II
ყველაზე მძიმედ ის დილა მახსენდება, პლაჟზე რომ გამოვედი და იქ აღარ დამხვდი. გული დამწყდა, მაგრამ თავი იმით ვინუგეშე, რომ მალე გამოჩნდებოდი. ლოდინი თანდათან აუტანელი ხდებოდა. ნერვიულობის დასაფარავად წყალში შევდიოდი, რამდენიმე ათეულ მეტრს გავცურავდი და უკან გამოვდიოდი. სანაპიროს თვალიერება დავიწყე, - იქნებ ცოტა მოშორებით გადაინაცვლა მეთქი. არსად ჩანდი. ჩემებიც გამოვიდნენ პლაჟზე. საათს დავხედე, თერთმეტს რაღაც წუთები აკლდა. შენი მოძებნა გადავწყვიტე, მაგრამ სრულ გაურკვევლობაში ვიყავი, საიდან უნდა დამეწყო ძიების პროცესი, ან ოჯახის წევრებისთვის რა უნდა მეთქვა, სად მივდიოდი, ვერ გადამეწყვიტა. იმ დასკვნამდე მივედი, რომ ყველაზე ლოგიკური იქნებოდა რკინიგზის სადგურზე მომეძებნე, თბილისისკენ გასამგზავრებელი ტრანსპორტი იქიდან გადიოდა, იქვე ჩამოივლიდა ბათუმი-თბილისის მატარებელიც, თუმცა ეს უკანასკნელი მალე გამოვრიცხე, რადგან გამახსენდა, რომ დაახლოებით ღამის თორმეტ საათზე ჩამოდგებოდა ქობულეთში. გამოდიოდა, თუ ტრანსპორტის ეს სახეობა აირჩიე და ღამით გაემგზავრე, უკვე თბილისში იყავი და შენი პოვნის ალბათობა ნულამდე მცირდებოდა მილიონნახევრიან ქალაქში. შენი მატარებლით გამგზავრების ვერსია მალე ამოვიგდე თავიდან. ვერ დაგკარგავდი, ლოლა, უნდა მეპოვე! ჩემებს ვუთხარი, სანამ გამოხვიდოდით, ძმაკაცებმა დამირეკეს, ბათუმში ჩამოსულან და იმათ სანახავად მივდივარ მეთქი. პირობა ჩამომართვეს, რომ საღამომდე დავბრუნდებოდი და ჩემ დისშვილებს ,,ციცინათელაში“ წავიყვანდი. ტაქსი გავაჩერე. მთელი თხუთმეტი წუთი დაჭირდა მძღოლს, სანამ მანქანებით გადატვირთულ ქუჩებში გზას გაიკვლევდა და სადგურზე მიმიყვანდა. ყველგან გეძებე, საიდანაც შეიძლება გამგზავრებულიყავი, ვერსად გიპოვე. - რამით ხო ვერ დაგეხმარებით, ძმაო, ეს უკვე მერამდენედ ჩამოიარე აქეთ და ეტყობა ვიღაცას ეძებ - თანადგომის სურვილი გამოხატა შუახნის კაცმა, რომელიც მიკროავტობუსების დისპეჩერი ან მძღოლი უნდა ყოფილიყო. _ გელას ,,პასაჟირი“ ხო არა ხარ, ხუთ წუთზე მეტი გელოდა და წეღან გავიდა -ლაპარაკში ჩაერთო ერთ-ერთი მძღოლიც. - ერთ გოგოს ვეძებ, შავი თმები აქვს, მეტრა-სამოცდათხუთმეტი იქნება სიმაღლეში. თავის ძმასთან ერთად იყო. ის ბიჭი ცოტა ქერაა და დაზე ოდნავ მაღალია. დღეს უნდა წასულიყვნენ თბილისში და დამშვიდობება ვეღარ მოვასწარი და იქნება მივუსწრო მეთქი სადგურზე. ჰოდა იმათ ვეძებ - წამიერი შეყოვნების მერე ჩვეულებრივი ისტორია შევთხზე და მომლოდინე თვალებით მძღოლებს მივაჩერდი. - აბა, რა გითხრათ, ძმაო, ყოველდღე დილიდან შუაღამემდე აქ იმდენი ეგეთი გოგო ირევა, ვერ დაითვლის კაცი. სურათი არა გაქვს? - არა, სამწუხაროდ თან არ მაქვს. მაინც გაიხარეთ, დიდი მადლობა! - ისევ მოვიტყუე და დავემშვიდობე. გადალაპარაკება და ჩუმი სიცილი მომესმა მიმავალს, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. არ გაემტყუნებოდათ, მართლაც უამრავი გოგო ირევა ასეთ ხალხმრავალ ადგილებში. იმედი არ გადავიწურე და ახლა რკინიგზის სადგურის მოსაცდელი დარბაზისკენ ამავალ კიბეს ავუყევი იმის იმედით, რომ ბილეთების გამყიდველებს შეიძლება ხსომებოდი. ან როგორ შეიძლება შენი არშემჩნევა ხალხში, შენ ხომ ყველასგან გამოირჩევი. სალაროსთან რამდენიმეკაციანი რიგი დამხვდა. სიცხისგან შეწუხებული აწითლებულსახეებიანი მგზავრები მოთმინებით ელოდნენ თავიანთ ჯერს. მარაოთი ,,შეიარაღებულ“ ქალბატონს უკან ამოვუდექი და იმაზე დავიწყე ფიქრი, რა სიტყვებით დამეხატა შენი თავი მოლარისთვის, რომ მალე გახსენებოდი და დამხმარებოდა. ხუთწუთიანი ლოდინის შემდეგ ჩემი ჯერიც დადგა. ენერგიული ქერა გოგონა მომლოდინე თვალებით მომაჩერდა. დაახლოებით იგივე სიტყვებით ავუხსენი ჩემი გასაჭირი, როგორც იმ მძღოლებს. - სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით, ბატონო, მგზავრთა შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და რომ გითხრათ, სამსახურიდან გამათავისუფლებენ. - ძალიან გთხოვთ, სიკვდილ-სიცოცხლის ამბავია! აუცილებლად უნდა ვიცოდე, წავიდა თუ ისევ ქობულეთშია. ვერავინ გაიგებს, დამეხმარეთ გთხოვთ! ალბათ ისეთი სახით მივაჩერდი, რომ ცოტაოდენი თანაგრძნობა გამოვიწვიე. გოგონამ მიიხედ-მოიხედა, რაკი სხვა თანამშრომლები შორს დაიგულა, კომპიუტერის კლავიატურასთან მიიტანა თითები და ამომხედა. - კარგი. სახელი-გვარი. - ბატონო? _ არ მოველოდი ამ კითხვას და დავიბენი. მხოლოდ ახლა აღმოვაჩინე, რომ შენი ვინაობა არ ვიცოდი. - მაპატიეთ, ახლა გამახსენდა, ბიძამისმა წაიყვანა ალბათ მანქანით. აქამდე როგორ ვერ მივხვდი და თქვენც შეგაწუხეთ. მაპატიეთ! გოგონამ მხრები აიჩეჩა, სახეზე გაბრაზება დაეტყო. რაღაცის თქმას მიპირებდა, მაგრამ თავი შეიკავა. - შემდეგი! - დაიძახა და ჩემს გვერდით მდგომ ახალგაზრდა წყვილს გამოართვა საბუთები. მოსაცდელი დარბაზიდან გამოვედი. ჩიხში ვიგრძენი თავი. ვცდილობდი, გონება დამეძაბა და რაიმე ხელმოსაჭიდი გამეხსენებინა, რითიც შენ ნაკვალევს დავადგებოდი და გიპოვიდი. არაფერი მახსენდებოდა. სანაპიროზე ისე ახლოს არასოდეს ვყოფილვარ შენთან, რომ შენი და იმ ბიჭის ლაპარაკისთვის მაინც მომეკრა ყური და რამე გამეგო შენ შესახებ. ან საიდან მოვიტანე საერთოდ, რომ თბილისში ცხოვრობდი, ან ის, რომ ლოლა გერქვა, არ ვიცი. ერთი რამ ვიცოდი დაზუსტებით, ადგილობრივი არ იყავი, მიხვრა-მოხვრაზე, მიმიკებზე, თეთრ პირი-სახეზე არ გეწერა, რომ ქობულეთში ცხოვრობდი. ეგეც არ იყოს, - ადგილობრივ მოსახლეობას ზღვა ყოველთვის მოყირჭებული აქვს, ნაკლებ დროს ატარებს სანაპიროზე, ცოტას ცურავს და არც საათობით ეფიცხება მზეს. ბათუმში გადავწყვიტე შენი ძებნის გაგრძელება. იქნებ ქობულეთის ერთფეროვნება მოგბეზრდათ და ამ ულამაზეს ქალაქს შეაფარეთ თავი, ბულვარსა და პიაცაზე გასეირნება მოგინდათ, ან იქნებ ბავშვობა გაიხსენეთ და დელფინარიუმში წახვედით, შესაძლოა ბოტანიკური ბაღის სიგრილესაც შეაფარეთ თავი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ყველგან ვიყავი, სადაც შეიძლება ყოფილიყავი. გადავქექე ბათუმის პორტის მიმდებარე ტერიტორიაც, მოდურ მაღაზიებშიც გეძებე, პრესტიჟულ სილამაზის სალონებსაც ჩამოვუარე, მაგრამ ვერსად გიპოვე. საღამოს გასავათებული დავბრუნდი ქობულეთში. ძალიან დაღლილი და ნირწამხდარი ვიყავი. დანა კბილს არ მიხსნიდა. ალბათ ისეთი სახე მქონდა, რომ ჩემებს გამოლაპარაკებისაც კი ეშინოდათ, გაკვირვებული, დაძაბული და ცნობისმოყვარე თვალებით მიყურებდნენ. - სამსახურიდან დამირეკეს. ხვალ დილით თბილისში ვბრუნდები.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. რატომ არ დაამთავრე ეს მოთხრობა, არმენ?! რატომ არ დაამთავრე ეს მოთხრობა, არმენ?!
20. ახლა ვბრაზდები... შენ მესამე თავში ლოლას მპოვნელი არ ხარ და ლოდინი მე არ მიყვარს. )) ახლა ვბრაზდები... შენ მესამე თავში ლოლას მპოვნელი არ ხარ და ლოდინი მე არ მიყვარს. ))
19. მაგრად მაინტერესებს შენს გმირს რომ ეპოვა, რას ეტყოდა:) ისევ +5 ოღონდ ეგ ქალი რომ უპოვნელი დაგვრჩეს, ვერ გადამირჩები არმენ!:) მაგრად მაინტერესებს შენს გმირს რომ ეპოვა, რას ეტყოდა:) ისევ +5 ოღონდ ეგ ქალი რომ უპოვნელი დაგვრჩეს, ვერ გადამირჩები არმენ!:)
18. გაიხარეთ, დიდი მადლობა! ალბათ მოვაბამ ოდესმე თავს და დავწერ გაგრძელებასაც :) გაიხარეთ, დიდი მადლობა! ალბათ მოვაბამ ოდესმე თავს და დავწერ გაგრძელებასაც :)
17. არმენ მოგკლავ:))) გაგრძელება დადეე არმენ მოგკლავ:))) გაგრძელება დადეე
16. ისეთ ეშხში შევედი არმენ, მოლარე გოგონასთან ლოლას დახასიათებაზე ფიქრი შენზე ადრე დავიწყე :)))))))))))))))))))))))0
პ.ს. გამიხარდა მესამე თავში პაემანი რომ მაქვს. ბატონ გურამ დოჩანაშვილისა არ იყოს, ჩემი ყოფნა ზედმეტი კი არა, აუცილებელიც კია ამ პაემანზე :))))))))))))
ისეთ ეშხში შევედი არმენ, მოლარე გოგონასთან ლოლას დახასიათებაზე ფიქრი შენზე ადრე დავიწყე :)))))))))))))))))))))))0
პ.ს. გამიხარდა მესამე თავში პაემანი რომ მაქვს. ბატონ გურამ დოჩანაშვილისა არ იყოს, ჩემი ყოფნა ზედმეტი კი არა, აუცილებელიც კია ამ პაემანზე :))))))))))))
15. არმენ დადე რა შემდეგი თავი, სული ნუ ამომართვი... :) არმენ დადე რა შემდეგი თავი, სული ნუ ამომართვი... :)
14. მე "ძებნის" პროცესი მომწონს მე "ძებნის" პროცესი მომწონს
13. ტეთრ პირისახის მომენტში , მე ალბათ პირიქიტ დავწერდი, "გეწერა რომ არ ცხოვრობდი ქობულეტში", ვფიქრობ ეგ ადგილი ასე აჯობებს. ტვოტონ მონაკვეტი საკმაოდ მოკლე გამოდგა, იქნებ ცოტცოტა მოგემატებინა, ვისაც წაკიტხვა უნდა მაინც წაიკიტხავს:) წარმატებები ტეთრ პირისახის მომენტში , მე ალბათ პირიქიტ დავწერდი, "გეწერა რომ არ ცხოვრობდი ქობულეტში", ვფიქრობ ეგ ადგილი ასე აჯობებს. ტვოტონ მონაკვეტი საკმაოდ მოკლე გამოდგა, იქნებ ცოტცოტა მოგემატებინა, ვისაც წაკიტხვა უნდა მაინც წაიკიტხავს:) წარმატებები
12. უღრმესი მადლობა, რომ კითხულობთ! [♥]
ამ წუთებშიც კი მესამე თავზე ვმუშაობ და ერთი რამ, რისი დაზუსტებით თქმაც შემიძლია, ისაა რომ ახლა ლოლა და ეს ბიჭი პირისპირ სხედან და ერთმანეთს თვალებში უყურებენ [;)] უღრმესი მადლობა, რომ კითხულობთ! [♥]
ამ წუთებშიც კი მესამე თავზე ვმუშაობ და ერთი რამ, რისი დაზუსტებით თქმაც შემიძლია, ისაა რომ ახლა ლოლა და ეს ბიჭი პირისპირ სხედან და ერთმანეთს თვალებში უყურებენ [;)]
11. ძალიან კარგია. პირველი ნაწილიც მომეწონა და მეორეც. შენ ეს იცი. :)) ძალიან კარგად გადმოსცემ გმირის შინაგან განწყობას. და საერთოდაც, ძალიან ტავისუფლად წერ, რაც მე მოწონს. :)) მხოლოდ, ნამდვილად, ეცადე, ძალიან არ გაწელო გმირის "სირბილი" ,რომ ეს მშვენიერი მოთხრობა მოსაწყენი არ გახდეს. :))
პატივისცემით: ტენდი 5 ძალიან კარგია. პირველი ნაწილიც მომეწონა და მეორეც. შენ ეს იცი. :)) ძალიან კარგად გადმოსცემ გმირის შინაგან განწყობას. და საერთოდაც, ძალიან ტავისუფლად წერ, რაც მე მოწონს. :)) მხოლოდ, ნამდვილად, ეცადე, ძალიან არ გაწელო გმირის "სირბილი" ,რომ ეს მშვენიერი მოთხრობა მოსაწყენი არ გახდეს. :))
პატივისცემით: ტენდი 5
10. მომწონს, კარგად მიდის, ველოდები გაგრძელებას. მომწონს, კარგად მიდის, ველოდები გაგრძელებას.
9. ველი გაგრძელებას:) ველი გაგრძელებას:)
8. დარწმუნებული ვარ საინტერესო გაგრძელება ექნება პირველი ნაწილითან შედარებით უკეთ მიდის თხრობა... +5 ახალი თავის მოლოდინში...ოღონდ ძალიან არ გაწელო... დარწმუნებული ვარ საინტერესო გაგრძელება ექნება პირველი ნაწილითან შედარებით უკეთ მიდის თხრობა... +5 ახალი თავის მოლოდინში...ოღონდ ძალიან არ გაწელო...
7. კარგი...5 რაღაცნაირად გულწრფელად ვუთანაგრძნობ შენს გმირს...ისეთი დაბნეულია და საყვარელი...:)
კარგი...5 რაღაცნაირად გულწრფელად ვუთანაგრძნობ შენს გმირს...ისეთი დაბნეულია და საყვარელი...:)
6. კარგი თხრობა გაქვთ, მეც მონაწილე ვიყავი =) კარგი თხრობა გაქვთ, მეც მონაწილე ვიყავი =)
5. პრობლემა არაა, ბ-ნო აზგო, ყოველთვის სიამოვნებით მივიღებ შენიშვნებს და რასაც მართებულად ჩავთვლი, აუცილებლად გავითვალისწინებ. რასაც ჩემი ნაწარმოებების გრაფაში ხედავთ, 2-3 მოთხრობა, სულ ესაა მთელი ჩემი ,,პროზაული რეპერტუარი", შესაბამისად მიწაზე მყარად ვდგავარ და არ მაქვს იმის ილუზია, რომ მკითხველს შედევრებს ვთავაზობ.
მაგ კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ თეთრ პირი-სახეში არაა საქმე. ,,მიხვრა-მოხვრაზე, მიმიკებზე, თეთრ პირი-სახეზე არ გეწერა, რომ ქობულეთში ცხოვრობდი."-დამეთანხმებით ალბათ, სანაპიროზე ყოველთვის ადვილად არჩევს ადამიანი, ვინაა დამსვენებელი და ვინ ადგილობრივი. თორემ აჭარლებს არ ვერჩი არაფერს, არც რუჯს ვუწუნებ და არც რამით ვაყენებ მათ ჩრდილს. პირიქით, ძალიან დიდ პატივს ვცემ და მადლობის მეტი რა მეთქმის კარგი მასპინძლობისთვის.
დიდი მადლობა, რომ კითხულობთ! ეს დამატებითი სტიმულია, რომ უფრო შემართებითა და მეტი პასუხისმგებლობის გრძნობით ვწერო და რაც მთავარია, მოლოდინი არ გაგიცრუოთ! გაიხარეთ! პრობლემა არაა, ბ-ნო აზგო, ყოველთვის სიამოვნებით მივიღებ შენიშვნებს და რასაც მართებულად ჩავთვლი, აუცილებლად გავითვალისწინებ. რასაც ჩემი ნაწარმოებების გრაფაში ხედავთ, 2-3 მოთხრობა, სულ ესაა მთელი ჩემი ,,პროზაული რეპერტუარი", შესაბამისად მიწაზე მყარად ვდგავარ და არ მაქვს იმის ილუზია, რომ მკითხველს შედევრებს ვთავაზობ.
მაგ კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ თეთრ პირი-სახეში არაა საქმე. ,,მიხვრა-მოხვრაზე, მიმიკებზე, თეთრ პირი-სახეზე არ გეწერა, რომ ქობულეთში ცხოვრობდი."-დამეთანხმებით ალბათ, სანაპიროზე ყოველთვის ადვილად არჩევს ადამიანი, ვინაა დამსვენებელი და ვინ ადგილობრივი. თორემ აჭარლებს არ ვერჩი არაფერს, არც რუჯს ვუწუნებ და არც რამით ვაყენებ მათ ჩრდილს. პირიქით, ძალიან დიდ პატივს ვცემ და მადლობის მეტი რა მეთქმის კარგი მასპინძლობისთვის.
დიდი მადლობა, რომ კითხულობთ! ეს დამატებითი სტიმულია, რომ უფრო შემართებითა და მეტი პასუხისმგებლობის გრძნობით ვწერო და რაც მთავარია, მოლოდინი არ გაგიცრუოთ! გაიხარეთ!
4. მე შენიშვნა არ მაქვს, კარგია! მხოლოდ ერთი ადგილი მომეჩვენა "სილამაზის" გულისთვის გართულებულად. ეს - "თეთრ პირი-სახეზე არ გეწერა, რომ ქობულეთში ცხოვრობდი". მარა ეს ისე, მთლად ხელცარიელი რომ არ მოვსულიყავი. მე შენიშვნა არ მაქვს, კარგია! მხოლოდ ერთი ადგილი მომეჩვენა "სილამაზის" გულისთვის გართულებულად. ეს - "თეთრ პირი-სახეზე არ გეწერა, რომ ქობულეთში ცხოვრობდი". მარა ეს ისე, მთლად ხელცარიელი რომ არ მოვსულიყავი.
3. ოხ, არმენ! მოგეცადა კაცო, იქნებ მეორე დღეს კი გამოსულიყო ისევ პლაჟზე:) მაგრამ, გულმა გიგრძნო ალბათ...:) ეს თავი მართლაც უკეთესად "წავიდა". ოხ, არმენ! მოგეცადა კაცო, იქნებ მეორე დღეს კი გამოსულიყო ისევ პლაჟზე:) მაგრამ, გულმა გიგრძნო ალბათ...:) ეს თავი მართლაც უკეთესად "წავიდა".
2. რომანის ტემპში მიდის :) გამოვყვები თავიდან. მართლაც სადაა, თხრობაც და სტილიც. ახლა მთავარია მოსაწყენი არ გახდეს :) რომანის ტემპში მიდის :) გამოვყვები თავიდან. მართლაც სადაა, თხრობაც და სტილიც. ახლა მთავარია მოსაწყენი არ გახდეს :)
1. მარტინ წავიკითხე და პირველ თავთან შედარებით ბევრად უფრო "სადად" მიდის თხრობა. მეორე თავზე ჯერ ვერაფერს გეტყვი მაგრამ აი ეს "ან საიდან მოვიტანე საერთოდ, რომ თბილისში ცხოვრობდი, ან ის, რომ ლოლა გერქვა"-ეს არის ის ხელჩასაჭიდი ზუსტად (მიხვდები).
5 და ვგულშემატკივრობ ხო იცი გაგრძელებას ;;) მარტინ წავიკითხე და პირველ თავთან შედარებით ბევრად უფრო "სადად" მიდის თხრობა. მეორე თავზე ჯერ ვერაფერს გეტყვი მაგრამ აი ეს "ან საიდან მოვიტანე საერთოდ, რომ თბილისში ცხოვრობდი, ან ის, რომ ლოლა გერქვა"-ეს არის ის ხელჩასაჭიდი ზუსტად (მიხვდები).
5 და ვგულშემატკივრობ ხო იცი გაგრძელებას ;;)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|