ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მია დადიანი
ჟანრი: პოეზია
30 მარტი, 2012


ვოლერ ბენე





დავშორდეთ, იმდენად ხმამაღლა მითხარი
და მე კი, მე მაინც მომესმა ჩურჩულად...
შენ მშვიდად გეძინა, ალიონს ვტიხრავდი
ცრემლებით მე როცა, თან იცი? ჩუმჩუმად

გკოცნიდი ხელებზე, თვალებზე, ტუჩებზე...
კედლებზე ვაგროვე ქუჩების ჩრდილები...
გულს ახლაც ათასგვარ ტკივილებს უშენენ
ფიქრები, რომ თურმე სულ აღარ გჭირდებით,

რომ თურმე...ჯანდაბის იქითაც ცხოვრობენ,
და ახლა ბავშვივით მომინდა ტირილი
წუთებზე, რომლებიც დღითიდღე მტოვებენ.
ბილიკი, რომელზეც შენს გვერდით ვივლიდი

გამწყდარი ფირია...დავშორდეთ, წახვედი...
ამ წასვლის თავადაც ნაკლებად გჯეროდა...
ჩვენს შორის ათასი მტერი და თავხედი
წელი დგას, შენ ჯერაც ვერ ხვდები ჯეროვნად

რომ გიჭირს...
    დავშორდით....
        მომესმა?
              წახვედი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები