ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პოეზია
6 მარტი, 2012


თ ო ვ ს ...

თოვს და თეთრად შეიფიფქნენ მთები,
რა ლამაზად ბარდნის დიდრონ ფიფქებს,
გაუნძრევლად ვდგავარ ერთი ფიქრით,
არ გამწიროს, დამიბრუნდეს იქნებ...
თოვს, წაშალა თოვლმა უკვე სრულად
ნაფეხური მაგ პატარა ფეხის,
შენი წასვლით ჩამობნელდა ჩემთვის,
შენი წასვლა გავარდნაა მეხის.
თოვს და გულშიც შემეპარა თოში,
ეგ სიცივე უშენობას მოაქვს,
არ მახარებს სილამაზე ირგვლივ,
არც ფანტელთა საოცარი თოვა.
თოვს და თეთრად დაიყურსნენ მთები,
არა, თოვამ სულ არ გადაიღო,
ვხედავ, კარგო, რომ აღარსად ჩანხარ
დავიჯერე, განშორება იყო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები