ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კენტავრი
ჟანრი: პოეზია
4 აპრილი, 2012


ხვალ

ხვალ ყველაფერი იქნება გვიან,
რადგან ხვალ
- მე ვიქნები პური
და ოცნებების ნასუფრალზე მოსმული ტილო,
სიშორე სევდის, ან პირიქით სევდა სიშორის
და თითებს შორის გაჩრილი მზერა,
ჩემი შავ- თეთრი ძველი როლები
ამ საღამომდე გემახსოვრება,
რადგან ხვალ
- მე ვიქნები პური
და ყველაფერი იქნება გვიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები