ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ქებულაძე
ჟანრი: პოეზია
4 მარტი, 2012


თეორია

ქარბორბალა  შემოგისევს  თმებში  ნიავს
და  ცრემლისგან  გაგიმშრალებს  მაგ  ხარბ  თვალებს.
მგონი  ახლა  სამყაროსაც  ეშინია,
თუკი  ვინმე  წუთით  მაინც  გაგახარებს.

თეთრ  მწვერვალებს  ცეცხლში  წვავენ  როგორც  დარდებს
და  ტყეებში  გაჩენილი  ქარი  ქრება.
ნოსტალგიის  ღრმა  მორევში  გადამაგდებს
მომავალზე  წარსულიდან  დაფიქრება.

ახლა  ხავსით  შემოსილი  მეფობს  გული,
ეს  დუმილიც  მელოდიურ  გამებს  დახევს.
კართან  დგახარ  და  არახარ  შემოსული,
თუმცა  გულში  ხანძარივით  გამეჩაღე.

ქარბორბალა  რომ  მოგისევს  თმებში  ნიავს
და  ცრემლებით  ამოგივსებს  დამშრალ  თვალებს..
უშენობის  მარტო  მე  რომ  მეშინია,
ვერ  გავიგე,  ასეთი  რა  დავაშავე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები