მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
ბექა ქებულაძე
ჟანრი: პოეზია
7 მარტი, 2012
ის ვინც...
ის რაც დაბადე ჩემში
სიყვარული და სითბო,
შენი ცრემლებით შევშრი
და ჩემს ბავშვობას გითმობ.
ის ვინც მახარებს უფრო,
(გადაჭარბების გარდა)
შენ – ანგელოზი უფრთო
და დედოფალი ქალთა...
ის რისიც მინდა გწამდეს,
ერთგულებაა ჩვენი.
სევდაშერეულ ჰანგებს
შენ ხომ ღიმილით შველი.
ის ვინც მიყვარდა უწინ,
დღეს უფრო მეტად მიყვარს.
ახლა ძველ სიზმარს ვუცდი,
როდის მოიხსნის ნიღაბს.
ის დღე დადგება როდის,
როცა ჩამკიდებს თბილ ხელს.
ისევ ის ქალი მოდის
და საიდუმლოს მიმხელს.
იცის ბევრი აქვს ცოდვა
მავანს წინაშე ჩვენთა.
მე მომიტევე – ოდნავ
თუ დაგიტოვე სევდა.
მე მომიტევე, თუკი
ეჭვი გაჩუქე განგებ.
უსასრულობას უდრის
მაგ მომღიმარი ბაგე.
ის ვინც მახარებს უფრო,
დედოფალია ქალთა
და ანგელოზი უფრთო,
(გადაჭარბების გარდა).
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
2.
არაუშავს:)
არაუშავს:)
ულექსო პოეტი.
2012-03-07 23:36:22
1.
რა სასიამოვნოა თანწყობაა,
ჯვარედინი რითმა და
ლექსის გამართული რითმი.
+5
რა სასიამოვნოა თანწყობაა,
ჯვარედინი რითმა და
ლექსის გამართული რითმი.
+5
დავით კვიტატიანი.
2012-03-07 21:22:41
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
13.03.2026 03:33:25