ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არმენ არუთინოვი
ჟანრი: პოეზია
15 მარტი, 2012


похмелье

 

ნაბახუსევი დილა და სიგარეტის ბოლი,
კვლავ მონდომებით ვცდილობ, ჩავკლა ეს  ღერი ბოლო.
ჭერში გაჩრილი მზერა, ვუშვებ პირიდან რგოლებს,
ზევიდან ბუზი მზვერავს, არ ხიბლავს მისი როლი
სამიზნის, ჰოდა იცვლის დისლოკაციის ადგილს,
მასაც, ჩემსავით მოცლილს ეზარება რომ ადგეს,
გაფრინდეს სადმე, ან-და სულ გააფრინოს მაინც
(სხვა არაფერი მინდა, ახლა დავლევდი ჩაის).

ხვალაც ეგდება ბოთლი აქვე საწოლის ფეხთან
და დანანებით ვითვლი, რამდენი რამე მოხდა
შენ ცხოვრებაში (მე ხომ შენი ჰაერით ვსუნთქავ,
ჩემი წილი არ მეყო), რამდენი რამე ითქვა.
ახლა კი  გვერდით როცა სიცარიელე მიწევს,
ხელს ვეღარ ვაწვდენ ზეცას, თვალს ვერ ვუსწორებ  მიწას.
ეს უსურათო ჩარჩოც ელოდება ჩემ ფოტოს,
ძალიან ცოტა დარჩა, ვიდრე ბოლოჯერ მოთოვს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები