ჩვენ ოდითგანვე მოგვდგამდა ასე, ძმათა ქიშპობა და ძმათა ომი, მრავლად მსურველი წასისინების, ძალიან ცოტა, სიკეთის მდომი. იქ აჭარელი ებრძოდა გურულს, ქართლელი-კახელს, ხევსური-ფშაველს, აფხაზი-მეგრელს, აქ რაჭა-სვანეთს და დედა ღვთისა ხუჭავდა თვალებს... ასე წავიდნენ საუკუნენი, თითქოს დავმშვიდდით, ვიყავით ერთად, მაგრამ ვიღაცა კვლავ შეაწუხა ქართული გულის ძალუმმა ფეთქვამ. კაენის სისხლი კვლავაც აღზევდა, კვლავ მეორდება ცოდვა საზარი, აფხაზი, ოსი , კვლავ ებრძვის ქართველს, ეჰ, სამართალი, ღმერთო, სად არი?! ქართულმა მიწამ აწოვათ ძუძუ, ქართულმა ზეცამ დააფრთიანათ, რამ დაავიწყათ ყველა სიკეთე, რამ გაუქვავათ გული მთლიანად? ტირის იკორთა, მოთქვამს ბედია, იწყებენ ჟღარუნს წინაპართ ძვლები... გვეყო ქიშპობა, გავვერთიანდეთ, ნუთუ არ გვყოფნის ფარული მტრები?!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. მძიმედაა საქმე მძიმედაა საქმე
7. ჩვენ ოდითგანვე მოგვდგამდა ასე, ძმათა ქიშპობა და ძმათა ომი, მრავლად მსურველი წასისინების, ძალიან ცოტა, სიკეთის მდომი. იქ აჭარელი ებრძოდა გურულს, ქართლელი-კახელს, ხევსური-ფშაველს, აფხაზი-მეგრელს, აქ რაჭა-სვანეთს და დედა ღვთისა ხუჭავდა თვალებს... ასე წავიდნენ საუკუნენი, თითქოს დავმშვიდდით, ვიყავით ერთად, მაგრამ ვიღაცა კვლავ შეაწუხა ქართული გულის ძალუმმა ფეთქვამ. კაენის სისხლი კვლავაც აღზევდა, კვლავ მეორდება ცოდვა საზარი, აფხაზი, ოსი , კვლავ ებრძვის ქართველს, ეჰ, სამართალი, ღმერთო, სად არი?! ქართულმა მიწამ აწოვათ ძუძუ, ქართულმა ზეცამ დააფრთიანათ, რამ დაავიწყათ ყველა სიკეთე, რამ გაუქვავათ გული მთლიანად? ტირის იკორთა, მოთქვამს ბედია, იწყებენ ჟღარუნს წინაპართ ძვლები... გვეყო ქიშპობა, გავვერთიანდეთ, ნუთუ არ გვყოფნის ფარული მტრები?!
ვერაფერი გამოვყავი, ძალიან მომეწონა, ქვეყნისა და ჭეშმარიტი ქართველების ტკივილია.გაიხარეთ.
ჩვენ ოდითგანვე მოგვდგამდა ასე, ძმათა ქიშპობა და ძმათა ომი, მრავლად მსურველი წასისინების, ძალიან ცოტა, სიკეთის მდომი. იქ აჭარელი ებრძოდა გურულს, ქართლელი-კახელს, ხევსური-ფშაველს, აფხაზი-მეგრელს, აქ რაჭა-სვანეთს და დედა ღვთისა ხუჭავდა თვალებს... ასე წავიდნენ საუკუნენი, თითქოს დავმშვიდდით, ვიყავით ერთად, მაგრამ ვიღაცა კვლავ შეაწუხა ქართული გულის ძალუმმა ფეთქვამ. კაენის სისხლი კვლავაც აღზევდა, კვლავ მეორდება ცოდვა საზარი, აფხაზი, ოსი , კვლავ ებრძვის ქართველს, ეჰ, სამართალი, ღმერთო, სად არი?! ქართულმა მიწამ აწოვათ ძუძუ, ქართულმა ზეცამ დააფრთიანათ, რამ დაავიწყათ ყველა სიკეთე, რამ გაუქვავათ გული მთლიანად? ტირის იკორთა, მოთქვამს ბედია, იწყებენ ჟღარუნს წინაპართ ძვლები... გვეყო ქიშპობა, გავვერთიანდეთ, ნუთუ არ გვყოფნის ფარული მტრები?!
ვერაფერი გამოვყავი, ძალიან მომეწონა, ქვეყნისა და ჭეშმარიტი ქართველების ტკივილია.გაიხარეთ.
6. წარმატებები წარმატებები
3. სამწუხარო რეალობაა. სამწუხარო რეალობაა.
2. ჩვენ ოდითგანვე მოგვდგამდა ასე ჩვენ ოდითგანვე მოგვდგამდა ასე
|
|
მონაცემები არ არის |
|
|