ, ხმამაღლა და თავაწეული! აბა ვინმე შემომედავოს. მხოლოდ საქართველოში, ონკოლოლოგიურში არაა ნორმალური ტუალეტი, მხოლოდ აქ, ონკოლოგიური საავადმყოფო გავს ნაგავსაყრელს და ქიმიის, წამალის მთელი დღის დოზას, საქართველოში 1 საათში უსხავენ პაციენტებს. ასევე საქართველოში ბიოფსიის პასუხი 2 დღეშია, როცა სხვაგან_1 კვირაში_რა ყოჩაღები ვართ ეს ქართველები, ყველაფერში პირველები და ნიჭიერები.
ჩემმა ძმამ ამ განსაცდელში დადებითი მხარეც აღმოაჩინა, მამა ეკლესიაში წაიყვანა, აზიარა, აღსარება ათქმევინა და შვიდგზის ზეთისცხებაც ჩაუტარა მამაომ_მამა ცხოვრებაში პირველად ეზიარა საკურნებლად სულისა და ხორცისა და სადიდებლად უფლისა!
შემდეგ...
შემდეგ იყო გაცილება და ცხოვრებაში პირველად შემეშინდა სახლში მარტო დარჩენის. ეს ამოუხსნელი შიში იყო. ცხოვრებაში პირველად მომინდა რომ ბავშვებს გაჰღვიძებოდათ და ეხმაურათ!
ჯერ მამა და ჩემი ძმა ჩავიდნენ სტამბოლში. აი იქ კი...
იქ დარწმუნდნენ რომ ქართველები ყველგან ბოლო ადგილზე ვართ. აქ, საქართველოში, თუ უცხოელი დგას შენს შემდეგ, იმას გაუშვებენ ურიგოდ, რადგან უცხოელია და პატივი ხომ უნდა ვცეთ?! აი თურქეთში კი, პრიორიტეტი თავიანთ ხალზე აქვთ აღებული. მამას რადიოაქტიული ნივთიერება დაალევინეს, დაზიანებული ადგილების ინდიკაციისთვის და ოთახიდან გამოსვლა აუკრძალეს. 16 საათი აშიმშილეს და ...
წევს რადიოაქტიული მამა რაღაც ოთახში და ბუნებრივი მოთხოვნილება გაუჩნდა.
-ჰოი! ხახლნო!!! არის აქ ვინმე ჯოუ! ხალხნი არა ხართ?! ბოლოს ბავშვობაში ჩატარებული ინგლისურის გაკვეთილები გაახენდა:
-ჰეეეელპ მი!!!! ჰელპ მიიიიიიი!
როგორც იქნა ვიღაც მოვიდა , ღვთისნიერი და წაიყვანა. მერე დერეფანში გამოვიდა და ექიმნს დაუწყო ძებნა. მაშინ უნდა გენახათ ექიმების წიოკი_თქვენ საშიში ხართ და ოთახში უნდა დარჩეთო.
-კი მარა ჯო, იმათთვინ თუ საშიში ვიყავ, მე რა ნიკელის კი არ ვარ ამათი ....სისხლი გათეთრება არ დამმართონ ამ მკვდარძაღლებმა!!!_ჯავრობდა მამა.
მისი პროტესტიც საფუძვლიანი იყო.
-აბა, ჩემი წინაპრები არ დამცინებდნენ რომ მეთქვა, თურქებ ჩავუგდე ჩემი სიცოცხლე ხელში გადასარჩენად თქო?! _იცინოდა საკუთარ თავზე.
1 კვირა ისე გავიდა, ყველა ანალიზის პასუხს ვერ აღირსეს და ჩემი ჩასვლა გახდა საჭირო_შენაცვლება ძმისა.
დავტოვე ბავშვები ცრემლით და დარდიანი გულით, მოვუზიდე საჭირო პროდუქტი და სადილებიც დავუტოვე_არხეინად რომ წამოვსულიყავი. სამსახურის საქმეებიც სინათლის სიჩქარით ვაგვარე და....
აგერ აეროპორტში ვარ.
არაერთხელ დამჭირვებია ეს ფრტებიანი რკინის ჯართი მანამდეც, მაგრამ ეხლა სულ სხვა გრძნობას შევეპყარი_შიშს. სიკვდილის შიშს. ცხოვრებაში არასდროს შემშინებია სიკვდილის_ეხლა ვაცნობიერებდი რომ ამის უფლება არ მქონდა და რომ ეს ყველაფერი ჩემზე ყველაზე ნაკლებად ხდებოდა დამოკიდებული_ეს უფრო მაშინებდა. მატარებლიდან და ავტობუსიდან ქემაინც გადმოხტები და ამ დასაწვავი თვითმფრინავიდან სად უნდა გადავხტეთქო ვფიქრობდი.
2-3 წლის უკან მხოლოდ ჩასასხდომ პუნქტთან გამოწმებდნენ, აქ კი აეროპორტშიაც არ შეგიშვებენ შეუმოწმებლად. ჩავაბარე ბარგი და თვალცრემლიანი დავემშვიდობე მეუღლეს სიტყვებით_თუ რამე მომივა, იცოდე ბავშვებს მიხედე. თუ ცოლს მოიყვან ბავშვები დედაცემთან გაიზრდებიან, დედინაცვალს არ ჩავუგდებ ხელში, ანდერძი ასე მაქვს შედგენილითქო_შევაშინე, თორემ ანდერძის დაწერის თავი მქონდა?!
გაჭედილი ავტობუსით მიგვიყვანეს თვითმფრინავთან. ჩემი ადგილი არის 21 დ. დავსკუპდი ფანჯარასთან, ზედ ფრთის თავზე. მოვიდა ვიღაც გოგონა და მეუბნება:ეტა მოიო მესტო_უხ რამდენი ვაგინე გულში. გამიხარდა მერე, ნისლი იყო და მაინც არაფერი ჩანდა, თუმც იმ ოხერს, მთელი გზა მაინც ეძინა, ისე რომ გამცილებელმა ძლივს გააღვიძა და სკოლაში წამსვლელი მაბშვივით კარგა ხანი იჯდა და გონს მოდიოდა. აი მე კი ორჯერ ჩამეძინა და ისეთმა დაფეთებულმა გავიღვიზე 3-4 წუთში რომ ხალხი შევაშინე. მერე ჩემი წიგნი გადავშალე და კითხვა ვცადე, მაინც მაკიმარებდა. მერე მძიმე როკის მოსმენამ გამომიყვანა სიმძინარიდან, ძილის შემოტევისგან დამიხსნა.
ჩამოიწია ეკრანი და გვაჩვენებენ რა გემრიელი კერზები მზადდება პეგასუსის სამზარეულოში. გულში გავიფიქრე ალბათ დაამატეს საჭმელი თქო, მაგრამ როგორ შევცდი, როცა დავინახე, პატარა ბუტერბროდში როგორ მიაწოდა პირველმა შეთავაზებისგან თავბრუდახვეულმა მგზავრმა სოლიდური კუპიურა და თავადაც გაოცებული დარჩა ხურდის სინაკლულობით. მგონი მასაც უფასო ეგონა და მერე იხტიბარი არ გაიტეხა. სალონის მეორე ბოლომდე პეგასუსის სამზარეულოს შედევრებით დატკბობის მსურველთა რიცხვი ნელ-ნელა იკლებდა. იმედგაცრუებული გამცილებლები, რომელტაგან 2 საკმაოდ სიმპატიური ახალგაზრდა მამაკაცი იყო,მიაგორებდნენ ბორბლებიან ლანგარს.
აგერ თვითმფრინავმა კი დააგვიანა აფრენა, მაგრამ მაინც აფრინდა და ჩემი გულიც საგულედან ლამის ამოვაარდა. მესიჯის მიწერაღა მოვასწარი, რომ ეხლა მივფრინავდი და ტელეფონი გამოვრთე შეშინებულმა. ტურბულენტობამ თვითმფრინავი ბევრი ანჯღრია და სავარძლის სახელურებს ჩაფრენილი ვლოცულობდი გულში. პატარა ეკრანი გვამცნობდა სად და როგორ მიფრინავდა ჩვენი ბორბლებიანი და ფრთებიანი ჯართი (ბოლო მაინც მაგია თვითმფრინავის).
როგორც იქნა დავეშვით. ყურები ამტკივდა. აგერ კიდე დავეშვით_უვე მეწვის ყურები და მიწივის, უფრო და უფრო მკტივდება და... საოცარი ოსტატობით აჯენს თვითმფრინავს ტრასაზე პილოტი. რააღაც არაპოპულარულ აეროპორტში დავეშვით, ადგილიც ბევრი იყო და ტრასაც გლუვი და სუფთა. ისე დავეშვით, წარბიც არ შემტოკებია.
ძლივს ავახიე ტანი სკამს, წავლასლასდი გასასვლელისკენ უძინარი და დაღლილი. ძლივს ვეღირსე ბარგს და გასასვლელში დამხვდა სიმპატიური თურქი მძღოლი, ჩემი და ჰოსპიტალის სახელით ხელში. ეგრევე შემიმსუბუქა სიმძიმე და ასევე მსუბუქად და თბილად მიმიყვანა სასტუმროში, რომელიც ჰოსპიტალს ემსახურება.
გაუხარდა მამას ჩემი დანახვა. დაიწყო წუწუნი, რატომ გაწვალებენ, დიდი ხანი კი არ ვაპირებ აქ დარჩენას, ბავშვები რას დაგატოვებინესო, მაგრამ მალე სხვა , სამსახურებრივ საქმეებზე გადავერთვეთ და საუზმის დროსაც საქმიანი საუბრები გვქონდა.
ექსკურსი ჩამიტარეს, გამაცნეს იქავრობა, ექიმის სავიზიტო ბარათებიც გადმომცეს და ისე დავბრუნდით სასტუმროში.  ამ დროს ჩემი ძმა შეუძლოდ გახდა და გამაგზავნეს აფთიაქში. გავიქეცი. მაგრამ დიდი იმედგაცრუება შემხვდა, როცა აფთიაქარებმა, რომლებიც ამხელა საავადმყოფოს ემსახურებიან, არც ინგლისური იცოდნენ და არც რუსული. ვერაფრით გავაგებინე რა მინდოდა. დარეკეს რუსულის მცოდნესთან, იმანაც ვერაფერი გაიგო. ვცადე ტელეფონში გუგლის თარჯიმანი ჩამერთო, მაგრამ მათი უკაბელო ინტერნეტი თურმე სხვანაირად ირთვება, ბრაუზერით თუ არ შეხვედი და „ლოგინი“ არ გაიარე, გინდ იყავი შეერთებული უკაბელოზე და გინდ_არა. მეც ვერაფერს ვაგებინებდი და მოკლედ მტელი ჩემი ქალური მომხიბვლელობის, მთელი ნიჭის, ცოდნის და პანტომიმური უნარის გამოყენების შემდეგ როგორც იქნა რაღაც წამალი მომცეს, რომელმაც იმოქმედა და გადავრჩი ქილიკს.
სანამ სტკიოდა თამამად გაიძახოდა აღარაფერს შევჭამო. როგორც კი ტკივილი უყუჩდა
-დაავიწყდა დანაპირები, გემოზე დანაყრდა და უფრო მეტიც და შემდეგ გადაწყვიტა ქალაქი დაგვეთვალიერებინა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ფრესკაული ვულოცავთ დაბადების დღეს