ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათა_გულიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
17 აპრილი, 2012


ხედავ?გაზაფხულდა ისევ....

ხედავ?გაზაფხული დადგა,
ისევ გამოცოცხლდა არე,
აპრილს გავაყოლებ ცრემლებს,
რაცკი თებერვალში ვღვარე...
გულში მორცხვად წვეთავს წვიმა,
გესმის?ისევ გალობს ჩიტი..
სადაც იარები მქონდა-
ახლა დამჩნევია სისხლი..
მაინც გაზაფხული დადგა,
სული შეკუმშულა ისევ,
აპრილს გავატანე ერთობ-
რაცკი თებერვალში ვივნე...
ხედავ?კვლავაც ფეთქავს გული,
ცრემლი გუბეებად დგება...
აპრილს გაგატანე შენც და,
ჩემთან მარტოობა რჩება...

ხედავ?გაზაფხულდა ისევ....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები