ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
1 სექტემბერი, 2012


რაღაც - მინდა, რაღაც - არ მინდა... (სიმღერა)

(მელოდია - თავად შეურჩიეთ!)

რაღაც - მინდა, რაღაც - არ მინდა...
ან რა მინდა, ნეტავ ვიცოდე?!
{ვიცი მხოლოდ, გულში აცივდა,
თუმც კვარივით უნდა ვიწვოდე...} - 2-ჯერ

რაღაც - მინდა, რაღაც - არ მინდა...
შენზე ფიქრი ვერ მოვიშორე...
{თვალის ნაცვლად გული ატირდა,
თმას დაეტყო შენთან სიშორე.} - 2-ჯერ

რაღაც - მინდა, რაღაც - არ მინდა...
აღარ მესმის, სული რას ითხოვს!
{გარეთ წვიმს თუ სულში გაწვიმდა?
სითბომ, იქნებ,  გულიც გამითბოს...} - 2-ჯერ

რაღაც - მინდა, რაღაც - არ მინდა...
ან რა მინდა, ნეტავ ვიცოდე?!
{მინდოდა, რომ შენც გყვარებოდი,
მაგრამ... რა ვქნა? – არ შემიცოდე! } - 2-ჯერ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები