ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პოეზია
11 მარტი, 2012


დ ე დ ა

დედა – საყრდენი საოცრად მტკიცე,
მუდამ მშფოთვარე შვილებზე განცდით,
დედა – იმედის მძლავრი სხივია,
ხვალის რწმენას რომ ძალუმად გაწვდის.

დედა – ფრთებია, სულ რომ გიფარავს,
ზეცაში ფრენის ძალას რომ გაძლევს,
შენი ცხოვრების ბარომეტრია
შორიდანაც კი, რომ გრძნობს შენს განცდებს.

დედა –  სტარტია შენი ცხოვრების,
თვით ფინიშამდეც გაცილებს მზერით.
ყველა განსაცდელს აიტანს დედა,
ოღონდ იარონ შვილებმა ლხენით.

დედას ამაგი გადაუხადო
არის ზღაპარი, ან სულაც მითი,
შენს შვილებს მისებრ კარგად რომ გაზრდი,
გადაიხდება ეს ვალი მითი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები