ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნენენენე
ჟანრი: პოეზია
2 აპრილი, 2012


ეს ჩემი ყველაზე ცარიელი ოთახია...

ბოლოს,სანამ გავიხურავდი იმედის კარებს დავაცარიელე ოთახი ჭორიკანა ნივთებისაგან,თან დიდი ხანი გავიდა რაც არ გამიღია..ნესტის სუნით გაიჟღინთა.დანევროზებული იატაკიც რა დღეშია ხედავ?უკვე დიდი ხანია აქ არავის გაუვლია...                                                                                                          ფანჯრებიც ჩამსხვრეულან და ისე გამომწვევად გამოიყურებიან,რაგაც მაცდურად უბიძგებენ ადამიანს სუიციდისკენ.                                                        არ ისუნთქო!აქ სხვადასხვა ემოციებია ჰაერში გაბნეული ან თუნდაც ამ უჰაერობაში.          -შემოდი!ნუ გეშინია,ეს ჩემი ყველაზე ცარიელი ოთახია,შემოდი!ოღონდ,არ ისუნთქო.          რა უცნაურია,ობობებიც კი წასულან.აქ ოდესღაც ჩემი სურნელი იდგა და ისიც გაპარულა ფანჯრიდან,და ახლა ოთახის ყველა კუთხიდან ნაწყენი სიმარტოვე იყურება.                  ზემოთ აიხედე,ხედავ?დამტვერილ ნათურასაც გასწყვეტია მოთმინების ძაფი და სიბრაზისაგან გაშავებულა.                                                          ოთახის სიღრმიდან მოდის ყველა ემოცია,იცი,ოდესღაც ამ პატარა ადგილას იკრიბებოდა ყველა შეგრძნება დედამიწის ზურგზე,ახლა კი...                                      შენც ხედავ ხომ კედლებიდან ჩემს გრძნობებს,ექოსავით იმეორებენ წარსულს.                მოდი გავიდეტ ამ ოთახიდან..არა,დაიცა!აქ სადღაც ჩემი ბავშვობა უნდა იყვეს დამალული...აი,ნახე საწოლის ქვეშ ეს ყუთი,მოდი სინათლეზე გამოვიტანოთ...გახსნი და იცი რა ლამაზია?გაცვეთილი კადრით მოგონებები ამოფარფატდებიან...ნახე,ეს ჩემი თოჯინაა,გაიცანი...                                                                                                მეტირება...დახუჭე თვალები...                                    ეს ჩემი ყველაზე ცარიელი ოთახია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები