ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ქებულაძე
ჟანრი: პოეზია
17 აპრილი, 2012


მესაუბრე, გისმენ!

მომენატრა  სითბო,  მომენატრა  სიცხე,
მომენატრა  ის  დრო,  მირონი  რომ  ვიცხე.

მხურვალების  მსგავსი  მომენატრა  ვნება,
შენთან  ყოფნის  არსი  გულზე  დამადნება.

მრავალფერი  კოცნის  მომენატრა  ცეცხლი;
ქალი  ას  გზას  რომ  ცვლის,  მე  ერთ  გზასაც ვერ  ვცვლი.

ქალი  ზღაპარს  რომ  თხზავს,  მე  ზღაპარში  ვფრინავ,
მრავალჯერად  ლოცვას  დავუდევი  ბინა.

,,მუხასაო  მუმლი’’  ვიზეპირე  ერთობ.
ტაძარს  ლოცვით  ვუვლი  –  დამიფარე  ღმერთო!

შეიძლება  ვნანობ,  შეიძლება  არც  კი
მსურს,  რომ  შევიბრალო  უმიზეზო  მარცხი.

საიდუმლოს  ვმალავ,  ნებელობით  ჩემით,
ვუფრთხილდები  კალამს  და  ერთგული  ვრჩები

იმ  პირობის,  რაც  მე  დაგიდევი  მაშინ,
სინატიფეს  გაცმევს  მუცლად  მყოფი  ბავშვი.

მომავალს  და  წარსულს  ვაშრიალებ  ფიქრში,
ვერ  გავიგე  რა  გსურს,  საუბარს  რომ  მიშლი.

ისევ  სითბოს  ვნატრობ,  სიცხეს  ვნატრობ  ისევ,
პაწაწინა  ქალო!  მესაუბრე,  გისმენ!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები