 | ავტორი: ნენენენე ჟანრი: პოეზია 8 აპრილი, 2012 |
შენ ვერ მიხილავ და ნუ დამეძებ,გუშინ შუა ღამით წამიღეს ბნელი მკლავებით... ვინ იყო?_სიკვდილი,თეთრი თვალებით... დამგლოვიარდნენ ჩემი სახლის მინებიც...თეთრ კუბოში ჩუმად მეძინა,მოჰქონდათ შავი ვარდები და გვირგვინები....ვხედავდი როგორ ტიროდა ყველა...ალბათ,ჩემს სიკვდილს გრძნობდა ქალაქიც. ვცდილობდი დავბრუნებულიყავი ბურუსიდან,მაგრად ამაოდ. რაღაც გაურჩეველი ხელს მიშლიდა,თანამგზავრი გავხდი შემოდგომის მკვდარი ფოთლების, მე _ანგელოზი მზიმე წარსულის... ჩემი გარდაცვალების დღეები სევდისფერია...ჩემი მტერი უკვე მიწა იყო...ვათავისუფლებ გალიაში დამწყვდეულ მტერედებს...მეძახდნენ ლანდები, იქ,ბნელ სივრცეში მოხეტიალე ლანდები...ხელი ჩამკიდეს და არ მიშვებდნენ სახლში... ამოფრინდა ჩემი სული თეთრი კუბოდან,ქალაქს რამოდენიმეჯერ დავუარე ვით მათხოვარი,ლამაზი მეჩვენა,ალბათ იმითომ რომ ეს ფრენა უკანასკნელი იყო...დავბრუნდი...დავიალე და მოსვნებეა მომინდა...(ალბათ სხეულის გარეშე სული ადვილად იღლება)... ეცემოდნენ სადღაც წვიმები,ჩემს კუბოსთან იდგნენ ირგვლივ სერაფიმები და ღვთისმშობელიც ჩემზე ტიროდა...ვათავისუფლებ ვისაც ვუყვარვარ,ვისაც ვძულვარ...ყველა საგანსა და არასაგანს... ფოტოსურათზე გაიყინა ჩემი მზერა..მესმის ლოცვები...(ღია სამარე ჩემს გულს უცდიდა)...ჩემს სახლში დარდების მძიმე წუთი იდგა..ო,როგორ ტირის დედა,მამა,თვალებში აკივლებენ ცრემლებს...ჩემი სახე რომ ყვითლდება ვხედავ და სახლის წინ ყვავილებიც ხმებიან,სამარისაკენ მაცილებდნენ ცხედარს...(თან მიმაქვს გულზე დაკრეფილი ხელები)... უკვე დრო მოვიდა და მიმასვენებდნენ ანგელოზებიც...ამოკვეთეს ჩემი სახელი ნაცრისფერ ქვაში,დამადეს გულზე შავი ვარდები...დღეიდან იფერნს ჩემი სული თავისუფალი,მე კი ღრმა ძილს მივეცემი მის ქვემოდ,დედამიწაში და მხოლოდ ფეხის ხმას გავიგონებ თქვენსას...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ყველა საგანსა და არასაგანს...
ამოკვეთეს ჩემი სახელი ნაცრისფერ ქვაში
მხოლოდ ფეხის ხმას გავიგონებ თქვენსას... +++ ყველა საგანსა და არასაგანს...
ამოკვეთეს ჩემი სახელი ნაცრისფერ ქვაში
მხოლოდ ფეხის ხმას გავიგონებ თქვენსას... +++
8. მე კი ღრმა ძილს მივეცემი მის ქვემოდ,დედამიწაში და მხოლოდ ფეხის ხმას გავიგონებ თქვენსას... <<< მომეწონა :) მე კი ღრმა ძილს მივეცემი მის ქვემოდ,დედამიწაში და მხოლოდ ფეხის ხმას გავიგონებ თქვენსას... <<< მომეწონა :)
7. მე კიდევ საერთოდ ვერ ვიტან ყვავილებს...;( მე კიდევ საერთოდ ვერ ვიტან ყვავილებს...;(
6. ანი-მას არ უყვარს შავი ვარდები(:(: მაგრამ ნაწერი მომეწონა:) ანი-მას არ უყვარს შავი ვარდები(:(: მაგრამ ნაწერი მომეწონა:)
5. დამიარა ტკივლმა ტანში არ ვიცი რავთქვა.. 2 დამიარა ტკივლმა ტანში არ ვიცი რავთქვა.. 2
4. გაიხარე, პირიქით მადლობა ამ სიტყვებისთვის... გაიხარე, პირიქით მადლობა ამ სიტყვებისთვის...
3. საშინლად იმოქმედა ამ ნაწერმა ჩემზე, თითქოს მე დავწერე,, მე ვნახე ასეთი სიკვდილი ჩემს ახლობლობაში, ცრემლები მომდის, ესეც შვებაა ალბად! მადლობა! საშინლად იმოქმედა ამ ნაწერმა ჩემზე, თითქოს მე დავწერე,, მე ვნახე ასეთი სიკვდილი ჩემს ახლობლობაში, ცრემლები მომდის, ესეც შვებაა ალბად! მადლობა!
2. რა გეწყინა? მადლობაა:)
რა გეწყინა? მადლობაა:)
1. აუ, როგორ მეწყინა :( წარმატებები ავტორო! აუ, როგორ მეწყინა :( წარმატებები ავტორო!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|