გათენდა და გატიალდა ღამე, ზმანებაც კი დამყოლია დილის. უშენობით ისე დავიღალე, ვეღარ ვუძლებ ჯერ არ განცდილ ტკივილს.
ზღვის ნაპირთან, თოლიების ბურში შენს სხეულზე აფრიალდა კაბა. ფიქრობდი და მიხსენებდი გუშინ, დღეს ამ ფიქრებს მოგონებებს ატან.
კედლის საათს ისრები აქვს მოკლე, დროის ათვლას პირველიდან ვიწყებ. შენ გარბიხარ, მე კვალდაკვალ მოგდევ და ჩერდები მხოლოდ ბეწვის ხიდზე.
დგახარ სანამ შესრულდება ორი, უიმედო იმედებით რისკავ. გულის ფეთქვით დაიდევი ფონი ცხოვრებაში მიუღწეველ მიზნად.
ცეცხლს უკიდებ ჯვარდაწერილ იღბალს, შუადღეა, მოლოდინი სამის. არტისტი ხარ და სამყარო გნიღბავს, მკვლელის როლშიც შეიჭერი ლამის.
ოთხ საათზე მომანატრე ვნება, უჩვეულო მოტივებით სავსე. გაოცდები, ზოგჯერ რა არ ხდება, ზოგჯერ პეშვსაც უცრემლობით ვავსებთ.
მოახლოვდა, სუნი დადგა ხუთის, ერთ საათში ისტორია გძერწავს და ადამი მოკითხვასაც უთვლის სამოთხეში აყვავებულ ლერწამს.
გაუყვითლდა კიდურები ამ ხეს. საღამოა, ნახევარი ექვსის. ჩემი გული შენზე ფიქრს რომ ამხელს, მე ამგვარი უკვდავება მესმის.
მე ამდაგვარ თავგანწირვას ვგუობ, მე ამგვარად მივიჩნიე ეს გზა. არ დანებდე მეამბოხე გულო, სანამ სისხლი უსისხლობად გექცა.
სისულელეს წამოროშავს პალმა, გათენდება სანაპირო დარით. მიყვარხარო მომაძახა ქალმა და დასრულდა ყველაფერი ამით...
ასეთი აქვს დასასრული ამ ლექსს, ასეთია შეგონება ლექსის. ნუ მოვაკლებთ ჩვენ ერთმანეთს ალერსს, თუ ასეთი უკვდავება გვესმის...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. კედლის საათს ისრები აქვს მოკლე,
ორივე??:) დავაპლიუსე ეს ლექსი კედლის საათს ისრები აქვს მოკლე,
ორივე??:) დავაპლიუსე ეს ლექსი
1. მელოდიურობით მომეწონა. მოცულობას და ზოგიერთ სიტყვებს გადავხედავდი ერთხელაც. მელოდიურობით მომეწონა. მოცულობას და ზოგიერთ სიტყვებს გადავხედავდი ერთხელაც.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|