ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: jonatan livingstoni
ჟანრი: იუმორისტული
31 მარტი, 2012


მამის გული

უჟმური ნოემბერი იდგა. ცრიდა და სიცივე ძვალ-რბილში ატანდა. კვერნაძეებში კი ლხინი იყო და არად დაგიდევდნენ მტირალა ამინდს. ნაბოლარა, 41 წლის ქალიშვილის- ეთერის ქორწილს იხდიდა ვალიკო. გრანდიოზულად აღნიშნავდა ოჯახი ამ ღირსშესანიშავ მოვლენას. მთელს ეზოში გადაჭიმულ "სეფაში" 400 კაცზე იყო გაწყობილი სუფრა და მერე , რა სუფრა - სართულებად  ეწყო ერთმანეთზე ქართული სამზარეულოს ყველა შედევრი და არც ევროპული "ფრონცქობები" აკლდა. მოკლედ, "ჩიტის რძესაც" კი იპოვიდა მსურველი.
ეთერის უფროსი დები, თავიანთი ნაგრამით, თავს დასტრიალებდნენ სტუმრებს, სუფრას, განსაკუთრებით მაყრებს ევლებოდნენ თავს. მამა მოისაკლისეს შვილებმა. თავიკაცს უხმეს- მამა არ ჩანსო. " ამწუთში აქანე გავაჩენო ვალიკოსო"- დაფაცურდა უშანგი. 
სახელდახელოდ გადახურულ ლაფაროში მიაგნო ოჯახის უფროსს.  აკაციის ნედლ ბოძს მიყრდნობოდა ვალიკო, წვიმის წვეთები საყელოში მიუძვრებოდა კაცს, მაგრამ ვერც კი გრძნობდა. თვალს არ აშორებდა გრძელი" სეფის" ბოლოში მჯდარ ნეფე-პატარძალს, კარგად არც ჩანდნენ, მაგრამ მაინც.
-რას შობი ვალიკო აქანე? წამოდი კაცო, ახალდაქორწინებულების მშობლების სადღეგრძელოა.
-ეეხ!- ხელი ჩაიქნია ვალიკომ.
-რას ჩამოგტირის ცხვირ-პირი ადამიანო? ქორწილია თუ რაა , კი მარა?- გაგულისდა უშანგი.
- რა და... ე ბაღანე რო გათხოვდა და მიდის...
-არ გადამრიო კაცო, გასათხოვარი იყო და გათხოვდა! ბოვში კი აღარ იყო ეთერიე აწი, სანამდე უნდა გყოლოდა აბა სახლში?
- ყოფილიყო, რავა, მიფუჭდებოდა თუ...
დაკოჟრილი ცერა თითით, თვალის კუთხეში მომდგარი კურცხალი, მალულად მოიწმინდა გულდამწვარმა მამამ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები