ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნენენენე
ჟანრი: პოეზია
11 აპრილი, 2012


ცივა აქ...!

უ_არაფრობისაგან დანევროზებული სამყარო ...რა სიგიჟეა!!!                                                              ხედავ გარეთ როგორ გაიცვითა პეიზაჟი? ატალახდა დედამიწა, აქაური ჰაერი აღარ მყოფნის, გესმის ჩემი სუნთქვა? არა ხომ არ გესმის?                                                                                                      წამოდი რა !!! წამოდი შორს წავიდეთ და შევაყაროთ ფერფლი ამ დედააფეთქებულ ცხოვრებას...წამოდითქო,სანამ გვიყვარს ერთმანეთი,თორემ შენც ხომ იცი ჩვენი მარტივი,ცვალებადი ხასიათის ამბავი...                                                                                                  წამოდი,სანამ ცასარტყელაა ცაზე,წამოდი სადმე თბილ პლანეტაზე გავფრინდეთ (ფრენა არ იცი და მე გასწავლი) თორე ცივა აქ მიწადედაზე !!!                                                                                  წამოდი და უკან აღარასოდეს დავბრუნდეთ...მაღიზიანებენ ადამიანები შენს გარშემო,ეგოიზმი მღუპავს (შენ ხომ გამი–ჩემ–სულ–დი)...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები