ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ქებულაძე
ჟანრი: პოეზია
13 მარტი, 2012


,,სიცოცხლის უნარი’’

შენ  გაქვს  სიცოცხლის  თვისება,
გხედავ  რომ  დგახარ  ხატის  წინ.
მე  არ  მიყვარხარ  ისე  რა
და  შენთან  არ  ვარ  არტისტი.
შენ  ხარ  ღვთიური  ხატება,
მეტაფორებით  ნუ  მსჯელობ.
გჯეროდეს  არ  დაღამდება,
არ  გათენდება  უშენოდ.
ფიანდაზებად  ქცეულო,
არტერიებად  დამაჩნდი.
არ  გიღალატებ,  მზე  უფრო
დამეთანხმება  ამაში.
ეგ  სიყვარულის  უნარი
შენში  ვერავინ  არია.
ქვეყნად  სიცოცხლე  თუ  არი,
ღმერთის  და  შენი  ბრალია.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები