ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ქებულაძე
ჟანრი: პოეზია
16 მარტი, 2012


სენტიმენტალური პესიმიზმი

იმ  დილით,  როცა  ორიოდე  სიტყვის  თქმა  მსურდა,
მინდოდა  მეთქვა  როგორ  მწამს  და  როგორ  მიყვარხარ..
მაშინ  სიმორცხვე  მივიჩნიე  რაღაც  აბსურდად,
სიხარულის  და  მწუხარების  გამყოფ  ტიხართან.

გჯეროდეს  ის  დრო  ისტორიას  ვერ  ჩაბარდება,
თუ  ასე  მოხდა  დასამარდეს  იქნებ  ყოველი.
მერე  რატომღაც  ჩვენზე  მოდის  ყველა  ბრალდება,
(ჯორდანოსავით  ცეცხლზე  დაწვას  ისევ  მოველით).

ვგრძნობდი,  რომ  მარტი  ჩემს  განწყობას  ვეღარ  არევდა,
იმ  სიხარულის  ცრემლებითაც  უკვე  ვერ  ვტირი.
შემოვიხურე  დარაბები  უკვე  გარედან
და  უნებლიე  მარტოობით  დავსვი  წერტილი.

მეც  ხომ  შენსავით  მოუსვენრად  ვეძებ  კვიპაროსს,
ვმართავ  მეჯლისებს  სიზმარეთის  უცნობ  გმირებთან.
უფალს  შევთხოვოთ,  დარჩენილი  გზა  დაგვიფაროს,
სანამ  გრძნობები  უგზო–უკვლოდ  შემოგვიბერდა.

კვლავ  ქალაქს  ვხედავ  – უძრაობის  ხოტბით  შემოსილს.
ვდგავარ  თოვაში,  იმასაც  ვგრძნობ,  მე  რომ  არ  მათოვს.
დასრულებულა  სამწუხაროდ  ჩვენი  ეპოსიც
და  გულნატკენნი  ვუერთდებით  ცაში  ალბატროსს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები