ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
20 თებერვალი, 2012


ლალი და ნათია

ლ– ავად გამიხდა თოჯინა,
ჩემი პატარა გრეტა,
ერთი თეთრიც არ მიჭყავის,
უფულოდ რა ვქნა ნეტა?
მეზობელს უნდა ვესესხო
თუნდ ათიოდე ლარი,
თუ კი არ მომცა, რაღა ვქნა?
ვაიმე, ჩემი ბრალი.

გოგო, ნათია, მისმინე
რა გასაჭირი მადგას,
ჩემი პატარა გრეტუნა
წუხელის ცუდად გახდა.

ნ– უი, დამიდგეს თვალები,
ალბათ გაცივდა ლალი,
სულ ონკანის ქვეშ თამაშობს,
იხვივით უყვარს წყალი.

ლ– სიცხე აქვს ძლიერ მაღალი,
ტკივა ყელი და ყური,
ექიმთან მინდა მიყვანა,
მშვიდად მექნება გული.
ეგება  რამე მასესხო,
გექნება ცოტა ფული.

ნ– რამე რომ მქონდეს, გეთაყვა,
არ გაგაწბილებ ლალი,
ვფიცავარ ყველა თოჯინას,
მაქვს მხოლოდ ერთი ლარი.

ლ– რა ვქნა , რა წყალში ჩავვარდე,
ექიმს რა მივცე, მითხარ?
არც დაზღვევა მაქვს, უწამლოდ,
როგორ დავტოვო დიდხანს?

ნ– ისევ შინაურ რეცეპტით
იქნებ ვუშველოთ რამე?
ვარდის ნაყენი მიეცი
და ოფლს მოადენს ღამე.
ხველებისათვის დაიკო,
კამის ნახარში ასვი,
ძმრის საფენები დაადე
და გამორეცხე ბავშვი.

ლ– შენ გაიხარე, მადლობა,
ტვინი დამებნა ისე...
რამე რომ მომგონებოდა,
წუხელ ვიზამდი მყისვე.

ლ და ნ– ვაი,ეს რა დრო დაგვიდგა,
თვით ექიმიც კი წახდა,
უფულოდ ფეხებს გაჭიმავს,
თუ ვინმე ავად გახდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები